ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2008


მე - ციცანა

მე ვარ ზღვა,
მოქაფქაფე ზეცის თაღი,
მე ვარ ზღვა,
გვირილების ნორჩი ბაღი.

მე და ცა,
და მზე - ჩვენი მეგობარი,
ცის ქვეშ მთა,
მთიდან მოჩანს ერდო-ბარი.

მე და გზა
ჯვარედინი გადაკვეთით,
გზა და გზა
ტოტის ტოტზე გადახრებით.

ფუტკრის სკა
ამ ტოტების გადახურვით,
ამოთაფლვა
ყვავილების... გაზაფხული...

და_მე_ცა
საპნის ბუშტის ბალიშები.
და_მე_ქ_ცა
ცრემლი... წვიმად დავუშვებდი

საქანელას
ღრუბელ-ღრუბელ გაქანებით,
და ზეცას
სულ ცოტა ხნით ვაქარებდი...

მე - ციცანა
ცის, პაწია - "ცანა", ცა,
მოვწყდი ცას,
როგორც სიტყვის დამარცვლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები