ბაცი მოლანდებით სივრცემ შეიწოვა, დღეა ნაცრისფერი, ბაცი მოლანდებით სავსე, ავის მქმნელი. ზეცა გაიჟღინთა გოიას ლანდებით, ჰაერს შეერია კვამლი მონატრების.
უტყვი მდუმარება იწვის გარინდებით ფერთა სიმფონია უკრავს კლავიშებით, ჟღერენ იდუმალი ბგერების ჰანგები, გრძნობით დატვირთული შტრაუსის ვალსებით.
მუსიკის ფერები სივრცეს შეესია, სადღაც ექოდ ისმის ვან გოგის ყვითელი. სიძველის აჩრდილი კრძალვით შემეჩვია მოსჩანს რექვიემი მომავლის ფიქრების.
ჩემთვის უჩვეულო სევდა შემერია, მომსდევს შავბედითი წლები მარტოობის, წყევლას დამადევნის გვარი ბუენდია მკრთალი სინამდვილით,მაკონდოს ნიღბებით.
მე, კი დაკარგული სადღაც სიშორეთში, არარეალურად რეალურ ამბებში... ბრუტუალურიო, რომ იტყვის ჰამლეტი, ეჭვით აღგზნებულ კაატენგას ვაწყდები.
შავ-თეთრი ოცნება, თიხის თეთრ ქალაქზე. სადღაც ლივლივებენ კამკამა აზრები, ელვად თავსდამტყდარი მარტის იდები და ქარში გაფანტული ლექსების რითმები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მომწონს კარგი სახეებია...:) მომწონს კარგი სახეებია...:)
17. რატომ ? კაატენგა მართლა ეგეთია :) რატომ ? კაატენგა მართლა ეგეთია :)
15. მე, კი დაკარგული სადღაც სიშორეთში, არარეალურად რეალურ ამბებში... ...საინტერესოა...;;)
მე, კი დაკარგული სადღაც სიშორეთში, არარეალურად რეალურ ამბებში... ...საინტერესოა...;;)
14. კაატინგა ეჭვით აღიგზნო ვითომ? მე არ მგონია......:)
ლექსი ვერ მოვიწონე,წარმატებები ავტორს კაატინგა ეჭვით აღიგზნო ვითომ? მე არ მგონია......:)
ლექსი ვერ მოვიწონე,წარმატებები ავტორს
13. გაიხარე :) გაიხარე :)
12. ვა! :) ! კაია ვა! :) ! კაია
11. მუსიკის ფერები სივრცეს შეესია, სადღაც ექოდ ისმის ვან გოგის ყვითელი. სიძველის აჩრდილი კრძალვით შემეჩვია მოსჩანს რექვიემი მომავლის ფიქრების. მთლიანობაში მომეწონა :) მუსიკის ფერები სივრცეს შეესია, სადღაც ექოდ ისმის ვან გოგის ყვითელი. სიძველის აჩრდილი კრძალვით შემეჩვია მოსჩანს რექვიემი მომავლის ფიქრების. მთლიანობაში მომეწონა :)
10. საოცრად ეკოლოგიურად სუფთა ლექსია:)
საოცრად ეკოლოგიურად სუფთა ლექსია:)
9. ვერ დაგეთანხმები ნაძალადევობაში :) ვერ დაგეთანხმები ნაძალადევობაში :)
7. არის რამდენიმე კარგი ადგილი, მაგრამ პერპეტუას არ შემიძლია არ დავეთანხმო ძალიან გადატვირთულია და ნაძალადევად ჩანს მერე. არის რამდენიმე კარგი ადგილი, მაგრამ პერპეტუას არ შემიძლია არ დავეთანხმო ძალიან გადატვირთულია და ნაძალადევად ჩანს მერე.
6. რავიცი,ვერაფერს ვიტყვი... :( რავიცი,ვერაფერს ვიტყვი... :(
5. ზედმეტად კი არა სპეციალურაქდ არის :D მე მომწონს, მთავარია ეს სახელები იდეაურად რას გამოხატავს... ზედმეტად კი არა სპეციალურაქდ არის :D მე მომწონს, მთავარია ეს სახელები იდეაურად რას გამოხატავს...
4. ჯაჭვი შეიძლება არის, მაგრამ ლიტერატურული სახელებით ზედმეტად გადატვირთულია ლექსი, როგორც უკვე ავღნიშნე ზედმეტად წიგნიერიათქო . მე მეზედმეტება ნაწარმოებში ასეთი სახეები, შეგვიძლია ის გავშალოთ და მხატვრული სახე გავაფართოოთ. : )
ეს ჩემი აზრი :) ჯაჭვი შეიძლება არის, მაგრამ ლიტერატურული სახელებით ზედმეტად გადატვირთულია ლექსი, როგორც უკვე ავღნიშნე ზედმეტად წიგნიერიათქო . მე მეზედმეტება ნაწარმოებში ასეთი სახეები, შეგვიძლია ის გავშალოთ და მხატვრული სახე გავაფართოოთ. : )
ეს ჩემი აზრი :)
3. იდები , რა არის და მარტის იდებია... უფრო მეტი ლოგიკური ჯაჭვია ვიდერე ჩანს ერთი შეხედვით.... მარტის იდები და ბრუტუსი, კაატენგაც. კანუდოსი და მაკონდო...
იდები , რა არის და მარტის იდებია... უფრო მეტი ლოგიკური ჯაჭვია ვიდერე ჩანს ერთი შეხედვით.... მარტის იდები და ბრუტუსი, კაატენგაც. კანუდოსი და მაკონდო...
2. ისე კი შევაფასე :)
+2 ისე კი შევაფასე :)
+2
1. იდები რა არის?
ბოლო სტროფი საერთოდ რა არის?
წიგნიერ, ნაგავლენარი ლექსია.
არ მომწონს იდები რა არის?
ბოლო სტროფი საერთოდ რა არის?
წიგნიერ, ნაგავლენარი ლექსია.
არ მომწონს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|