ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2010


სადღეგრძელო

როგორც ბერმუხა გარს მუმლით,
ტოტზე ასხმული ფითრითა,
ისე ვარ გულდახუნძლული,
მამულო, შენზედ ფიქრითა.

შემინდე, თუ ვერ წარმოვსთქვამ
სათქმელს შესაფერ რიხითა!
შენს წმინდა სახელ-დიდებას
დავიცავ მისხალ-მისხლითა!

არაგველი ვარ, ვამაყობ
სამასთ დათხეულ სისხლითა,
მეც ვსუნთქავ და მეც ვსაზრდოობ
ვაჟაის ნათქვამ სიტყვითა;

მეც მუხლმოდრეკით დაგლოცავ,
ფიალადძერწილ თიხითა,-
“ღმერთო სამშობლო მიცოცხლე”,
ლიხსაქეთ და ლიხსიქითა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები