ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2010


ღმერთთან ვიაროთ

ახლა ისე წვიმს, საბოლოოდ გაქრება გრძნობა
და განშორებას დააბრალებს უაზრო ამინდს.
ცრემლიან თვალებს იისფერი წვიმა გინიღბავს,
ბაგეზე მალე მარტოობა მძივებსაც დაშლის...

ცრემლი თვალებზე დაბნეული - როგორც გიშერი,
მღვრიე ტალღისფერ გამოხედვას უფრო ამძაფრებს!
უამინდობა ისე დაძრწის გმივნით ქუჩებში
წვიმა იისფერს დაუთმობდა ასფალტისფერებს.

ქარი გაჰკივის ბოლო ხმაზე! ირღვევა გრძნობა
და გამთელებაც გაჭირდება... (ღმერთთან ვიაროთ)
ვთხოვოთ! გვაკმაროს დარჩენილი ძაფის მარაგი
და ქარმაც ეგებ არ დაუკრას სამგლოვიარო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები