ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 თებერვალი, 2010


მოკლედ

    ავატარით ავად არის კულტურა.
   
    პოპ-პოეზიას პოპკორნი უხდება.

    ლექსები აღარ იყიდება, პოეტები იყიდებიან.

    ცრუ კარნავალი პოეზიისა არის ურაკპარაკი დღეს.

    ორმოცდაათი წლის შემდეგ გამოვა ურაკპარაკის ასტომეული,მაგრამ იმ დროისთვის წერა-კითხვა არავის ეცოდინება.

    ერთი პოეტი, მეორე პოეტის ახალდაწერილ ლექსს გულისფანცქალით კითხულობს და როცა რწმუნდება რომ არაფრად ვარგა, შვებით ამოისუნთქავს, და ხოტბა-დიდებას ასხამს ავტორს.

      ღმერთმა არ ქნას და ვინმეზე ნიჭიერი იყო, მითუმეტეს საქართველოში სადაც ყველა ნიჭიერია, ცხოვრება კი უნიჭოდ აწყობილი ეშაფოტივით გამოიყურება. შეიძლება გაგიმეტონ, მაგრამ ვერ მოგკლავენ, ესეც კი არ შეუძლიათ.

      სიბრძნეს ვერ გაყიდი, და ამიტომ ბრძენკაცობა სასაცილო ხდება, მაგრამ არ იციან რომ სიცილზეც შეიძლება სიცილი.

      ბევრს ჰგონია რომ წარმატებას გარეგნული მხარე გააჩნია, რომელიც წონის, ზომის, დროისა და თანხის ერთეულებით შეიძლება გაიზომოს, მაგრამ წარმატება მხოლოდ სულშია, და იგი სიკვდილთან შეხვედრის ყოველწამიერ  მზადყოფნაში მდგომარეობს.

    ჭეშმარიტება ერთია, ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა კი იმდენივეა, რამდენიც ადამიანი არსებობს ამ ცისქვეშეთში, და არცერთს არ აქვს უფლება იყოს ლურსმანი, როცა რომელიმე მათგანი ჩაქუჩობას აპირებს.

    დღევანდელი მორწმუნეები, გუშინდელ კომკავშირლებს ჰგვანან( თუკი არ გავითვალისწინებთ იმას რომ უმრავლესად ისინი ერთიდაიგივე ადამიანები არიან) - ვინც მათთან არ არის, მათი მტერია.

    ჩაქუჩის წინააღმდეგ ყოველთვის მოიძებნება  უ რ ო .

    ურაკპარაკის გემოვნება რემონტს არ ექვემდებარება, იგი უბრალოდ უნდა გადააგდო( გემოვნება და არა თვით ურაკპარაკი).

    სიმართლე სასტიკია, მაგრამ სასარგებლო.

    ვარდის მთესველი, ეკლის ამოსვლასაც უნდა ელოდეს. ეკლის მთესველს კი დასაკარგი არაფერი აქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს