ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2010


შენ და პოეზია

ჩემი კალენდარი ისევ არეული,
და კვლავ სანადიროდ მთებში ხეტიალი,
ისევ სიმარტოვით სული ცარიელი
ჩემი სიყვარული ჩემზე მეტი არის.

დღეს ამ კატასწროფებს გზები უპოვია,
ვიცი ამაყი ხარ ჩემთან შედარებით,
იმ ძველ ნათოვარზე ისევ უთოვია,
მე კი გასული წლის დღეებს ვედავები.

ღამეც ხანგრძლივი სჩანს, ახლა გათენება.
უფრო ძნელი არის რაღაც საკვირველი,
ვიცი ახლა წლები ისე გვაბერებენ,
როგორც მტკვარს ეცლება ქვიშის საძირკველი.

მხოლოდ მარტოხელა ფიქრი გაიმედებს,
თითქოს გასული დრო მარტო ღრმა ძილია,
შენ თუ პოეზია მსხვერპლად გაიმეტე,
ჩემთვის ერთი ლექსიც ჩემი ნაწილია.

თვეებს უშენო და წამებს დაობლებულს,
მორცხვად უერთდება წლების ქარიშხალი.
ისევ აყვავილდა ჩვენი ალუბლები,
მაგრამ არ ვერთდებით ისე დავიშალეთ.


ბოლოს ამინდს ისევ ქარი მოეძია,
მტკვართან შორი ახლოს სჩანდნენ თოლიები.
მინდა მიგატოვოთ შენ და პოეზია
მაგრამ ღამეები ამიყოლიებენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები