 | ავტორი: მე ჟანრი: პროზა 22 ივნისი, 2008 |
-ბაბუ იმ მთაზე ახვალ? - ეკითხება 9 წლის სერგი 57 წლამდე ბრგე მამაკაცს და ხელს ზედათეთრნაწილიანი მთისკენ იშვერს -როგორ არა ბაბუ ასულიც ვარ ერთხელ - პასუხობს კაცი და იცინის სერგის თვალები უელავს ბედნიერებისგან, ბაბუას უფრო მჭიდროდ ეკვრის და ეუბნება: -ბაბუ მალე წავალთ სახლში? - კი შვილო მალე - ეუბნება კაცი და მზეს უყურებს Oორივენი ბალახზე არიან წამოწოლილნი და იქვე მახლობლად მდგარ სოფლის ნახირს მწყემსავენ, საღამოა, ათასობით ბუზი დაფრინავს ჰაერში და ზაფხულს ახალისებს - ბაბუ კუნთი მანახე აბა Kკაცი ხელს ღუნავს და აღტაცებულ სერგის ხორცის ამობერილ ნაჭერს უჩვენებს - ვა რამხელაა? - უკვირს ბავშვს - ბაბუ დევს მოერევი? - აბა რას ვიზამ ბაბუ - ახლა აქ რომ მოვიდეს, რას უზამ? -რას ვუზამ და ვცემ ბაბუ და ტირილით გავუშვებ სახლში - დევები ტირიან ბაბუ? - კი ტირიან. ყველანი ტირიან ბაბუ დედამიწაზე, მათ შორის დევები სიცხე გუდავს ჰაერს, ჰაერი ადამიანებს, საღამოს ელოდება ბაბუა და შვილიშვილი. - მოდი ვჭამოთ ბაბუ - ამბობს კაცი და პარკიდან პურსა და ყველს იღებს
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
სიცხე ხეთქს გზას და მტვრად აქცევს, მზე სიყვითლიდან წითელში გადადის და საღამოს მოსვლის ნამიოკს იძლევა, სერგი უშინაარსოდ დადის მინდორზე და მღერის, ბაბუას ახლახან გაუღვიძია და მოთმინებით ელოდება ტვინის ყველა უჯრედის შეფხიზლებას, მტვრად ქცეულ გზაზე მანქანა მოჩანს, ბაბუა შეშფოთებით აკვირდება მოწითალო მანქანას, რომელიც გაზის ხმამაღალი ყვირილით ამდღვერებს მიწას. არეულია დროა ქვეყანაში და უცხო მანქანის დანახვა შიშს იწვევს ადამიანებსი. -ბაბუ მოდი აქ - იძახის კაცი და უშინაარსოდ მორბენალ სერგის თავისთან იხმობს ბავშვი ბრიყვული ღიმილით უახლოვდება ბაბუას და ეკითხება: - მივდივართ? კაცი არ პასუხობს შეშინებული უცქერის მანქანას რომელსაა საბარგული ახდია და შიგ 2 შავსათვალიანო კაცი ზის ავტომატით - წავიდეთ ბაბუ - ამბობს კაცი, ბავშვ ხელს კიდებს და ნახირისკენ მიიწევს - ძია, ოო ბაბუ - ფშტვენით და ლაპარაკით ეზახის კაცს შავრეიბანიანი მოახლოებული მანქანიდან, კაცი ჩერდება, მანქანა საბურავების კივილით უახლოვდება გაჩერებულთ, სერგი გაკვირვებული უყურებს მანქანასაც და ბაბუას - გაუმარჯოს - იძახის ვიგაცა საბარგულიდან - გამარჯობათ -პასუხობს კაცი და ფეხების კანკალს გრძნობს - ჯიგარო ბიჭებს გვშია, იქეთ კიდე გველოდებიან, ერტი ძროხა უნდა დაჰგვიკლა ამბობს თავზე შავლენტიანი და კაცს ურცხვად აჩერდება კაც ბავშვს იხუტებს და არაფერს ამბობს - არ გესმის?- იძახის მეორე, შავრეიბანიანი და ავტომატს ათამაშებს სულ სამნი არიან, მესამე მანქანიდან არ გადმოდის მშვიდად აკვირდება სიტუაციას და მაგნიტაფონს უსმენს - ეს სოფლის ნახირია ხალხო- ხმადაბლა ამბობს კაცი - ბავშვი არ გეცოდება? - რატომ გინდ შენი ტანჯვა ვაყურებინო?- ბოროტად იღიმება შავრეიბანიანი მძღოლი ფანჯრიდან იყურება და სერგის ეზახის: - პატარა არ გინდა ავტომატი გასროლინო? ბავშვი შიშით სორდება ბაბუას და მძღოლთან მიდის - ბავშვს თავი დაანებეთ და წაიყვანეთ რაც გინდათ - იძახის კაცი - ბავშვს არაფერს ვერჩით არც შენ, აჰა დანა და დაკალი აბა, აი შენი შვილიშვილი მოგიკლავს., შენ კი დაკალი მერე მძღოლი პატარას ავტომატს აძლევს, სერგი თამამდება და ავტომატს სხვანაირი სიხარულით დასცქერის -გინდა ძროხა მოგაკვლევინო?- ეკითხება თავზეშავნაჭერწახვეული - კი – პასუხობს ბავშვი და ავტომატს ძროხას უმიზნებს, შავსათვალიანი ბავშვს ავტომატის დაკავებაში ეხმარება, ს სერგი სასხლეტს ხელს კრავს და კაცების სიცილში არეულ ხმას სამი მოკლე ჯერი ერწყმის. მოწითალო ძროხა ბღავილით ზირს ვარდება და დახრუკულ ბალახს სისხლისფრად ღებავს - შენ რა მაგარი სროლა გცოდნია- აქებს ბავშვს მძღოლი - აბა მოხუცო მიდი გაშიგნე -ყვირის შავნაჭშერწაკრული კაცს შიშისაგან ფეხები აქ შეკრული და ვერსად მიდის ჩქარა არ გესმის? - ყვირისიგივე ხმა და კაცის ფეხებთან ავტომატს უმიზნებს კაცი ჩქარა მიიწევს ძროხასთან და გაშიგვნას იწყებს - ცოტა ხორცი თქვენც წაიღეთ - იცინის მძღოლი და ხელში შპრიცს იკავებს -მოდით აბა ვინემ ეს მორჩება - ამბობს ის ბიჭები ხელებს იკაპიწებენ და სერგი გარკვევით ხედავს მოსისხლულ ვენებს, სადაც თეთრი სითხე დაძალების გარეშე შეედინება შავსათვალიანი ბალახზე წვება და სერგის ეძახის. პატარა შიშს ყავს შეპყრობილი, მაგრამ მაინც უახლოვდება -ძმაკაც ბაბუაშენმა ცეკვა იცის? სერგი შეკითხვის არსს ვერ ხვდება და გაკვირვებული იყურება - გინდა განახო თუ იცის?- აგრძელებს შავსათვალიანი, ძირს დაგდებულ ავტომატს იგებს და სერგის ბაბუას უმიზნებს - აბა იცეკვე კაცი საწყლად იყურება და მხოლოდ ამას ამბობს: - მაცალეთ თქვენთვის ვაკეთებ ამას -ჩემტვის კი არა იცეკვე შე ჩემა - არ ჩერდება შავსათვალიანი და ავტომატს კაცტან ახლოს ისვრის შეშინებული კაცი აქეთ -იქეთ დარბის, ბოლოს იქცევა და ტირილნარევი ხმით ამბობს - გთხოვთ არ მომკლათ ბავშვი მაინც არ გეცოდებათ - ვა რა ზლო კაიფი დაეწყო ამას ამ ბოლო დროს - იძახის მანქანიდან მძღოლი და იცინის - აცალე შე ჩემისა დაამთავროს შავსათვალიანი სიცილით ეთანხმება მძღოლს, მერე ბავშვს ავტომატს აძლევს და ეუბნება - აჰა შენ წადი და ჩიტებს ესროლე
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, - წავიდნენ ბაბუ -ამბობს სერგი და უაზროდ გაჩერებულ ბაბუას მიჩერებია - წყალი მომიტანე ბაბუ წყაროდან -იძახის კაცი - რა წყალი?, რა წამიყვანს იქ - უხეშად ეუბნება ბავშვი - წამო სახლში და იქ დალიე
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
ეზოში კივილი ისმის, ქალები და კაცები ერთმანეთში ირევიან. მხოლოდ სერგი დგას ეზოს ბოლოსკენ და უდარდელი სახით ბურთს კენწლავს - ბაბუ მოკვდა სელგი - უახლოვდება მას პატარა ძმა - გულმა დაალტყა - ვიცი, მერე რა - უდარდელი სახე არ ეცვლებაბავშვს და ბურთის კენწვლას განაგრძობს
კეთილი კაცისთვის სიკვდილზე დიდი უბედურება დაბადებაა
……………………………….
-
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. გეთანხმები222222222 გეთანხმები222222222
16. რა სისატიკეა :S რა სისატიკეა :S
15. სწორედ ამ ნაწარმოებზე, ჩემო კარგო :) სწორედ ამ ნაწარმოებზე, ჩემო კარგო :)
14. ჩვენ ამ ნაწარმოებზე ვლაპარაკობთ, თუ ზოგადად? ელ-კა. ჩვენ ამ ნაწარმოებზე ვლაპარაკობთ, თუ ზოგადად? ელ-კა.
13. ჭა-ვ, ბაბუის გარდაცვალებაზე ბურთის კენწვლას რომ განაგრძობს, ისეთი ბავშვისათვის გმირი ალბათ "ტერმინატორია" :) ტერმინატორობა ღვთის მადლით, ბევრს არ გამოსდის :) ჭა-ვ, ბაბუის გარდაცვალებაზე ბურთის კენწვლას რომ განაგრძობს, ისეთი ბავშვისათვის გმირი ალბათ "ტერმინატორია" :) ტერმინატორობა ღვთის მადლით, ბევრს არ გამოსდის :)
12. ელ-კას , სიკვდილის არ უნდა შეშინებოდა და ისე. ის ხომ გმირი იყო თავისი შვილიშვილის თვალში? ელ-კას , სიკვდილის არ უნდა შეშინებოდა და ისე. ის ხომ გმირი იყო თავისი შვილიშვილის თვალში?
11. კეთილი კაცისთვის სიკვდილზე დიდი უბედურება დაბადებაა
ძალიან კარგად წერ! და ცუდია რომ იშვიათად დებ სულხან. ცოტა ადამიანია, ვის პროზასაც ვკითხულობ და ველოდები კიდეც. მომენატრე, მართლა :) კეთილი კაცისთვის სიკვდილზე დიდი უბედურება დაბადებაა
ძალიან კარგად წერ! და ცუდია რომ იშვიათად დებ სულხან. ცოტა ადამიანია, ვის პროზასაც ვკითხულობ და ველოდები კიდეც. მომენატრე, მართლა :)
10. იარაღიან ხალხთან როგორ უნდა გამოჩენილიყო ძლიერი ბაბუ? პირველი მოთხოვნისთანავე უნდა დაეკლა ძროხა? მაინტერესებს თქვენი ვერია. იარაღიან ხალხთან როგორ უნდა გამოჩენილიყო ძლიერი ბაბუ? პირველი მოთხოვნისთანავე უნდა დაეკლა ძროხა? მაინტერესებს თქვენი ვერია.
9. ჭა გაიხარე შენ. ნახე მე აქ რამდენი ვობოდიალე და შენ რა კარგად და ზუსტად თქვი .. ჭა გაიხარე შენ. ნახე მე აქ რამდენი ვობოდიალე და შენ რა კარგად და ზუსტად თქვი ..
8. საშინელი გრძნობაა, კინაღამ გული გამიჩერდა. ვერ გაუმართლა ბაბუამ სერგის, მშიშარა აღმოჩნდა-სერგი დაიღუპა. ამას ბაბუას დაღუპვა სჯობდა, სამაგიეროდ რწმენა -ბაბუა რომ დევებს ერეოდა-გადარჩებოდა. საშინელი გრძნობაა, კინაღამ გული გამიჩერდა. ვერ გაუმართლა ბაბუამ სერგის, მშიშარა აღმოჩნდა-სერგი დაიღუპა. ამას ბაბუას დაღუპვა სჯობდა, სამაგიეროდ რწმენა -ბაბუა რომ დევებს ერეოდა-გადარჩებოდა.
7. ''სიცხე გუდავს ჰაერს, ჰაერი ადამიანებს''... ეს განცდა დამიტოვა მოთხრობის წაკითხვამ...
კეთილი კაცისთვის სიკვდილზე დიდი უბედურება დაბადებაა...
ძალიან კარგად წერ. მართლა მაგრად მომწონს!
(ოღონდ, ზოგან, შესასწორებელია სიტყვები ტექსტში) 10
``სიცხე გუდავს ჰაერს, ჰაერი ადამიანებს``... ეს განცდა დამიტოვა მოთხრობის წაკითხვამ...
კეთილი კაცისთვის სიკვდილზე დიდი უბედურება დაბადებაა...
ძალიან კარგად წერ. მართლა მაგრად მომწონს!
(ოღონდ, ზოგან, შესასწორებელია სიტყვები ტექსტში) 10
6. "კეთილი კაცისთვის სიკვდილზე დიდი უბედურება დაბადებაა"
თუმცა კეთილი კაცის დაბადება ბედნიერებაა
"კეთილი კაცისთვის სიკვდილზე დიდი უბედურება დაბადებაა"
თუმცა კეთილი კაცის დაბადება ბედნიერებაა
5. იცხოვრე ისე,რომ სიკვდილი შენთვის იყოს საშინელი უსამართლობა. ეს ერთი ბრძენი კაცის სიტყვებია... სულ არ მოგენატრე ხო?? გადაყევი ფეხბურთს:) იცხოვრე ისე,რომ სიკვდილი შენთვის იყოს საშინელი უსამართლობა. ეს ერთი ბრძენი კაცის სიტყვებია... სულ არ მოგენატრე ხო?? გადაყევი ფეხბურთს:)
4. მისმინე ეხლა ''საღამოს მოსვლის ნამიოკს იძლევა და ..ოო,სლენგი და ბარბარიზმები მისაღებია როცა ნაწარმოები ამას ითხოვს.მერე აშკარად აკლია'გაშალაშინება'' და კიდევ ერთი რა ვერ გავიგე კეთილი აქ ბაბუაა? კეთილი თუ ბრჭყალებში-მაგარი ხარ მაშინ.იცი რას ვერ ვიტან სიკეთით შენიღბულ სისუსტეს,სულიერ უძლურებას...აქ შენი გმირი კეთილი არაა ის სუსტია ,შესაბრალისი და მაპატიე ცოტა ზიზღის მომგვრელი .ვიცი შენ აქ რისი თქმაც გინდა და მე ეხლა სხვა რაკურსით კი არა უბრალოდ ზოგადად ჩემი აზრი გითხარი ასეთ'' კეთილ'' ადამაიანებზე. 5 შენ.(კარგი და კეტილი გული მაქვს და რა ვქნა:) მისმინე ეხლა ``საღამოს მოსვლის ნამიოკს იძლევა და ..ოო,სლენგი და ბარბარიზმები მისაღებია როცა ნაწარმოები ამას ითხოვს.მერე აშკარად აკლია`გაშალაშინება`` და კიდევ ერთი რა ვერ გავიგე კეთილი აქ ბაბუაა? კეთილი თუ ბრჭყალებში-მაგარი ხარ მაშინ.იცი რას ვერ ვიტან სიკეთით შენიღბულ სისუსტეს,სულიერ უძლურებას...აქ შენი გმირი კეთილი არაა ის სუსტია ,შესაბრალისი და მაპატიე ცოტა ზიზღის მომგვრელი .ვიცი შენ აქ რისი თქმაც გინდა და მე ეხლა სხვა რაკურსით კი არა უბრალოდ ზოგადად ჩემი აზრი გითხარი ასეთ`` კეთილ`` ადამაიანებზე. 5 შენ.(კარგი და კეტილი გული მაქვს და რა ვქნა:)
2. კარგად წერ შენ :) კარგად წერ შენ :)
1. მომენატრეეეეეეეეეეეეე!!!!!!! ეს ვიცი:) მომენატრეეეეეეეეეეეეე!!!!!!! ეს ვიცი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|