ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2010


აზარტი

ფანჯრის მინები ჩამსხვრევას იწყებს,
ისე სასტიკად გმინავს გარემო,
ტუჩმა სილურჯეს დაუთმო სივრცე
და გარინდებამ ლამის გაგთელოს.

მინამ აიღო მძაფრი აკორდი...
და თებერვალიც დარჩენას ლამობს,
ვექტორმა ბრუნვა შეწყვიტა წამით,
შავი ნისლი კი მოედო ფართობს -

რომელიც ისევ გრძნობებს აყალბებს,
ბანქოში ვერა, ვერ შეხვდი კოზირს!
აზარტი ისევ თამაშს გთავაზობს...
(თავის დაღწევაც აქ ისე გიმძიმს) -

რომ ფიქრობ ახლა მოგების დროა!
კრუპიეც თითქოს შენს „მხარეზეა”
ქარის კივილზე გაიჭრა დასტა
(დახედე… და კვლავ იმედებს მარხავ...)

ქარი კი ისევ ქმნის მელოდიებს...
და მინა იღებს სულ ბოლო აკორდს,
ტუჩმა სილურჯე უფრო დაიტყო
და აზარტისგან ხარ ისევ მარტო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები