ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩ ი ო რ ა...
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2010


  ჩამოტვირთვა

გაზაფხული ძაძებში

თითებმა როგორ არ შეიგრძნოს შენი სიცოცხლე...
დაბრუნდი...
გულმა ეს ტკივილი როგორ  ატაროს?
შენი განვლილი გზის ბილიკი გავთელო მარტომ?
რა დავუშავეთ ამ დამპალ და უხეშ სამყაროს?
გიკვირს?
გიკვირდეს,
მე ეს ბოღმა გამყვება მუდამ,
რწმენის ზარები ჩემში უკვე სხვაგვარად რეკენ,
ბზარი გაუჩნდა ყალბ ფრაზებს და ლამაზ ოცნებებს
დღეს ეშმაკები მუხლს ვიცი,რომ არ მოიდრეკენ...
განაწამები,უსასოო და უნუგეშო
ამ ბნელ ოთახში მარტოობის სიბრაზეს ვამსხვრევ,
ქარიშხალივით გაიფრენენ ეჭვები თავში,
ვფიქრობ და თითქოს შენზე ფიქრებს დილეგში ვამწყვდევ.
მომბეზრდა...
მოდი,
იქნებ ჩემშიც განელდეს გლოვა,
ნახე ჭრილობას  ნატყვიარი როგორ ემჩნევა,
მოდი გაზაფხულს მოვუქსოვოთ ძაძები უშნო
ისე ჩავშავდეთ,რომ გაადვილდეს ჩვენი შემჩნევა...
შეწყვეტილ წუთებს ვერ დავარქმევ სიკვდილის სახელს,
სულის სიცოცხლე ემოციას მმატებს და მთრგუნავს,
ახლა ჩვენს შორის სიკვდილი დგას უენო მოწმედ
და ეშმაკები ყოველ ფიქრს რომ მითვლიან მჭმუნვარს.
მე მეზიზღებით...
თუმცა ხშირად მეც ვარ სატანა,
მეც ვარ უძლური,
მეც მიღრღნიან სხეულს ეჭვები...
სისხლი აღარ მაქვს,მხოლოდ ზიზღი მოძრაობს ძარღვში...
ცოცხლებში მკვდარი,
მკვდრებში ცოცხალი,
ვინ ვარ ვერ ვხვდები!!!!!!!!!!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები