 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 26 თებერვალი, 2010 |
ვცვლი მყუდრო ბინას, გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში. (კარგი ხედი, სრული კომფორტი, გაჩერება სახლთან ახლოა).
ვცვლი წმინდა სისხლის ტოი-პუდელს, მოვლილს და გაწვრთნილს ჩინურ კატაზე. (იპარავს ნამცხვრებს, არ მოაკლოთ სახრავი ძვლები და მოარიდეთ აუცრელი ძაღლების ხროვა).
ვცვლი ძველ მეგობრებს, ერთგულებს და დაუზარებლებს - - ...საკუთარივე თავის მიმართ. ერთ მეგობარზე, ერთადერთზე... სასურველია, მონაყოლი კარებამდეც არ მიჰყვებოდეს. (მათი არ იყოს, ზოგჯერ გულგრილი მეც კი ვიყავი, მათი გულისთვის განსაცდელსაც ბევრჯერ შევები. ყველა მათგანი მარტოა და საყვარელია. ერთურთის მჯობნი, დანარჩევის დანარჩევები).
ვცვლი სამშობლოსაც, ანტიკვარულს, ჩუქურთმებიანს დიდ ქვეყანაზე. (ასაწყობია. შესაცვლელია სარკის გარდა, თაროს ფიცრები. რემონტის მერე მისატოვებლად ვერ დაიძვრები).
ვცვლი ნატვრებს, მიზნებს, მოგონებებს, ღირებულებებს. არ მენანება დასაფიცარ-დანაფიცრები.
ჰო, ასეთი ვარ . ვარ გამცვლელი მარადიული და ვცვლი ყველაფერს - ყველაფერზე,
მე - არ ვიცვლები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. რაღაცნაირია კარგია.... + რაღაცნაირია კარგია.... +
11. მაკარენა ძვირფასო! ირონიულ-პაროდიული პოეზიის შესახებ ალბათ გსმენიათ. ეს ლექსი სწორედ ამ ჟანრს მიეკუთვნება. თანაც დაუკვირდით: გაცვლა- სხვაა , გაყიდვა სხვა.
მაკარენა ძვირფასო! ირონიულ-პაროდიული პოეზიის შესახებ ალბათ გსმენიათ. ეს ლექსი სწორედ ამ ჟანრს მიეკუთვნება. თანაც დაუკვირდით: გაცვლა- სხვაა , გაყიდვა სხვა.
10. უბრალოდ სირცხვილია რომ ამას ერქვას პოეზია იუდამაც გაცვალა უფალი 30 ვერცხლად, 'შთამომავალი ხომ არ ხართ?... წარმატებები უბრალოდ სირცხვილია რომ ამას ერქვას პოეზია იუდამაც გაცვალა უფალი 30 ვერცხლად, `შთამომავალი ხომ არ ხართ?... წარმატებები
9. მართლაც განსხვავებული და საინტერესოა ყველანაირად...წარმატებები მართლაც განსხვავებული და საინტერესოა ყველანაირად...წარმატებები
8. მე-ჩემი თავის ორიგინალი :) მშვენიალურია (სერგეის მოვპარე ეს სიტყვა,იმედია არ მიწყენს,თუ თვითონაც სხვას არ მოპარა:D ) მე-ჩემი თავის ორიგინალი :) მშვენიალურია (სერგეის მოვპარე ეს სიტყვა,იმედია არ მიწყენს,თუ თვითონაც სხვას არ მოპარა:D )
7. ნინო ძვირფასო! გული - თქვენ გეთანხმებათ, მაგრამ გონება - ვერა. ადამიანური ამოცანა საკუთარ არსებაში ცხოველურის დათრგუნვა და ღვთაებრივი საწყისის გაძლიერებაა. ზოგი - მეტად ახერხებს ამას, ზოგი ნაკლებად ზოგს აქვს ამის ძლიერი მოთხოვნილება, ზოგსაც - საერთოდ არა აქვს. როცა ადამიანში ცხოველური მოთხოვნილებანი ასე თუ ისე, დაკმაყოფილებული არ არის, მას ხელოვნება არ სჭირდება. ეს აზრი მე არა, არისტოტელეს ეკუთვნის. ნინო ძვირფასო! გული - თქვენ გეთანხმებათ, მაგრამ გონება - ვერა. ადამიანური ამოცანა საკუთარ არსებაში ცხოველურის დათრგუნვა და ღვთაებრივი საწყისის გაძლიერებაა. ზოგი - მეტად ახერხებს ამას, ზოგი ნაკლებად ზოგს აქვს ამის ძლიერი მოთხოვნილება, ზოგსაც - საერთოდ არა აქვს. როცა ადამიანში ცხოველური მოთხოვნილებანი ასე თუ ისე, დაკმაყოფილებული არ არის, მას ხელოვნება არ სჭირდება. ეს აზრი მე არა, არისტოტელეს ეკუთვნის.
6. ვერც ხელოვნება ხელოვნებისთვისო ამაში დაგეთანხმებით და ვერც იმაში, რომ ჩვენში ცხოველური საწყისია მოცემული , როგორც ღვთაებრივი... რა თქმა უნდა აბსურდია, ცხოველურ დონემდე დავეცით ჩვენ თავად, მოცემით კი მხოლოდ ღვთაებრივია მოცემული და იმ ესთეტიკასაც იმიტომ ვეტრფით , რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ჩვენთვის, ანგელოზები არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია ანგელოზებზე აღმატებულებიც გავხდეთ, ანუ განვიღმრთოთ :) და რაც შეეხება ხელოვნების დარგთა შორის მოლოდ პოეზიის უპირატესობას , კი მართალია სიტყვით იქმენბა, მაგრამ რა გასაკვირია, მთელი სამყაროა ლოგოსით შექმნილი და ხელოვნების ცალკეული დარგები რომ სიტყვებით იქმნებოდეს, მათ შორის თუნდაც გალობა ... რომ გავაგრძელოთ ძალიან შორს წავალთ :) ვერც ხელოვნება ხელოვნებისთვისო ამაში დაგეთანხმებით და ვერც იმაში, რომ ჩვენში ცხოველური საწყისია მოცემული , როგორც ღვთაებრივი... რა თქმა უნდა აბსურდია, ცხოველურ დონემდე დავეცით ჩვენ თავად, მოცემით კი მხოლოდ ღვთაებრივია მოცემული და იმ ესთეტიკასაც იმიტომ ვეტრფით , რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ჩვენთვის, ანგელოზები არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია ანგელოზებზე აღმატებულებიც გავხდეთ, ანუ განვიღმრთოთ :) და რაც შეეხება ხელოვნების დარგთა შორის მოლოდ პოეზიის უპირატესობას , კი მართალია სიტყვით იქმენბა, მაგრამ რა გასაკვირია, მთელი სამყაროა ლოგოსით შექმნილი და ხელოვნების ცალკეული დარგები რომ სიტყვებით იქმნებოდეს, მათ შორის თუნდაც გალობა ... რომ გავაგრძელოთ ძალიან შორს წავალთ :)
5. ცხადია, ხელოვნება - ხელოვნებისთვის უნდა იყოს. იმ ხელოვნებისთვის, რომლის უმაღლესი მიზანიც მშვენიერების, ესთეტიკურის(თუნდაც არა - ესთეტიკურის, როგორც ესთეტიკურთანვე დაკავშირებული ანტითეზის ) შექმნის გზით ადამიანის მსახურებაა. დაუკვირდით, მთელს სამყაროში ცოცხალ არსებათაგან ხელოვნება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს სჭირდება და ემსახურება. ჩვენში ისევეა მოცემული ცხოველური საწყისი, როგორც ღვთაებრივი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ადამიანებად სადღაც, ღვთაებრივისა და ცხოველურის შუაში ვძლებთ და სწორედ მაშინ, როცა ჩვენ არც ცხოველები ვართ და არც ანგელოსები, გვჭირდება ხელოვნება. ხელოვნების დარგთა შორის კი სწორედ პოეზია, თავისი არსით, ყველაზე ადამიანურია., რადგან იქმნება სიტყვით, ენით. იმ რაღაცით, რაც ადამიანთა შორის კავშირის, მეტ-ნაკლებად შორ მანძილზე აზრის, სურვილის, ნების და ა.შ გადაცემის, გაგებინების, შენახვის, ასევე თვითგამოხატვის უმთავრესი საშუალებაა. ცხადია, ხელოვნება - ხელოვნებისთვის უნდა იყოს. იმ ხელოვნებისთვის, რომლის უმაღლესი მიზანიც მშვენიერების, ესთეტიკურის(თუნდაც არა - ესთეტიკურის, როგორც ესთეტიკურთანვე დაკავშირებული ანტითეზის ) შექმნის გზით ადამიანის მსახურებაა. დაუკვირდით, მთელს სამყაროში ცოცხალ არსებათაგან ხელოვნება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს სჭირდება და ემსახურება. ჩვენში ისევეა მოცემული ცხოველური საწყისი, როგორც ღვთაებრივი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ადამიანებად სადღაც, ღვთაებრივისა და ცხოველურის შუაში ვძლებთ და სწორედ მაშინ, როცა ჩვენ არც ცხოველები ვართ და არც ანგელოსები, გვჭირდება ხელოვნება. ხელოვნების დარგთა შორის კი სწორედ პოეზია, თავისი არსით, ყველაზე ადამიანურია., რადგან იქმნება სიტყვით, ენით. იმ რაღაცით, რაც ადამიანთა შორის კავშირის, მეტ-ნაკლებად შორ მანძილზე აზრის, სურვილის, ნების და ა.შ გადაცემის, გაგებინების, შენახვის, ასევე თვითგამოხატვის უმთავრესი საშუალებაა.
4. საინტერესო :) საინტერესო :)
3. ხელოვნება ხელოვნებისათვის!
ქალბატონო ნინო ეგ მართალია?
ხელოვნება ხელოვნებისათვის!
ქალბატონო ნინო ეგ მართალია?
2. მეც მომეწონა ძაალიან :) მეც მომეწონა ძაალიან :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|