 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2010 |
კედლები ბზარებით ჩურჩულებენ, შენ არ გესმის, მე კი ვისმენ, როგორ იცინიან ან დასცინიან, ტირიან, ხანდახან კვნესიან, უსმენენ, როგორ ყვებიან აღმოსავლეთისას თუ დასავლეთისას, უყვართ აისი, თუნდაც დაისი, სძულთ ჩრდილოეთი და სამხრეთამდე სანამ მიაღწევ, გბეზრდება სმენა. გაურბიხარ, ვერსად მიდიხარ, წრეა კედლები. უფრო სწორად ისინი ქმნიან პატარა მიწას, წრედზე რომ შენთვის შერჩეული სამყარო ჰქვია. დღეს სკოლის კედლებს ვესაუბრე, მომისამძიმრეს: ხელოვნურად ჩამოშლილი თმა, მაკიაჟში დამალული მკვდარი თვალები, მიტოვებული ჩვილი ღიმილი სკოლის კარებთან, რომ დაიღალა ლოდინით და დრომ დაუნდობლად სხვაგან არადა, ჩემს წარსულში რომ გააშვილა... გზად ჩემს სახლამდე ბევრი რამე გავიგე, მერე დაბრუნებულმა, კიდევ ერთხელ, ახალი ფუნჯით, გადავღებე თეთრი კედლები. მიუხედავად თვალებისთვის დაფარული ღრმა ბზარებისა, გამუდმებული ჩურჩული ისმის. ამ კედლებს ვერსად გაექცევი, ყველგან არიან, მოგნახავენ, ბევრი იციან და მეტი ესმით, ვიდრე ჩვენ ან სხვებს. მერე კი ისევ გაგახსენებენ, მოგიყვებიან, შეგიფუთავენ მომავლისთვის ხელახლა აწმყოს და ივლი წრეზე. წრეა კედლები... ჩურჩულებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ემმა ძალიან კარგი ავტორია. :) ემმა ძალიან კარგი ავტორია. :)
14.
უი ესეც რა კაია...+
უი ესეც რა კაია...+
13. ემმა სახელი ხო ზალიან მაგარი გქვია და ლექსიც კარგია,,, ვერ ვიხსენებ შენი სახელი ერთ ლექსში მაქვს ამოკითხული ძალიან სევდიანი რაღაც იყო მგონი ემმა სახელი ხო ზალიან მაგარი გქვია და ლექსიც კარგია,,, ვერ ვიხსენებ შენი სახელი ერთ ლექსში მაქვს ამოკითხული ძალიან სევდიანი რაღაც იყო მგონი
11. მომწონს ეს ავტორი მაგრად!
ეს იმ დღეს გარედან წავიკითხე! მომწონს ეს ავტორი მაგრად!
ეს იმ დღეს გარედან წავიკითხე!
10. ეს დილით წავიკითხე და რომ მოეწონა, ამის სათქმელად ახლა მოვედი :) ეს დილით წავიკითხე და რომ მოეწონა, ამის სათქმელად ახლა მოვედი :)
9. წრეა კედლები. უფრო სწორად ისინი ქმნიან პატარა მიწას, წრედზე რომ შენთვის შერჩეული სამყარო ჰქვია.
ამ კედლებს ვერსად გაექცევი, წრეა კედლები. უფრო სწორად ისინი ქმნიან პატარა მიწას, წრედზე რომ შენთვის შერჩეული სამყარო ჰქვია.
ამ კედლებს ვერსად გაექცევი,
8. paranoid მაგაზე მეც ვფიქრობდი და ვინაიდან მიმართვების ამოღება საერთოდ არ აზარალებს ნაწერს, ამიტომ გავათავისუფლე ამ დატვირთვისგან ) ))) paranoid მაგაზე მეც ვფიქრობდი და ვინაიდან მიმართვების ამოღება საერთოდ არ აზარალებს ნაწერს, ამიტომ გავათავისუფლე ამ დატვირთვისგან ) )))
7. მიმართვები ძალიან ხშირია და ბევრი, მაგრამ ამართლებს სენტიმენტები მაინც. მომეწონა მიმართვები ძალიან ხშირია და ბევრი, მაგრამ ამართლებს სენტიმენტები მაინც. მომეწონა
6. მომწონხარ ..შენ მე..:) კი..5 მომწონხარ ..შენ მე..:) კი..5
4. მე მომწონს... მართლა ასეა, როგორც ავტორი ამბობს... თან ლამაზად ამბობს :) მე მომწონს... მართლა ასეა, როგორც ავტორი ამბობს... თან ლამაზად ამბობს :)
3. უბრალოდ წინსვლაო,არ გინდა ამაზე უკეთესები წერო? :D იქნებ ის სულაც არ უგულისხმია,რომ სუსტია უბრალოდ წინსვლაო,არ გინდა ამაზე უკეთესები წერო? :D იქნებ ის სულაც არ უგულისხმია,რომ სუსტია
2. ბატონო? )))) იქნებ ამიხსნათ რომელი ლექსი მაქვს ამ ლექსთან შედარებვით მდარე ხარისხის? ანუ დასაბუთებულ და არგუმენტირებულ მოსაზრებას მოვისმენდი ბატონო? )))) იქნებ ამიხსნათ რომელი ლექსი მაქვს ამ ლექსთან შედარებვით მდარე ხარისხის? ანუ დასაბუთებულ და არგუმენტირებულ მოსაზრებას მოვისმენდი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|