ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: იუმორისტული
11 მაისი, 2010


ქალი კამფეტი ანუ გენიალური პამფლეტი(პოეზია)

(ეძღვნება ანი-ბალის);)
ახლა იბადება გენიალური პამფლეტი!
ქალი ხარ როგორც კამფეტი,
ოღონდაც მწარე და არა ტკბილი
დამეწვა ენა,მომკვეთე კბილი
მაგრამ არ ვტირი.

ტირილი რა ვაჟკაცის წესია?
წერაა ჩემი პროფესია,
ხან ლექსებს ვწერ,ხან პამფლეტებს,
მეც ვისვრი მწარე კამფეტებს,
ოღონდაც არა უმისამართოდ..

ვინ დააშავა,რა დააშავა,
რა გაათეთრა,რა გააშავა,
ზოგმა ფიქრები გზებზე გაშალა,
ხან თავწითელა,ხანაც თავშავა..

მე არვინ მიყვარს,მიყვარს მუზები,
არც კრაზანები და არც ბუზები,
გულზე მაბია ლექსის ღუზები,
თუ მომწყდებიან მოვიბუზები,

ხოდა ხან მუზა ვინმე ქალია,
ხან ბეღურაა,ხანაც კალია,
ხან სიბნელეა,ხანაც ალია,
პამფლეტის წერაც ჩემი ვალია!

არვის ვეკუთვნი,მე ვარ ყველასი,
ნინო ნანასი,ანდა ლელასი,
მაკა ეკასი,თუნდაც ბელასი,
მე მიჯნური ვარ ამ სუყველასი,

რადგანაც კარგო!მე ვარ მგოსანი,
ხელში მაქვს ფიქრის კრიალოსანი,
ქალია ჩემთვის ვარდი,სოსანი,
ზოგიც ფერია გვირგვინოსანი,

ამიტომ მე მაქვს ყველას ვალები,
მიყვარს ლურჯი და შავი თვალები,
მიყვარს თვალებში ცეცხლის ალები,
წითელი,ხანაც შავი ხალები
და წყნარი,წყნარი, გიჟი ქალები..

ხოდა ხშირად ვწერ გრძნობის პამფლეტებს
და ვისვრი ტკბილ და მწარე კამფეტებს,
მწარენიც ზოგჯერ ტკბილად დნებიან,
ტკბილი გრძნობებიც იბადებიან
ქალთა გულებში..

მე კი ერთი ვარ,არ ვარ მრავალი,
ცაში დავფრინავ მიწას მავალი,
მინდა წავშალო ჩემი ნავალი,
მერე მოვაწყო ცის კარნავალი..

ხოდა მომხსენი შენი სარკაზმით სიზიფეს ლოდი
და გადაგივლის სიყვარული ვინ იცის როდის..

მე კი კვლავ დავწერ ახლა სხვაზე სულ სხვა პამფლეტებს,
მერე გავფანტავ ვარსკვლავებად გრძნობის კამფეტებს..

აი დაიბადა გენიალური პამფლეტი!
ქალი ხარ როგორც კამფეტი....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები