ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Anny
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 მარტი, 2010


შენ-ჩემი ნაწილი,რომელიც შემთხვევით გიპოვე და თურმე როგორ მჭირდებოდი

მოდი კიდევ ერთხელ განვმეორდები,რომ მრავლისმომცველი სიტყვები,ფურცლების გროვა,უსაზღვრო ბანალურობა და ზედმეტი ვალდებულებები ისევე მაღიზიანებს,როგორც უვიცი ყოვლისმცოდნეები...მაგრამ ახლა რატომღაც მომინდა მეთქვა,რომ აქ ვარ-შენთან!ალბათ არ იცი,მაგრამ შენგან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მივიღე-შენ მთელი დღე მაჩუქე-ყველაზე ლამაზი დღე 21 წლის განმავლობაში...
    მე გგრძნობ,შენში ვხედავ საკუთარ თავს,მე შენ გიპოვე-ჩემი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი,რომელიც ყოველთვის მაკლდა...ჩვენ ერთად მივდივართ დეპრესიაში და ერთადვე ვბრუნდებით,ძალიან მახარებს ის ფაქტიც,რომ მომავალშიც ჩემთან ერთად აპირებ წამოსვლას. იმ საღამოსაც,რუსთაველზე,ჩვენ ვიყავით ერთი,ან უფრო ზუსტად ორი იდენტური ნაცრისფერი არსება,ამდენ არარსებულ ფერადს შორის.რამდენიმე წუთით იმდენად ჩვეულებრივები,რომ "მათ" შეგვამჩნიეს და ყვავილებიც კი გვაჩუქეს( აღსანიშნი ფაქტია,ჩვენ ხომ ვერცერთი ვერ ვიტანთ,როცა ბიჭი გარშემო ყვევილებით ხელში მოძრაობს ) იქვე ბანალური წვიმაც იყო და...მე ეს მომწონდა! (?)
იცი? როგორ ლამაზადაც არ უნდა ლაპარაკობდეს ადამიანი (თუნდაც ძალიან ჭკვიანი ) ბოლოს მაინც იტყვის რამე დიდ სისულელეს,მითუმეტეს ბევრი ლაპარაკი სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ბევრს ვამბობთ და საერთოდაც,რა საჭიროა სიყვარულზე ლაპარაკი? ისედაც ყველამ კარგად ვიცით,რომ როცა დრო მოვა, სიყვარული თვითონ ილაპარაკებს ჩვენზე.
  მოდი ასე უბრალოდ  გეტყვი-მარ, Anny-ს ძალიან უყვარხარ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები