ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰაუსზემეტი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2010


მზე...შენ და...

ვიცი სეზონებს გადავეკიდე.
მზეს ვექაჩები შენთვის და ჩემთვის...
მოდი ღრუბლები გამარეკინე.
მზიანი დილა დავტოვოთ ჩვენში...

მოვიმარაგოთ ცისარტყელები.
გრძნობების ღვინით ავასოთ ქვევრი...
და ჭრელა-ჭრულა მისაბმელებით
ქარი დავაბათ სულ დაბლა, ქვევით...

ხოდა ცხოვრება გავიმზეუროთ.
და ყველა ფერით ავივსოთ სახლი!
შენ!- ასე კარგად დამიზნებულო-
ხომ მომხვდი გულში და ჩამისახლდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები