ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2010


***


სიკვდილის მერეც ცალ-ცალკე დარჩნენ
და სხვადასხვა სასაფლაოზე
ამწვანდა მათი სამარეები...
ხოლო ცელი და საჩეჩელი
ერთად ბერდებიან სხვენში.

***
ჩვილს გულმკერდის
სითბოში ჩაეძინა
და დედას ისეთი გრძნობა ეუფლება,
თითქოს ეს-ესაა შეიქმნა სამყარო
და ისმის სიხარული ღმერთისა.

***
საბედნიეროდ,ეს არ მოხდება,
სივრცე ჩვენს თვალებში
რომ ჩამოიცალოს
და ვარსკვლავები დაემსგავსონ
დამშრალ ფსკერზე დარჩენილ კალმახებს.

***
ლამაზად,როგორც სიყვარულის საგალობელი,
დამთავრდა წვიმა...
თითქოს შენი სიხარულის გამოფენაა
ცა და დედამიწა-
ერთნაირად გასხივოსნებული.


მიწისძვრა
------------
ბილიკი გაწყდა,წაიქცა კელაპტარი,
ხე გზას აცდენილი მგზავრივით
ჩავარდა მდინარეში.
ყვავილი გადარჩა,მხოლოდ წამით გაუწყდა
ფიქრი მგალობელი...

***
რატომ ვერ ხედავს ეკლესიასტე
ზამთრის ცაზე ხმას გაზაფხულისას?
დიდი სიბრძნე მარტო დიდი დარდი არ არის,
დიდი სიბრძნის სივრცეებიდან
დიდი სიხარულიც დანათის ქვეყანას.

***
ისეთი ბალახი თუ არსებობს,
მატარებელი ასჯერ რომ გადაუვლის
და მაინც წამოდგება
ცის და მიწის დასამშვენებლად,-
არსებობს-იცნობდეთ:საქართველო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს