 | ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 23 ივნისი, 2008 |
- რას შვები? - რავი ვარ, შენ? - მე ცუდად, მაქაურობა მენატრება, ყველაფერი მენატრება. - კარგია რომ გენატრება, ცუდი იქნებოდა, რომ არ მოგნატრებოდა! - სიზმრებში სულ საქართველოში ვარ. - შენც ჩამოდი, ხო დალიე ოკეანის წყალი? მაინც და მაინც უნდა გაიჭყიპო? - სათქმელად იოლია! - პირველ კლასში რომ ამბობდი „არ გავცვლი სალსა კლდეებსაო...……” - რა ვქნა, ერთი წელი დამრჩა, ახლა მივატოვო ყველაფერი? - რაში გჭირდება დიპლომი? ქალის დიპლომი ოჯახია და სახლი! - შენ გგონია ჩამოვალ და სახლში დაგიჯდები? - ხო, არ იქნება ცუდი, კაცი ოჯახში რომ დაბრუნდება, ცოლმა უნდა გაუღოს კარი. - გექნება გასაღები და შენ თვითონ გააღე. - მე მთვრალი ვიქნები! - სერიოზულად ამბობ? - „დავლევ, დავლევ აბა რას ვიზამ!¬¬¬ - ლოთი ხარ? - ლოთი კაცი, კაი კაცი. - სულ არ ჩამოვალ, არ მოგყვები ცოლად! - აბა რად მომყვები? - არაფრად, სულ არ მიყვარხარ! - მართლა? - ხო მართლა! - ხო კაი გეხუმრე... - მეც გეხუმრე...… - ვიცი... - იცი, დეიდაშვილი მოდის ჩემი? ისე მიხარია?! - როდის მოდის? - საახალწლოდ აქ იქნება. ერთად შევხვდებით ახალ წელს. - ის რატომღა მოდის? - მუშაობას იწყებს აქ ერთ ოჯახში და თან ისწავლის. - გინდა გამოვატანო რამე? - არა, ნუ წუხდები, არაფერი მინდა. - არ ვწუხდები! შენ მითხარი, რა გინდა გამოვატანო! - გითხრა? შემისრულებ? - კი. - შენი თავი მინდა! - ჩემი თავი?! პაატა ხო არ ვარ?! - საზიზღარო. - ხო, კარგი, ხო იცი ვერ მოვდივარ! - ვიცი, ისე ვთქვი. - კარგი. - იცი რა მინდა? ჩურჩხელა მინდა დედაშენის გაკეთებული. ხო გაქვთ სოფელში? - კი. - ჰოდა გამოატანე, ოღონდ თუ შენი სახლის არ იქნა, არ მინდა, არ იყიდო იცოდე! - კარგი, 10 ცალს გამოვატან! - იცი რა? - რა? - არ დამცინო, კარგი? - კარგი. - ერთს მოაკბიჩე და ისე გამოატანე! - რატო? - მინდაა! შენი სითბო გამოჰყვება! - კაი, თუ გინდა ათივეს მოვაკბეჩ. - საზიზღარო! - კაი, სორი. - არანორმალური ხარ. - ჩვენ ყველანი არანორმალურები ვართ, ნორმას გააჩნია. - ხო ალბათ. - ე. ი. ჩურჩხელები? - მიიტან ჩვენებთან? ისინიც ატანენ ცოტა რაღაცას. - კი. უხერხული ხომ არაა? - უხერხული რა არის?! სულ შენზე ველაპარაკები ჩვენებს! - კაი, მივიტან. - გკოცნი. - მეც. * * * - დე, რას შვებით, როგორა ხართ? - კარგად შვილო, შენ რას შვები? - სამეცადინო მაქვს ბევრი, საერთოდ ვერ გავდივარ გარეთ. ისე კარგად ვარ. არ ინერვიულოთ... - კარგი შვილო! - დე, ჩურჩხელები მოიტანა? - კი მოიტანა. - ხო კარგი ბიჭია? - არის რა, მთავარია შენ მოგწონს! - კი, მომწონს. წამოვიდა ნათია უკვე? - კი დედა, თვითმფრინავში იქნება ახლა, გამოვატანე ყველაფერი რაც მთხოვე. - ჩურჩხელა რამდენი იყო დე? - ცხრა ცალი. - მითხრა ათს გამოვატანო? - ერთს მოტეხილი ჰქონდა ცოტა და ძმისშვილებმა შეგიჭამეს...
17 ნოემბერი, 2006 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46. ხო, წავიკითხე ყურადღებით სამჯერ თანაც. ბევრი არაფერი. :( ხო, წავიკითხე ყურადღებით სამჯერ თანაც. ბევრი არაფერი. :(
45. ვაიმეე იმდენად იმდენად კარგი და ხლოა ჩემთან... მართლა შEსანიშნავია !++++ ვაიმეე იმდენად იმდენად კარგი და ხლოა ჩემთან... მართლა შEსანიშნავია !++++
44. ეს რა კარგი რამე წავიკითხე და ვისწავლე, მაგრამ... ვიღას მოვაკბეჩინო? ეს რა კარგი რამე წავიკითხე და ვისწავლე, მაგრამ... ვიღას მოვაკბეჩინო?
43. მართლა რა კარგია! მართლა რა კარგია!
42. შესანიშნავია. შესანიშნავია.
41. =) ვგიჟდები თქვენზე
აი, ხო არაფერი. საერთოდ, საერთოდ არაფერი და რამდენი =) =) ვგიჟდები თქვენზე
აი, ხო არაფერი. საერთოდ, საერთოდ არაფერი და რამდენი =)
40. ვააა, რა მაგარი ფინალი აქვს :)) საღოლ ლევან :)) ვააა, რა მაგარი ფინალი აქვს :)) საღოლ ლევან :))
39. - ჩვენ ყველანი არანორმალურები ვართ, ნორმას გააჩნია.
- ჩვენ ყველანი არანორმალურები ვართ, ნორმას გააჩნია.
38. არ შეეერგოთ 2 არ შეეერგოთ 2
37. გაიხარეეე მეგობარე. კარგიააა!!! გაიხარეეე მეგობარე. კარგიააა!!!
36. დზაან ლამაია და ფინალი სუპერიიიიი დზაან ლამაია და ფინალი სუპერიიიიი
34. მეც ის საღამო გამახსენდა ლიტერატურულ კაფეში.. ძალიან კარგია!:) მეც ის საღამო გამახსენდა ლიტერატურულ კაფეში.. ძალიან კარგია!:)
32. ეეე. მომეწონა ხომ იცი. :) 36. ეეე. მომეწონა ხომ იცი. :) 36.
31. +5,მართლაც გულიანი,სევდიანი...კარგო ლევან! ბევრი კრებულები,ბევრი წარმატება და ბევრი ჩურჩხელა შენ! :D +5,მართლაც გულიანი,სევდიანი...კარგო ლევან! ბევრი კრებულები,ბევრი წარმატება და ბევრი ჩურჩხელა შენ! :D
29. ვაი შემოგევლე, ეს წავიკითხე და კიდევ დიდი მადლობა ნამცხვარს ჩემი ლექსი, რომ არჩიე... ვაი შემოგევლე, ეს წავიკითხე და კიდევ დიდი მადლობა ნამცხვარს ჩემი ლექსი, რომ არჩიე...
28. ლევან, ძალიან კარგია. ფინალი - სუპერ. ახლა ბარტყი მეტყვის, რატო ინგლისურად არ დაწერეო :D ლევან, ძალიან კარგია. ფინალი - სუპერ. ახლა ბარტყი მეტყვის, რატო ინგლისურად არ დაწერეო :D
27. და კიდევ sorry ასე დაწერე. წიგნებს ბეჭდავ ბიჭო და წიგნი არ წაგიკითხავს?:))) (ვხუმრობ) და კიდევ sorry ასე დაწერე. წიგნებს ბეჭდავ ბიჭო და წიგნი არ წაგიკითხავს?:))) (ვხუმრობ)
26. იცი ლევან მომწონს ხოლმე მაგრამ რაღაც ადგილებს სიმძაფრე აკლია და სიღრმე. აი ის ღმერთზე რომ გიწერია არც დავაკომენტარე იმდენად არეული იყო რაღაცეები, ამას არაფერს ვერჩი მაგრამ აქაც ალაგ ალაგ რა ვიცი. ხელის გადაკვრა უნდა ხოლმე გილოცავ წიგნზე გადატანას ამ ყველაფრის იცი ლევან მომწონს ხოლმე მაგრამ რაღაც ადგილებს სიმძაფრე აკლია და სიღრმე. აი ის ღმერთზე რომ გიწერია არც დავაკომენტარე იმდენად არეული იყო რაღაცეები, ამას არაფერს ვერჩი მაგრამ აქაც ალაგ ალაგ რა ვიცი. ხელის გადაკვრა უნდა ხოლმე გილოცავ წიგნზე გადატანას ამ ყველაფრის
25. მომეწონა რომელია.. მაგარი ხარ, ლევან.. შენი წაკითხული მახსოვს.. კარგად.. ;) მომეწონა რომელია.. მაგარი ხარ, ლევან.. შენი წაკითხული მახსოვს.. კარგად.. ;)
24. მახსოვს ეს ლევან :) არაჩვეულებრივია. მახსოვს ეს ლევან :) არაჩვეულებრივია.
23. მეც "ნოსტალგია" მირჩევნია, აქ სათაურს იმდენი დატვირთვა აქვს, რომ ჟანრს განსაზღვრავს. ისე, კარგი სახალისო პროზაა.5 მეც "ნოსტალგია" მირჩევნია, აქ სათაურს იმდენი დატვირთვა აქვს, რომ ჟანრს განსაზღვრავს. ისე, კარგი სახალისო პროზაა.5
22. ძალიან მომეწონა. 5 :) ძალიან მომეწონა. 5 :)
21. ძალიან მომეწონა და მადლობა თბილი კომენტარისთვის ლევან!:) ძალიან მომეწონა და მადლობა თბილი კომენტარისთვის ლევან!:)
20. კარგი იყო ფინალი. 5 კარგი იყო ფინალი. 5
19. მომეწონა ძალიან :)
მომეწონა ძალიან :)
16. მეგონა მომეჩვენა :) კომენტარი განმეორდა, მე კი ვიფიქრე ხომ წავიკითხე ერთხელ და ახლა კიდევო????????? :) მეგონა მომეჩვენა :) კომენტარი განმეორდა, მე კი ვიფიქრე ხომ წავიკითხე ერთხელ და ახლა კიდევო????????? :)
15. ნიკი მადლობა, რომ მიმინიშნე.... მეც ასე ვფიქრობ რომ პროზაა:) თან სათაურიც არ მქონია განთავსებული... ისე სათაურსაც აქვს პატარა ისტორია, კვირის პალიტრაში სახელი შეუცვალეს, და ~ნოსტალგია~ დამირქვეს, მე კი მაინც "მოკბეჩილი ჩურჩხელა" მირჩევნია... ხო, რიდის მარტო ღიმილები გავიგე,და მეც მეღიმილა და მადლობა, აჰა ერთიც ჩემგან მო"რიდე"ბული :) ყველას მადლობა ... რომ მეწვიეთ და მი:კითხეთ"...:) ნიკი მადლობა, რომ მიმინიშნე.... მეც ასე ვფიქრობ რომ პროზაა:) თან სათაურიც არ მქონია განთავსებული... ისე სათაურსაც აქვს პატარა ისტორია, კვირის პალიტრაში სახელი შეუცვალეს, და ~ნოსტალგია~ დამირქვეს, მე კი მაინც "მოკბეჩილი ჩურჩხელა" მირჩევნია... ხო, რიდის მარტო ღიმილები გავიგე,და მეც მეღიმილა და მადლობა, აჰა ერთიც ჩემგან მო"რიდე"ბული :) ყველას მადლობა ... რომ მეწვიეთ და მი:კითხეთ"...:)
14. ეხლა დანარჩენებს ჩავასხაპასხუპებ
სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო :P კიდევ კარგი მოგაგენით :) ეხლა დანარჩენებს ჩავასხაპასხუპებ
სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო :P კიდევ კარგი მოგაგენით :)
13. მართალია ლორიავ ჩურჩხელა უხდება და "ნოსტალგია" რომ დაგერქმია გადავირეოდი... რა კავშირშია საერთოდ????
ნელიკო მართალია სიყვარულით გაჯერებულიცაა :)
რიდი1 კარგი ნუღარ იწვალებ, მაინც ვერ გავიგე და კიდევ რომ განმიმარტო და ვერ გავიგო, ვიღაცას რეიზა ვაფიქრებიო ჩემზე : "შტერია აი ბაღანეიო? " :) მართალია ლორიავ ჩურჩხელა უხდება და "ნოსტალგია" რომ დაგერქმია გადავირეოდი... რა კავშირშია საერთოდ????
ნელიკო მართალია სიყვარულით გაჯერებულიცაა :)
რიდი1 კარგი ნუღარ იწვალებ, მაინც ვერ გავიგე და კიდევ რომ განმიმარტო და ვერ გავიგო, ვიღაცას რეიზა ვაფიქრებიო ჩემზე : "შტერია აი ბაღანეიო? " :)
12. ნიკი მადლობა, რომ მიმინიშნე.... მეც ასე ვფიქრობ რომ პროზაა:) თან სათაურიც არ მქონია განთავსებული... ისე სათაურსაც აქვს პატარა ისტორია, კვირის პალიტრაში სახელი შეუცვალეს, და ~ნოსტალგია~ დამირქვეს, მე კი მაინც "მოკბეჩილი ჩურჩხელა" მირჩევნია... ხო, რიდის მარტო ღიმილები გავიგე,და მეც მეღიმილა და მადლობა, აჰა ერთიც ჩემგან მო"რიდე"ბული :) ყველას მადლობა ... რომ მეწვიეთ და მი:კითხეთ"...:) ნიკი მადლობა, რომ მიმინიშნე.... მეც ასე ვფიქრობ რომ პროზაა:) თან სათაურიც არ მქონია განთავსებული... ისე სათაურსაც აქვს პატარა ისტორია, კვირის პალიტრაში სახელი შეუცვალეს, და ~ნოსტალგია~ დამირქვეს, მე კი მაინც "მოკბეჩილი ჩურჩხელა" მირჩევნია... ხო, რიდის მარტო ღიმილები გავიგე,და მეც მეღიმილა და მადლობა, აჰა ერთიც ჩემგან მო"რიდე"ბული :) ყველას მადლობა ... რომ მეწვიეთ და მი:კითხეთ"...:)
11. ნიკი
ჯერ ჩურჩხელა და მერე კომენტარი..... პირიქით ............ცოტას არ გუჭირდებოდა ......ბევრვში ნიკი
ჯერ ჩურჩხელა და მერე კომენტარი..... პირიქით ............ცოტას არ გუჭირდებოდა ......ბევრვში
10. სევდანარევი იუმორიო..დავამატებდი რომ თან სიყვარულით გაჯერებულიო, მოკბეჩილ ჩურჩხელას რომ ექნებოდა... :) სევდანარევი იუმორიო..დავამატებდი რომ თან სიყვარულით გაჯერებულიო, მოკბეჩილ ჩურჩხელას რომ ექნებოდა... :)
9. ნიკის ვეთანხმები იმაში რომ სევდანარევი იუმორი ჩანს:)
მოკითხვა კარგ ადამიანს:)
5 ნიკის ვეთანხმები იმაში რომ სევდანარევი იუმორი ჩანს:)
მოკითხვა კარგ ადამიანს:)
5
8. რიდი1 საწყენად არ მიიღო მაგრამ ვერაფერი გავიგე რაც დაწერე ( მე სად მაქვს მაგის თავი და ტვინი ) ხოდა, განმარტებაც რომ მოაყოლო ჩემნაირი გაუნათლებლებისათვის გასაგებ ენაზე შეიძლება ? ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვიკითხე ეს. მართლა ვერ გავიგე :) რიდი1 საწყენად არ მიიღო მაგრამ ვერაფერი გავიგე რაც დაწერე ( მე სად მაქვს მაგის თავი და ტვინი ) ხოდა, განმარტებაც რომ მოაყოლო ჩემნაირი გაუნათლებლებისათვის გასაგებ ენაზე შეიძლება ? ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვიკითხე ეს. მართლა ვერ გავიგე :)
7. :))))) ნათქვამია: გაქვს კითხვა ე.ი სისულელეს ჩადიხარ
თუ შეიჭყიტები შენს კითხვაში კარგად ჩანს.............. პირიქით რომ ყოფილიყო , რაც შენ დაგაკლეს იმდენი მაინც თუ მიაღწევდა ადრესატამდე :))))))))))) :))))) ნათქვამია: გაქვს კითხვა ე.ი სისულელეს ჩადიხარ
თუ შეიჭყიტები შენს კითხვაში კარგად ჩანს.............. პირიქით რომ ყოფილიყო , რაც შენ დაგაკლეს იმდენი მაინც თუ მიაღწევდა ადრესატამდე :)))))))))))
6. ჩურჩხელა რამდენი იყო დე? - ცხრა ცალი. - მითხრა ათს გამოვატანო? - ერთს მოტეხილი ჰქონდა ცოტა და ძმისშვილებმა შეგიჭამეს...
ბრავო, ლევან! ფინალმა დაგლიჯა! 5 ჩურჩხელა რამდენი იყო დე? - ცხრა ცალი. - მითხრა ათს გამოვატანო? - ერთს მოტეხილი ჰქონდა ცოტა და ძმისშვილებმა შეგიჭამეს...
ბრავო, ლევან! ფინალმა დაგლიჯა! 5
5. არა რა, კაცის ჭკუა მაინც სხვა არის რომ მოეკბიჩა ათივეზე ხომ ყველაფერი ოკეინად იქნებოდა?
ეგრე მოუხდება მაგასა :)
კარგია მაგრამ პოეზიად ვერანაირად ვერ აღვიქვი და იქნებ ჩემს შეცვლას, ნაწარმოებს ჟანრი შევუცვალოთ? არ ვიცი იუმორისტულად ჩათვლის ავტორი თუ არა. პირადად მე მთლად არ მეიუმორისტულა, რაღაცნაირი სევდანარევი თბილი იუმორი იყო.
ე რამდენი ვიყბედე კაცოოო :) მოკლედ ძალიან მომეწონა და ალალი 5 ქულა არა რა, კაცის ჭკუა მაინც სხვა არის რომ მოეკბიჩა ათივეზე ხომ ყველაფერი ოკეინად იქნებოდა?
ეგრე მოუხდება მაგასა :)
კარგია მაგრამ პოეზიად ვერანაირად ვერ აღვიქვი და იქნებ ჩემს შეცვლას, ნაწარმოებს ჟანრი შევუცვალოთ? არ ვიცი იუმორისტულად ჩათვლის ავტორი თუ არა. პირადად მე მთლად არ მეიუმორისტულა, რაღაცნაირი სევდანარევი თბილი იუმორი იყო.
ე რამდენი ვიყბედე კაცოოო :) მოკლედ ძალიან მომეწონა და ალალი 5 ქულა
4. 10 ქულა, რა თქმა უნდა! 10 ქულა, რა თქმა უნდა!
2. '' ჩვენ ყველანი არანორმალურები ვართ, ნორმას გააჩნია''... გაიხარეთ!:) ახლა სასიამოვნო ის საღამო გამახსენდა, ლიტერატურულ კაფეში რომ მოყევით ეს ამბავი. მშვენიერი მოთხრობა აგიწყვიათ. `` ჩვენ ყველანი არანორმალურები ვართ, ნორმას გააჩნია``... გაიხარეთ!:) ახლა სასიამოვნო ის საღამო გამახსენდა, ლიტერატურულ კაფეში რომ მოყევით ეს ამბავი. მშვენიერი მოთხრობა აგიწყვიათ.
1. 10 ჩვენ ყველანი არანორმალურები ვართ, ნორმას გააჩნია.
10 ჩვენ ყველანი არანორმალურები ვართ, ნორმას გააჩნია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|