ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის ძმაკაცი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2008


შემიცოდე

ანგელოზი ხარ თუ მოჩვენება,
მიშველე რამე.
და თუ მთვარე ხარ,ჩამომაშორე
ეს ბნელი გამე.
ან იქნებ მზე ხარ,შემომხედე,
მცივა გამათბე.
იქნებ ღვინო ხარ,შენი კოცნით
მოდი დამათვრე.
თუ სიკვდილი ხარ,წაიღე სული,
მკვდარი დამაგდე.
ჯადოქარი ხარ? რამედ მაქციე
და გადამაგდე.
და თუ ღმერთი ხარ,შენი მონა ვარ
შენს ფეხრთ მწოლარე.
მონადირე ხარ? შენი მსხვერპლი ვარ
კლდე-კლდე მხტომარე.
იქნებ გველი ხარ,ენა ორკაპი
გულს გამიყარე.
და თუ ქალი ხარ,მაშ შემიცოდე
და შემიყვარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები