ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2010


7 ლექსი(ფიქრიანი ლექსები)

"ცირკის მასხარა"
------------------------
რატომ გგონია ცირკის მასხარა არ განიცდის სულიერ ტკივილს?
ხშირად სურვილის წინააღმდეგ უხდება წასვლა,
სულელურ ნიღბის ჩამოფარება,
რათა მოგგვაროს სახეზე ღიმი,ან გაგაცინოს.
შენ კი,მცინარე! ჩაფლული ხარ რბილ სავარძელში
და არ გაშფოთებს ნიღბის მიღმა მყოფი სამყარო...
...............................................................................
ღმერთმაც რომ ჯიბრზე მაყურებლის როლი გარგუნა!?....




"შენ როგორც ხედავ.."
-----------------------------
შენ როგორც ხედავ,მე თუ ვხედავ ზუსტად იმგვარად,
იმას არ ნიშნავს მე რომ ვხედავ,დაინახავ იმგვარად შენაც,..
და თუ მე მესმის შენი სიტყვა შენ როგორც ამბობ ზუსტად ისევე,
მე როგორც ვიტყვი ამ ჩემს სიტყვას,შეიძლება გექცეს რებუსად.
აი საქმე კი,შესაძლოა გავაკეთოთ მთლად ერთნაირად
                                                                                      და ერთნაირი დრო დაგვჭირდეს.
თუმცა საქმესაც გააჩნია,ანუ მიდგომას,
აქ მნიშვნელობა ენიჭება რაკურსს მთლიანად...
ხოდა ნუ ვბაძავთ ჩვენ ერთმანეთს...
ამას სჯობია ვაკეთოთ საქმე გონების და გულის თანხმობით.




"გაუგებრობა"
------------------
ძნელია როცა შენი არ ესმით...
მაგრამ რად გინდა მათ გაიგონ ვისაც არ ესმის შენი სიტყვა ანდა ძახილი?!
მოინახება ისეთი ვინმე,ვინც რომ გაგიგებს მთლად უსიტყვოდ,მხოლოდ თვალებით
და თუნდაც ერთი იყოს ათასში,ან მილიონში,
უნდა ჩათვალო,რომ ამისთვის ღირდა ცხოვრება და ძებნა თუნდაც საუკუნე.
მათ კი იცინონ და სჯობია არ დაინახონ საკუთარი თავი ზემოდან,
რათა ბრმას და ყრუს თუ თვალები აეხილება,
სიცილისათვის ვერასოდეს ვეღარ მოიცლის.



"მზე და ყვავილი"
----------------------------
დღეს შეურყვნელი გათენდა დილა...
მზე ჩვეულებრივ ამოვიდა ცის კაბადონზე
და შეურყვნელი ბავშვის თვალით ჩაგვხედა სულში,
და რომ იხილა სიბინძურე ჩვენი სულისა,
გაოცებულმა მიმოავლო ხმელეთზე თვალი
და შეაჩერა მზერა ყვავილზე,
რომელიც ჩუმად,ნაღვლიანი იდგა ხის ჩრდილში.
რა უცნაურად სევდიანი იყო ყვავილი...
პატარა თვალი ცრემლისაგან დამძიმებოდა
და მის ფოთლებზეც შეურყვნელი ნამი ბრწყინავდა.

როცა მზის სხივმა ამოუშრო თვალიდან ცრემლი,
ცისფერი თვალი გაუსწორა დიად სამყაროს...



"თქვი რასაც ფიქრობ"
-----------------------------
თუ გსურს ისა თქვა რასაც ფიქრობ
და შენ ამისთვის თვალებს აცეცებ აქეთ-იქით რათა იფიქრო,
მე რჩევას მოგცემ მეგობარო!დამრჩები ვალში,
სჯობს მოსაუბრეს საუბრის დროს უცქირო თვალში
და თქვა სათქმელი რასაც ფიქრობ.
რათა თუ დღეს ვერ ღარადებენ ბაგენი შენი,
შენს სათქმელს უფრო კარგად იტყვის თვალი მეტყველი..



"მე და მე..."
---------------
შენ რა არ გესმის რომ გეძახი,არ გესმის განა?!
შენი ძახილით ლამის შევძრა მთელი ქვეყანა,
იქნება წუთით მომაპყრო თვალი,დამიგდო ყური,
როდემდე უნდა იყო ბრმა,ყრუ და თავგასული?
_აბა სხვაგვარად რასა გავს ეს?
უთხრა მემ მეს.



"პესიმიზმი"
-----------------
გული გამიტყდა ცხოვრებაზე...
ვეღარ ვიკავებ ცის სიმძიმეს...
და დამსხვრეულ სულის ნაკუწებს ვერ ვაკოწიწებ...
თითებში მისხლტის კრისტალები,თვალნი ბნელდება
და ვფიქრობ როგორ ვდგავარ ახლა სამყაროს ცენტრში
და ბეწვის ხიდებს შორის ვარჩევ ერთერთ იმათგანს,
რომელიც სწორე გზაზე გამიყვანს...
და ვერ ვპოულობ სათანადო ხიდს...
ჩემს წინააღმდეგ გაილაშქრა მთელმა სამყარომ.
მე კი სუსტი ვარ როგორც ბეღურა
და ბრმა ვარ როგორც მიწის თხუნელა.
თავდასაცავად კლანჭებიც არ მაქვს...
და ძლიერ ვნანობ რომ ვიხილე ბრწყინვალება დედამიწისა...
                                                              დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები