| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 24 ივნისი, 2008 |
ათასწლეულებს გადასწვდება მოთქმა კოლხური, სულს დაწელავენ გამკივანი ,,სისატურები" კოლხო ასულო, მიეგებე ჩვეულ პატივით, ტალღებთან ერთად ჩამოსულან უცხო სტუმრები, ხონჩით მიართვი ირმის რძე და გოლეულები, თავსასთუმალი შეუსწორე ღრუბლის ქულებით, და როცა ცაზე ვარსკვლავებიც მოილევიან, მოგინადირებს სიყვარულის მოლეკულებით, თავი დახარე_უჩვეულო შენთვის ჟესტია, ქალღმერთს გადარე, _ როდის იყო თვალს მარიდებდი, თუმც, ლირიკაზე საუბარი აქ ზედმეტია, თურმე ჭრილობებს მამისათვის ამარილებდი. თუ კუპიდონმა გაგიმეტა, ასე გაგწირა, ჩამოგაფარა თვალზე ოქრო-ვერცხლის რიდენი, რომ ვყოფილიყავ შენი სულის ციცქნა ნაწილად, ვინ იცის, იქნებ მაგ სასმისსაც აგარიდებდი. ვინ დაგაბრალა ჯადოქრობა, ანდა მისნობა, როცა საკუთარ სურვილებსაც ვერ მოერიე, შენს საქციელში განწირული ქალი იცნობა, მოდი, წყლულებზე ჩემი ლექსი შემოიხვიე, ნაღალატევიც, მოღალატეც მაინც ჩემი ხარ, თუ დაგიამებს მოსასხამი ლექსის შილიფი ტკივილს, გეტყვი, რომ გაყიდულიც სხვებს მირჩევნიხარ, მაინც მიყვარხარ, დაგიტირებ ჩემი შვილივით. ათასწლეულებს გადასწვდება მოთქმა კოლხური, სულს დაწელავენ გამკივანი ,,სისატურები" ლომების სარგოს, ლომის ნაცვლად ტურა მოულხენს, გაილაღებენ ჩვენს მიწაზე უცხო სტუმრები, შენ კი ღალატით, თავგანწირვით, ტკივილით დაღლილს ბედისმწერალი, დაგაბრალებს უამრავ ცოდვას, და როცა მაღლით გადმოხედავს ოლიმპოს ზევსი, მკვლელის სახელი დაგებედება, დაფიქრდი, იქნებ დაბრუნება კიდევაც ღირდეს, ალბათ, მშობლიურ აიაში ისევ გელიან, და შეიძლება სევდიანი თვალები გქონდეს, მაგრამ საყვედურს არასოდეს, ვიცი, გეტყვიან, მოდი, დაბრუნდი, სადაც ალბათ პირველად სცოდე და სადაც მამას საყვედური არ დასცდენია, და თუ კი უფალს დაბადება შენი ენება, აქ , ამ მიწაზე დაიბადე, როგორც მედეა_ ოქროს ვერძის და სიყვარულის მწველი ლეგენდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. კარგია ჩემო ყველავ5 კარგია ჩემო ყველავ5
23. მართლა მომწონს :D მართლა მომწონს :D
22. აი ეს მომწოოოონს ! აი ეს მომწოოოონს !
20. შენს გამო შემოვედი ;) შენს გამო შემოვედი ;)
19. კესარიაააააააააააააააააააააააააააააააააააააა
კესარიაააააააააააააააააააააააააააააააააააააა
18. მართლაც რომ პოეტო :) მართლაც რომ პოეტო :)
17. იმედია ჩემგანაც 5 იმედია ჩემგანაც 5
15. მიყვარს თქვენი ლექსები, ნაცნობი განწყობით და არაჩვეულებრივი სახეებით...
დიდი მადლობა წიგნისათვის და იმ საოცარი სითბოსთვის, რომელსაც თქვენი თვალებიდან ვგრძნობ!:) მიყვარს თქვენი ლექსები, ნაცნობი განწყობით და არაჩვეულებრივი სახეებით...
დიდი მადლობა წიგნისათვის და იმ საოცარი სითბოსთვის, რომელსაც თქვენი თვალებიდან ვგრძნობ!:)
14. კესო-ძალიან კარგი ლექსია- შენ მეტად ჩაუღრმავდი-ლამაზად. შენი კომენტარი ვნახე...და იცი რა ჰქვი ამას? სულიერი ნათესაობა:) გაკოცე. კესო-ძალიან კარგი ლექსია- შენ მეტად ჩაუღრმავდი-ლამაზად. შენი კომენტარი ვნახე...და იცი რა ჰქვი ამას? სულიერი ნათესაობა:) გაკოცე.
13. ახ, კესანე, მშვენიერო კესანეე, რა ლამაზი ლექსიაოო :) ახ, კესანე, მშვენიერო კესანეე, რა ლამაზი ლექსიაოო :)
12. უმაგრესიი:) უმაგრესიი:)
10. ძალიან , ძალიან მომეწონა..კესო.. როგორც ბას-გიტარას, ისეთი ხმოვანება აქვს და ღრმაა.. :) ძალიან , ძალიან მომეწონა..კესო.. როგორც ბას-გიტარას, ისეთი ხმოვანება აქვს და ღრმაა.. :)
8. ნაღალატევიც, მოღალატეც მაინც ჩემი ხარ...
ნაღალატევიც, მოღალატეც მაინც ჩემი ხარ...
7. მომწონს ამ თემატიკაზე მეც წამიკითხეთ რა :( მომწონს ამ თემატიკაზე მეც წამიკითხეთ რა :(
6. მიუხედავად მონოტონური რიტმისა, ლექსი კარგია კეს! მიუხედავად მონოტონური რიტმისა, ლექსი კარგია კეს!
5. კესო კესო... :) ჯერ ჩუმად ვარ კესო კესო... :) ჯერ ჩუმად ვარ
4. და როცა ცაზე ვარსკვლავებიც მოილევიან..
სულ აინთებიან.. და როცა ცაზე ვარსკვლავებიც მოილევიან..
სულ აინთებიან..
3. ვააა კარგია როის ვეთანხმები 5 ვააა კარგია როის ვეთანხმები 5
2. ვინ დაგაბრალა ჯადოქრობა, ანდა მისნობა, როცა საკუთარ სურვილებსაც ვერ მოერიე, შენს საქციელში განწირული ქალი იცნობა, მოდი, წყლულებზე ჩემი ლექსი შემოიხვიე, კესარია, ეს სტროფი ძალიან-ძალიან მომეწონა... დანარჩენი ცოტა არათანაბარი მომეჩვენა... არადა, მშვენიერია, ძალიან კარგი... ვინ დაგაბრალა ჯადოქრობა, ანდა მისნობა, როცა საკუთარ სურვილებსაც ვერ მოერიე, შენს საქციელში განწირული ქალი იცნობა, მოდი, წყლულებზე ჩემი ლექსი შემოიხვიე, კესარია, ეს სტროფი ძალიან-ძალიან მომეწონა... დანარჩენი ცოტა არათანაბარი მომეჩვენა... არადა, მშვენიერია, ძალიან კარგი...
1. მომეწონა, კარგად გიმუშავია წავიკითხე და ახლა დავდებ კომენტარს 5-თან ერთად ;) მომეწონა, კარგად გიმუშავია წავიკითხე და ახლა დავდებ კომენტარს 5-თან ერთად ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|