ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პროზა
15 მარტი, 2010


კოწახურები აყვავილდნენ!

ვუძღვნი გვანციოლას!...

    ნახე კოწახურები გაიშალნენ...
და ბაღში უჩვეულო სურნელი ტრიალებს.
უცნაურია, რა სწრაფად გაზრდილა?! არადა სულ ერთი წლისაა...
და უკვე ირიბად გაჰყურებს შენს ფანჯრებს.
განსაკუთრებით კი - ერთი ყველაზე თამამი ყვავილი - ლალისფერი მზერით გიმზერს...
(განსხვავებულად გაკვირდება, აკვირდება შენს ხასიათს, ქცევას...)
    ხანდახან სხვანაირად აუფრიალდება ყვავილს ფოთლები. (სიტყვა ხანდახან კი მისთვის სამ დღეს ნიშნავს, თუ გაუმართლა ორ დღეს) როცა ფანჯრიდან გაღიმებული იყურები.
    - ვინ იცის სად?!
მაგრამ ყვავილი, ხომ ამას ვერ ხვდება და გულს ღელვისგან სასიამოვნო არითმია დაწყებია. გაჰყურებ! უმზერ მეტყველი თვალებით არემარეს, სასიამოვნო ხედში კი კოწახურის ერთადერთი ყვავილი... (ფანჯრიდან ხომ მხოლოდ ის ერთი ლალისფერი ჩანს?!)
უკვე რამდენი დღეა ასე გრძელდება?... ყვავილს კი სიყვარულის სურნელიც დაუტყვია და შენდასაამოდ აელვარებულ ფოთლებს ლაღად აცეკვებს.
    რამდენიმე დღე ყვავილს არ ენახე და მისი გულის ფეთქვაც თითქოს შეჩერებულიყო.
ლალისფერი ფოთოლი კი ძველებურად ვეღარ ელვარებდა. წყნარ ნიავს დამორჩილებოდა და უსწორმასწოროდ ირხეოდა...
იცი?! ახლა გავიგე თურმე - ლალისფერიც კი ხუნდება?!
    საოცარია, მაგრამ ყვავილი ძველებურად გელოდა - როგორც მაშინ - ხშირად სტუმრობის დროს.
    წვიმდა და ალბათ წვიმამ გაგიტყუა ფანჯარასთან ფინჯნით ხელში, თითქოს რაღაცაზე ფიქრობდი, მაგრამ არ იცოდი რაზე... გაურკვევლად უმზერდი ყვავილს!
ყვავილი კი წვიმაში გაწითლებისგან - ოფლად იღვრებოდა...
(ვინ იცის, როგორ უხაროდა, შენი დანახვა?!)
როგორც იქნა თვალებს ხედვა შეუცვალე და ყვავილმაც ღელვა შეწყვიტა... 
    ასეთი „მზერა-სიყვარული“ გრძელდებოდა  სანამ სიცხისგან დატყვევებულმა გასეირნება  არ გადაწყვიტე. ბაღს არასდროს სტუმრობდი, მხოლოდ ერთხელ კოწახურის უცნაურმა ფრიალმა მიგიტყუა... თითქოს უცხო სურნელი გეცა. ბავშვივით ყნოსავდი, მაგრამ რას ან როგორ სურნელს ეძებდი არ იცოდი. მხოლოდ ერთ ყველაზე მაღლააშვერილ ყვავილს მოწყვეტა დაუპირე... ვინ იცის იფიქრე  -
„მე მგავს - გასაოცარი სურნელი აქვს“
(მართლაც განსხვავებულ სურნელს აფრქვევდა შენზეშეყვარებული)
    სახლშიმოსულმა ყვავილი წყალში ჩადე და სურნელმაც მთელი ოთახი უცნაურად დაიკავა. ფანჯარაში გახედვის შემდეგ კი თვალს, რაღაც დააკლდა, მაგრამ ვერ მიხვდი „რა“
ახლა ყვავილი გიმზერს, ოღონდ აღარ ღელავს, აღარ წითლდება, გულს ბაგა-ბუგი შეუწყვეტია, მაგრამ ბედნიერია რომ აელვარებულს შეეხე და იმდენად მოგხიბლა - მოწყვეტა დაუპირე... თითქოს როლები შეცვალეთ  და მისი ოცნებაც ახდა!
    ახლა შენ უმზერ! ისე, როგორც ყვავილი გიმზერდა...

კოწახურები აყვავილდნენ!...
სულ სხვანაირი სიყვარული შეუძლია ლალისფერ ყვავილს!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები