ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული(Fuckerman's Song)
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2010


=მე შენ გისმენდი=

                                      კიდევ ერთი  Kud'N Song


მე გისმენდი,
დიდხანს,
ვრცლად,
ჩუმად
გისმენდი…
გიყურებდი,
გხედავდი,
თვალს გარიდებდი…
მაგრამ გისმენდი.
სულმოუთქმელად,
სულის მოთქმამდე,
ჩუმად გისმენდი…
მეჩქარებოდა,
არ გავრბოდი,
რადგან გისმენდი.
არ ვიძინებდი,
ვეღარ მწყუროდა,
ვეღარ მშიოდა…
მე შენ
გისმენდი...
სიკვდილს
ვაპირებდი,
ავად ვიყავი,
და აღარ
მოვკვდი-სხვა დროს
მოვკვდები(ასე ვფიქრობდი),
მე ხომ გისმენდი…
მართლა გისმენდი…
გულით გისმენდი
და უსინდისოდ,
უცბად დამუნჯდი…
მე ეხლაც გისმენ-
მეც ხომ დავყრუვდი…

2008წელი/12იანვარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები