 | ავტორი: ლაან ჟანრი: პოეზია 24 მარტი, 2010 |
ღამით შევხვდით.. აგვისტოს თვის ხვატიანში.. გრილი ვაზის ჩარდახის ქვეშ.. მთვარე _ თითქოს კონა ციცინათელების.. თითებიდან დაწყებული თმაშ-თამაშ მოპარული სიახლოვე და ჩუმალა, საჩურჩულო ნატვრა გვიან გათენების..
წამით-წამზე ჩემს ფიქრებში ისერიგად გავარჯდი და გაიტოტე, მეგონა, რომ გულში გზრდიდი დღიდან თვალის ახელისა.. გამაოცე..
აიცოცებს კაბას მთვარე მუხლზე ზემოთ.. შენი ხელიც მხრებზე ისე ამაცოცდა, როგორც..... რა ვქნა?! უნდა გენდო?!
მძივი ჩაწყდა.. ღვინისფერი მარგალიტის ბურთულები კისერიდან ტერფებამდე ჩამიგორდა უწესრიგოდ.. თრთოლვითა და სიკანკალით.. მაგრამ რაღაც უჩვეულო სიკამკამით...
სანთლისფერი, ნაფითრალი ტუჩებიდან ნაფიქრალი ვთქვი და მერე... შენი სუნთქვა - ასე ახლოს.. ღამის სუნი - ოდნავ მლაშე და ტუჩები, - შენი, მშვიდი- მწიფე,გრილი ალუბლები ღრუბლიანში..
ნუ მიმაჩვევ! ღამის თვალო, ნამიანო, ცრემლიანო, გაშრი მალე! ღობის მიღმა შეგვნიშნავდა მოთვალთვალე ალბათ, ვინმე.. ახლა ვფიქრობ: ნაფერები ატამივით გავშრიალდე თუ აპრილის ტყემლებივით ავყვავილდე?!..
არ წახვიდე!
მაინც გაქრი.. მომდურავი ჩიტებივით გავთითოვდით.. აგიტანდი, ცოტა ხანს რომ გვეზაფხულა, რაგდან ადრე, აგვისტომდე, მხოლოდ თოვდი..
დაგითმობდი ყვითელატმებმსხმოიარე მზერას ჩემსას - ღამის მთვარით განაშუქებს.. გაგითბობდი სულს-ნათოვარს, ხმას-ნათხოვარს.. არ გამოვა?! ჩანს, რომ არა!..
გ ა გ ა ჩ უ ქ ე !. . . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
35. ეს ლექსიც ძალიან მომეწონა.კარგად წერ ლაან!+2 ეს ლექსიც ძალიან მომეწონა.კარგად წერ ლაან!+2
34. ღამით შევხვდით.. აგვისტოს თვის ხვატიანში.. გრილი ვაზის ჩარდახის ქვეშ.. მთვარე _ თითქოს კონა ციცინათელების.. თითებიდან დაწყებული თმაშ-თამაშ მოპარული სიახლოვე და ჩუმალა, საჩურჩულო ნატვრა გვიან გათენების..
სანთლისფერი, ნაფითრალი ტუჩებიდან ნაფიქრალი ვთქვი და მერე... შენი სუნთქვა - ასე ახლოს.. ღამის სუნი - ოდნავ მლაშე და ტუჩები, - შენი, მშვიდი- მწიფე,გრილი ალუბლები ღრუბლიანში..
ნუ მიმაჩვევ! ღამის თვალო, ნამიანო, ცრემლიანო, გაშრი მალე! ღობის მიღმა შეგვნიშნავდა მოთვალთვალე ალბათ, ვინმე.. ახლა ვფიქრობ: ნაფერები ატამივით გავშრიალდე თუ აპრილის ტყემლებივით ავყვავილდე?!..
არ წახვიდე!
ძალიან მაგარი ხარ აი უზლიერესი ყოჩაღ რა +5555555555 ღამით შევხვდით.. აგვისტოს თვის ხვატიანში.. გრილი ვაზის ჩარდახის ქვეშ.. მთვარე _ თითქოს კონა ციცინათელების.. თითებიდან დაწყებული თმაშ-თამაშ მოპარული სიახლოვე და ჩუმალა, საჩურჩულო ნატვრა გვიან გათენების..
სანთლისფერი, ნაფითრალი ტუჩებიდან ნაფიქრალი ვთქვი და მერე... შენი სუნთქვა - ასე ახლოს.. ღამის სუნი - ოდნავ მლაშე და ტუჩები, - შენი, მშვიდი- მწიფე,გრილი ალუბლები ღრუბლიანში..
ნუ მიმაჩვევ! ღამის თვალო, ნამიანო, ცრემლიანო, გაშრი მალე! ღობის მიღმა შეგვნიშნავდა მოთვალთვალე ალბათ, ვინმე.. ახლა ვფიქრობ: ნაფერები ატამივით გავშრიალდე თუ აპრილის ტყემლებივით ავყვავილდე?!..
არ წახვიდე!
ძალიან მაგარი ხარ აი უზლიერესი ყოჩაღ რა +5555555555
33. :) :) გაიხარეეეე :) :) გაიხარეეეე
32. შემოქმედება სისათუთეში..... ასე შევაფასებ შენს პოეზიას...წარმატებები. ასე განაგრძე რათა მკითხველმა "გაიცხრათვალოს" შენი პოეზია. :) შემოქმედება სისათუთეში..... ასე შევაფასებ შენს პოეზიას...წარმატებები. ასე განაგრძე რათა მკითხველმა "გაიცხრათვალოს" შენი პოეზია. :)
31. დიდი მადლობა.. :) დიდი მადლობა.. :)
30. dzalian lamazi da kargi leqsia warmatebebi :) dzalian lamazi da kargi leqsia warmatebebi :)
29. მაინც გაქრი.. მომდურავი ჩიტებივით გავთითოვდით.. აგიტანდი, ცოტა ხანს რომ გვეზაფხულა, რაგდან ადრე, აგვისტომდე, მხოლოდ თოვდი.. მ შ ვ ე ნ ი ე რ ი ა ა ა ა მაინც გაქრი.. მომდურავი ჩიტებივით გავთითოვდით.. აგიტანდი, ცოტა ხანს რომ გვეზაფხულა, რაგდან ადრე, აგვისტომდე, მხოლოდ თოვდი.. მ შ ვ ე ნ ი ე რ ი ა ა ა ა
28. მაინც გაქრი.. მომდურავი ჩიტებივით გავთითოვდით.. აგიტანდი, ცოტა ხანს რომ გვეზაფხულა, რაგდან ადრე, აგვისტომდე, მხოლოდ თოვდი.. 555555 მაინც გაქრი.. მომდურავი ჩიტებივით გავთითოვდით.. აგიტანდი, ცოტა ხანს რომ გვეზაფხულა, რაგდან ადრე, აგვისტომდე, მხოლოდ თოვდი.. 555555
27. გასაოცარი თავდაჯერებულობაა :):):) გასაოცარი თავდაჯერებულობაა :):):)
26. აიცოცებს კაბას მთვარე მუხლზე ზემოთ.. შენი ხელიც მხრებზე ისე ამაცოცდა, როგორც..... რა ვქნა?! უნდა გენდო?!
რა თქმა უნდა მენდე :P
არ წახვიდე! - არ მივდივარ :D
ცოტა ხანს რომ გვეზაფხულა, რაგდან ადრე, აგვისტომდე, მხოლოდ თოვდი..
ახლა ვიზაფხულოთ რა პრობლემაა :)) აიცოცებს კაბას მთვარე მუხლზე ზემოთ.. შენი ხელიც მხრებზე ისე ამაცოცდა, როგორც..... რა ვქნა?! უნდა გენდო?!
რა თქმა უნდა მენდე :P
არ წახვიდე! - არ მივდივარ :D
ცოტა ხანს რომ გვეზაფხულა, რაგდან ადრე, აგვისტომდე, მხოლოდ თოვდი..
ახლა ვიზაფხულოთ რა პრობლემაა :))
25. მომეწონა ფრიად:)+777 მომეწონა ფრიად:)+777
24. უფ, როგორ გამეხარდააა :) :) :) დიდი მადლობა ჩემო კარგო.. გაიხარე.. :* უფ, როგორ გამეხარდააა :) :) :) დიდი მადლობა ჩემო კარგო.. გაიხარე.. :*
23. არ მომეწონა შენი დაბალი ქულეი და კარგი 5იანი დაგიწერე არ მომეწონა შენი დაბალი ქულეი და კარგი 5იანი დაგიწერე
22. გაიხარე ნანკა.. :) გმადლობთ :) გაიხარე ნანკა.. :) გმადლობთ :)
21. მომეწონა... მაგარია... :) :) მომეწონა... მაგარია... :) :)
20. გაკოცე მაკოსიაა :* :* გაკოცე მაკოსიაა :* :*
19. უძალიანესად მომეწონა, გემრიელად წერ, რაღაცნაირად კოხტა და მშვენერია. უძალიანესად მომეწონა, გემრიელად წერ, რაღაცნაირად კოხტა და მშვენერია.
18. ლამაზი თეთრი! ლამაზი თეთრი!
17. მადლობაა.. გაიხარე :):):) მადლობაა.. გაიხარე :):):)
16. წავიკითხე და მომეწონა :) საინტერესო ადამიანი ჩანხარ. :) წავიკითხე და მომეწონა :) საინტერესო ადამიანი ჩანხარ. :)
15. გაიხარე ჩემო კარგოო.. არც მე მგონია ეგრე ვღლიდე და ვაწუხებდე, მაგრამ პასუხი არ დავწერე მაინც.. :):):)
გავიღიმე და სულ ეგ იყო:) :) გაიხარე ჩემო კარგოო.. არც მე მგონია ეგრე ვღლიდე და ვაწუხებდე, მაგრამ პასუხი არ დავწერე მაინც.. :):):)
გავიღიმე და სულ ეგ იყო:) :)
14. მთვარე არასდროს დაიღლება ჩემი მზერით.... არც ლანასგან შეწუხდება =]
ნამუშევარს +5 :) მთვარე არასდროს დაიღლება ჩემი მზერით.... არც ლანასგან შეწუხდება =]
ნამუშევარს +5 :)
13. მძივი ჩაწყდა.. ღვინისფერი მარგალიტის ბურთულები კისერიდან ტერფებამდე ჩამიგორდა უწესრიგოდ.. თრთოლვითა და სიკანკალით.. მაგრამ რაღაც უჩვეულო სიკამკამით...
წარმატებას გისურვებ!!! მძივი ჩაწყდა.. ღვინისფერი მარგალიტის ბურთულები კისერიდან ტერფებამდე ჩამიგორდა უწესრიგოდ.. თრთოლვითა და სიკანკალით.. მაგრამ რაღაც უჩვეულო სიკამკამით...
წარმატებას გისურვებ!!!
12. :):):):):):):):)
:):):):):):):):)
11. არც ასე და არც ისე ..
ნუ დაღალეთ ეს მთვარე ტო! არც ასე და არც ისე ..
ნუ დაღალეთ ეს მთვარე ტო!
10. გაიხარეთ..გმადლობთ.. :):) ;) გაიხარეთ..გმადლობთ.. :):) ;)
9. ღამით შევხვდით.. აგვისტოს თვის ხვატიანში.. :)
მომეწონა :)
ღამით შევხვდით.. აგვისტოს თვის ხვატიანში.. :)
მომეწონა :)
8. ახლა ვფიქრობ: ნაფერები ატამივით გავშრიალდე თუ აპრილის ტყემლებივით ავყვავილდე?!..
ულამაზესი ლექსია ლაან :-* ახლა ვფიქრობ: ნაფერები ატამივით გავშრიალდე თუ აპრილის ტყემლებივით ავყვავილდე?!..
ულამაზესი ლექსია ლაან :-*
7. გაიხარე ჩემო კარგოო.. მიღებულია..
დიდი მადლობაა.. :)
თუმცა, ძველი ლექსია და...
გაიხარე ჩემო კარგოო.. მიღებულია..
დიდი მადლობაა.. :)
თუმცა, ძველი ლექსია და...
6. გააჩუქე თუ თვითონ გაჩუქდა < ისეთი დეტალებია, რომელიც ამ ლექსს არ უხდება, იმდენად ლამაზად მიდის თავიდან, რომ ეგ ცოტა ჩვეულებრივს ხდის ლექსს :)
:-* ბედნიერება გისურვე გააჩუქე თუ თვითონ გაჩუქდა < ისეთი დეტალებია, რომელიც ამ ლექსს არ უხდება, იმდენად ლამაზად მიდის თავიდან, რომ ეგ ცოტა ჩვეულებრივს ხდის ლექსს :)
:-* ბედნიერება გისურვე
5. გავაჩუქე დაა :( :(
გაიხარე.. მადლობა :) გავაჩუქე დაა :( :(
გაიხარე.. მადლობა :)
4. ახლა ვფიქრობ: ნაფერები ატამივით გავშრიალდე თუ აპრილის ტყემლებივით ავყვავილდე?!..
ალბათ სჯობდა აქ დამთავრებულიყო, "არ წახვიდე და გაგაჩუქე" აღარ მომეწონა ;;) ახლა ვფიქრობ: ნაფერები ატამივით გავშრიალდე თუ აპრილის ტყემლებივით ავყვავილდე?!..
ალბათ სჯობდა აქ დამთავრებულიყო, "არ წახვიდე და გაგაჩუქე" აღარ მომეწონა ;;)
3. დიდი მადლობაა..:) დიდი მადლობაა..:)
2. რამდენჯერმე წავიკითხე...და: ,,ახლა ვფიქრობ: ნაფერები ატამივით გავშრიალდე თუ აპრილის ტყემლებივით ავყვავილდე?!..” ზედმეტია სიტყვები...ძალიან ლამაზია...კიდევ ბევრი დაწერე ლაან! სიამოვნებით ვიქნები შენი შემოქმედების მკითხველი...შენი სტილი გაქვს...წარმატებები..კესანეებს გჩუქნი...
რამდენჯერმე წავიკითხე...და: ,,ახლა ვფიქრობ: ნაფერები ატამივით გავშრიალდე თუ აპრილის ტყემლებივით ავყვავილდე?!..” ზედმეტია სიტყვები...ძალიან ლამაზია...კიდევ ბევრი დაწერე ლაან! სიამოვნებით ვიქნები შენი შემოქმედების მკითხველი...შენი სტილი გაქვს...წარმატებები..კესანეებს გჩუქნი...
1. ცოტა, ძალიან ცოტა რაღაცეები არ მომეწონა აქა-იქ, თუმცა იმდენად კარგად ჩავიკითხე და იმდენად გამოსარჩევი ლექსიცაა ამ გვერდზე რომ ++ ცოტა, ძალიან ცოტა რაღაცეები არ მომეწონა აქა-იქ, თუმცა იმდენად კარგად ჩავიკითხე და იმდენად გამოსარჩევი ლექსიცაა ამ გვერდზე რომ ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|