ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2010


არა, არ ტყდება უტეხი სული

ხანდახან, თითქოს მიხმობს წარსული,
წინაპართ სისხლის ღაღადებს ღვარი...
ფიქრში ზვირთებად, დრო გარდასული
მოღვართქაფდება, ვით ნიაღვარი...

და ამ დროს გული ჟღერს, ვით ფოლადი,
ფოლადებრ მყიფე, ფოლადებრ მყარი,
ფოლადებრ მტკიცე და ძნელდნობადი,
მას ვერ აღმოფხვრის მომავლის ქარი!

“ჩვენ უნდა ჩვენი შევქმნათ მყოფადი”_
ღაღადებს ჩემში წინაპართ ხმანი,_
შევიცნოთ, რაც არს შეუცნობადი,
არცროს დავხაროთ ფარი და ხმალი!

...მომავალს უხმობს უკვე წარსული,
ძველ სისხლის კვლავ ახლის შეერთვის ღვარი...
არა, არ ტყდება უტეხი სული,
უფალო, მაღლით დაგვწერე ჯვარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები