 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 27 მარტი, 2010 |
ქალმა მკვეთრად გადაიხარხარა და ფანჯარას მიუახლოვდა. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. დავითი ცდილობდა აზრები დაელაგებინა. ისიც კი გაიფიქრა, უარი ხომ არ ვთქვა და ეს ქალი რომელიმე ჩემ კოლეგასთან ხომ არ გადავიმასამართოო. თუმცა ბოლოს ისევ მამაკაცურმა თავმოყვარეობამ და საშინელმა ინტერესმა აიძულა უკუეგდო ეს აზრი. ქალმა სიგარეტი ამოიღო და ნებიერად გააბოლა. რაფას დაეყრდნო და ბოლი ფანჯარას შეალეწა.. – როგორი სასაცილოები არიან ადამიანები შორიდან, დავით. ირევიან, ფუსფუსებენ და რისთვის? არცერთმა მათგანმა არ იცის არსებობის აზრი. უგონებენ მიზნებს ერთმანეთს, რომ უბადრუკი ყოფა გაილამაზონ და მერე უხილავ ღმერთს შესჩივლონ თავიანთი უნიათობა.. ღმერთი პერსონაჟია, ადამიანების მიერ გამოგონილი, რათა ჰყავდეთ დამცველი და განტევების ვაცი ერთდროულად. მათთვის ეს აუცილებელია.. თუკი ისინი აღმოაჩენენ, რომ თავად არიან საკუთარი თავის უფალი, მათ გამოეცლებათ ყველაფერი.. ილუზია გაქრება და რეალობა აიძულებს მათ მოსპონ, ის რაც აქამდე შეუქმნიათ. ისინი მიხვდებიან რომ მათ ხელშია სიცოცხლისა და სიკვდილის საწყისი. ეს კი იცი სადამდე მიიყვანს მათ? დეგრადაციამდე. მამაკაცი დუმილით ისმენდა ქალის მოსაზრებებს და შუბლზე ნაოჭები უღრმავდებოდა. ქალი აჟღერებდა აზრებს, რომლებიც წლების წინ აწუხებდა და რომელიც ტვინის ყველაზე შორეულ კუთხეში დამარხა. – ის ჩემდაგვარი იყო. თქვა უცებ გადაჭრით. მოსცილდა ფანჯარას და დივანზე წამოწვა. დავითი უხმოდ ელოდა როდის განაგრძობდა თხრობას ქალი. თითქოს მიავიწყდა კიდეც, რომ წუთების წინ აშკარა მანიაკური საწყისები იპოვა ამ არსებაში.. – ის ბარში დადიოდა ხშირად. პირველად ქუჩაზე ჩავუარეთ ერთმანეთს. იმდენად გამოკეტილი იყო ფიქრებში, რომ ვერ შემნიშნა. მე იმპულსებით ვგრძნობ ადამიანებს, ის კი.. არ იყო უბრალოდ ადამიანი. მე არასოდეს შემხვედრია ასეთი ძლიერი მამაკაცი.. მის გამოხედვაში ჩემ თავს ვხედავდი, მსგავსი რამ ადრე არასოდეს მიგრძვნია. დავითმა შვებით ამოისუნთქა. ამ უცნაური არსების მონათხრობი უკვე ქალის საუბარს ემსგავსებოდა. იქნებ არც არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები და თავად ჩვენ ვმოსავთ მათ ასე? – მე ადამიანებზე ვნადირობ, დავით. ყოველთვის პირველი ვიღებ მათ მიზანში და შემდეგ ყველანაირი ძალებით ვაღწევ სასურველს. მთავარი ხომ შედეგია და არა ის, თუ როგორ მიხვალ შედეგამდე. ჩაეღიმა.. თვალები დახუჭა. – აქ სხვა ცხოვრებაა, თბილისი ბოჭავს სურვილებს.. თუმცა მე არასოდეს მქონია ამის პრობლემა. ძალიანაც მომწონს თბილისის ვიწრო ქუჩები და ღამეში გაწოლილი სიჩუმე.. დავით, გისეირნია ფეხშიშველს ღამის თბილისში? იკითხა თვალებდახუჭულმა. კაცი ფრთხილად მიწვა სავარძელზე. – მხოლოდ ბავშვობაში. უპასუხა ოფიციალური ხმით. – ხედავ? შენ თავად უწესებ საკუთარ თავს საზღვრებს. სვამ ასაკის ჩარჩოებში და მიუთითებ რა შეიძლება და რა არა. დავით, ეს სამყაროა, აქ ყველაფერი იმისთვის არსებობს რომ გააფუჭო, გაანადგურო, რათა შემდგომ უკეთესი შექმნა. ასევეა ვნებაც.. ის გვშლის.. გვკლავს, რათა უკეთესი დაგვბადოს. სიკვდილისფერი ფრთების მტარებელია.. მის ქვეშ განიცდი მიკროსიკვდილს, იმავე ორგაზმს.. მისი მიტოვება კი ახლიდან დაბადებაა. შენ კვდები ბევრჯერ.. ეს არ არის ერთი სიკვდილი.. მან იცოდა ეს და მე იგი მოვკალი. დუმილი ჩამოვარდა ისევ. ქალი სწრაფად წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. – სად მიდიხარ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო სასაუბროდ. დავითი ინტერესს ვერ მალავდა. – მე სიკვდილი მინდა. დაბალ ხმაზე დაუმარცვლა ქალმა და ვნებააშლილი მზერა ესროლა. კაცი თითქოს სავარძელს შეეზარდა.. ეს შიში იყო, ნეტარი შიში.. პალტო მოიცვა და თავდაჯერებული ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი. ქუჩებში ზამთრის სუსხი ბობოქრობდა.
ჩვეულებად ექცა ამ ბარში სიარული. ჯაზი, ალკოჰოლი.. სიმშვიდე. თითქოს აქ დრო ჩერდებოდა და ისიც მშვიდად წონიდა დღეებს და აფასებდა მოვლენებს. სიგარეტი ამოაცოცა დაჭმუჭნული კოლოფიდან და ღრმა ნაფაზი დაარტყა. ბოლო ხანებია ფიქრი დასჩემდა იმ უცნობ ქალზე, ასე უტიფრად რომ უყურებდა იმ ღამით. მას მერე უფრო მეტი ხალისითა და ინტერესით დადის ამ ბარში. იცის რომ ოდესმე გადააწყდება, ამიტომაც მშვიდად ეწევა ღერს ღერზე. ის ხომ მთელი ცხოვრება რაღაცას ელის. იმდენად დაბერდა მისი მოლოდინი, რომ სურს დროზე დამარხოს. ამ ყველაფერს კი სულ მცირე ლოდინის სიკვდილი სჭირდება, რაც სხვამ უნდა ჩაიდინოს. იმ ქალის გამოხედვაში კი იყო რაღაც ისეთი.. ძალიან ახლობელი და ძალიან საშიში.. სწორედ ამ დროს დარეკა მობილურმა. ნომერი არ ეცნო. – ბატონო. გადაღლილი ხმა ჰქონდა. – გამარჯობა, გსურს იყო ჩემი პერსონაჟი? კაცს წუთით ეგონა, ვიღაც მეხუმრებაო, თუმცა ქალს იმდენად სასიამოვნო ხმა ჰქონდა, რომ გათიშვა არც კი უფიქრია. – ვისთან რეკავთ? მგონი ნომერი შეგეშალათ. პასუხის მოლოდინში მიყუჩდა. ქვეცნობიერად სურდა მასთან ყოფილიყვნენ. – მე ის ვარ, ვისი თვალებიც ასე ძალიან გჭირდება. ბარის შესასვლელთან გელოდები. მობილურში გაბმული ზუმერი გაისმა. ძნელია გაოცდე რამით, როდესაც გგონია რომ სამყაროს ყველა საოცრება ამოწურე, თუმცა.. კაცს იმდენად სწყუროდა სიახლე, რომ დაუფიქრებლად დატოვა ბარი. მის წინ იდგა.. იგივე შავი კაბა, იგივე მზერა.. ქალი მიუახლოვდა და ყურის ბიბილოზე წაატანა ტუჩები.. – მე გაგაცოცხლებ..
დავითმა თავის ბავშვობის მეგობართან გადარეკა. გია ქალაქის პროკურორი გახლდათ. მას შემდეგ, რაც იგი პროკურორად დანიშნეს, ვერაფრით იცლიდა მეგობრების მოსანახულებლად, ამიტომაც დავითის ზარმა ძალიან გაახარა იგი. – სად დაიკარგე ბიჭო, ასე უნდა? როხროხებდა ყურმილის მეორე მხრიდან გია. – საქმეების ამბავი მოგეხსენება, შენც ჩარგული ხარ თავ–ფეხიანად პრობლემებში, ჩემო გია. ახლა რაღაც მაინტერესებდა და ვიცი უარს არ მეტყვი დახმარებაზე. გიამ საქმიანად ჩამოისვა ხელი ღიპზე და ინტერესით მოჭუტა თვალები. – ხო მშვიდობაა, რაშია საქმე? იკითხა შეთქმულივით. დავითმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ფრთხილად შეაპარა. – ერთი პაციენტი მყავს, ძალიან უცნაური ქალია. ლევანმა როხროხით გააწყვეტინა წინადადება. – ქალი და არაუცნაური სად გინახავს შეჩემა? ყველანი ეგეთები არ არიან? აგრძელებდა სიცილს პროკურორი. დავითსაც გაეღიმა, თუმცა უფრო მეტად თავის მეგობარზე. – ხო, თუმცა საქმე მის ქალობაში არ არის.. ვიცი, რომ უფლება არ მაქვს ჩავერიო პაციენტის ცხოვრებაში ზედმეტად. მაგრამ ამჯერად საქმე სერიოზულადაა, ეჭვი მაქვს რომ ეს ქალი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დაასრულა დავითმა და გიას რეაქციას დაელოდა. – მდაა… გასაგებია, თუმცა რომელი ფსიქიატრო მე მნახე? მე რაში შემიძლია შენი დახმარება? დაეკითხა ღიმილით. – გადმოგიგზავნი მის მონაცემებს და იქნებ მითხრა, რამე სამართლებრივი დარღვევები ხომ არ აქვს. საკუთარი ეჭვების გაზიარება არ მოისურვა კაცმა. თუკი მისი ფანტაზიის ნაყოფია ქალის მანიაკალური გადახრები, მაშინ მეგობართანაც შერცხვება და უდანაშაულო ადამიანსაც ტყუილად დასდებს ბრალს. – კარგი, გადმომიგზავნე მაილზე მისი მონაცემები და პასუხს საღამოს გეტყვი. დავითმა შვებით ამოისუნთქა. – გაიხარე, გია. დაემშვიდობა მას და კომპიუტერში დაიწყო მონაცემების ძებნა.
შიშველი იწვა ლოგინზე. ჭერს შეყურებდა და სიგარეტს ეწეოდა. მარტოობაშემხმარი კედლები უფრო მეტად ირეკლავდნენ ქალის ფიქრებს. გულისპირზე ესვენა შავი თმის ტალღები.. მარმარილოსფერ სახის კანზე ფერფლივით ეყარა წარსული.. გულგრილი იერის მიღმა კრთოდა სურვილი.. სიცოცხლის სურვილი. – დავითს კარგი დამუშავება დასჭირდება, ზედმეტად ადამიანია. გაეპასუხა სიჩუმეს. – როგორ გგონია.. მას სჯერა შენი არსებობის? ფანტაზიებს შორის გადაქექა დღეები.. ილუზიას გადაწვდა და თვალებზე აიკრა. – ჩემი არსებობა, რომ დაიჯეროს მაგისთვის საკუთარი თავი უნდა მოკლას. ტუჩის კიდეზე ღიმილი ჩაუმუქდა.. – შენ გჯერა იმის, რომ ის ამას იზამს.. შეშფოთებული ხმა ჰქონდა მეორეს. თუმცა განუზომლად დიდი იყო სურვილი. – მე არ მჯერა, მე ვიცი. ღრმა ნაფაზი დაარტყა და თვალები დახუჭა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ვაუუ მითრევს ნელ ნელაა :) კაი კაი ... ახლლა შვეისვენებ ცოტახანში დანარჩენი :) ლევანმა როხროხით გააწყვეტინა წინადადება. გია იგულისხმე ალბათ :) ვაუუ მითრევს ნელ ნელაა :) კაი კაი ... ახლლა შვეისვენებ ცოტახანში დანარჩენი :) ლევანმა როხროხით გააწყვეტინა წინადადება. გია იგულისხმე ალბათ :)
15. ვკითხულობ ინტერესით...;) ვკითხულობ ინტერესით...;)
14. თანდათან უფრო საინტერესო ხდება ეს ქალი, ქეთ:) ფილმის ნახვა ბოლო მომენტში გადავიფიქრე მაინც, რატომღაც. მეორე ხაზში - "ხომ" უნდა იყოს, მგონი. თანდათან უფრო საინტერესო ხდება ეს ქალი, ქეთ:) ფილმის ნახვა ბოლო მომენტში გადავიფიქრე მაინც, რატომღაც. მეორე ხაზში - "ხომ" უნდა იყოს, მგონი.
13. +777 და გაქგრძელებას ველოდები სულმოუთქმელად:)))))));) +777 და გაქგრძელებას ველოდები სულმოუთქმელად:)))))));)
12. +777 და გაქგრძელებას ველოდები სულმოუთქმელად:)))))));) +777 და გაქგრძელებას ველოდები სულმოუთქმელად:)))))));)
11. ქეთ, 5-იანები დავწერე :-* მჯერა შენი :D ქეთ, 5-იანები დავწერე :-* მჯერა შენი :D
10. მაგ ორს ახლავე ჩავასწორებ, მადლობ სწორი შენიშვნებისთვის :)
აი, კორექტურაზე კი რა გითხრა.. ჩემი სუსტი წერტილია, სამწუხაროდ :(
გაიხარე, ფუსუსუნა :) მაგ ორს ახლავე ჩავასწორებ, მადლობ სწორი შენიშვნებისთვის :)
აი, კორექტურაზე კი რა გითხრა.. ჩემი სუსტი წერტილია, სამწუხაროდ :(
გაიხარე, ფუსუსუნა :)
9. რამდენჯერ უნდა გავიმეორო, რომ კარგად წერ:)
ორიოდე შენიშვნა მაქვს:
1. "მანიაკალური" არასწორი ფორმაა, უნდა იყოს "მანიაკური". სამწუხაროდ, თითქმის არავინ ხმარობს ამ სიტყვას სწორად:(
2. "მის ქვეშ განიცდი მიკროსიკვდილს, ი გ ი ვ ე ორგაზმს.. " აქ უნდა იყოს "ი მ ა ვ ე ორგაზმს".
ალაგ-ალაგ სასვენი ნიშნებიც არ იყო თავის ადგილებზე, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია და წვრილმანი:)
წარმატებებს გისურვებ და ველოდები გაგრძელებას:) რამდენჯერ უნდა გავიმეორო, რომ კარგად წერ:)
ორიოდე შენიშვნა მაქვს:
1. "მანიაკალური" არასწორი ფორმაა, უნდა იყოს "მანიაკური". სამწუხაროდ, თითქმის არავინ ხმარობს ამ სიტყვას სწორად:(
2. "მის ქვეშ განიცდი მიკროსიკვდილს, ი გ ი ვ ე ორგაზმს.. " აქ უნდა იყოს "ი მ ა ვ ე ორგაზმს".
ალაგ-ალაგ სასვენი ნიშნებიც არ იყო თავის ადგილებზე, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია და წვრილმანი:)
წარმატებებს გისურვებ და ველოდები გაგრძელებას:)
8. გაიხარე, ველურო :) შენც მოკითხვა :)
და გილოცავთ ბზობას, კეთილი სურვილებით!
რატომღაც სულ მავიწყდება მოლოცვა.. გაიხარე, ველურო :) შენც მოკითხვა :)
და გილოცავთ ბზობას, კეთილი სურვილებით!
რატომღაც სულ მავიწყდება მოლოცვა..
7. ბატონი მიშას კომენტს შემოვყევი, ვაუ, საინტერესოდ წერ ქეთ, უბრალოდ მე პროზა პას ჯერჯერობით, მოკითხვა და ამბები და წარმატებები :-* ბატონი მიშას კომენტს შემოვყევი, ვაუ, საინტერესოდ წერ ქეთ, უბრალოდ მე პროზა პას ჯერჯერობით, მოკითხვა და ამბები და წარმატებები :-*
6. კორექტურას აუცილებლად ჩავასწორებ. სამწუხაროდ, ბევრ ისეთ საკითხს შევეხები, რომ მეშინია მკითხველი არ დავაფრთხო და ნეგატიური განწყობა არ გამოვიწვიო.. უბრალოდ უნდა იყოს ამ თემაზე საუბარი, ყველაზე აბსურდულ აზრსაც აქვს უფლება იარსებოს. თქვენ კი, უღრმესი მადლობა, ბატონო მიშა, რომ მკითხულობთ ასე საინტერესოდ და რომ მოგწონთ ჩემი ნაწერები.
_____
ვეცდები ნაწერზე ფეხი არ გამიცურდეს, ჩემო მშვენიერო ჟადენ.. გიღიმი თბილად, კარგო.. კორექტურას აუცილებლად ჩავასწორებ. სამწუხაროდ, ბევრ ისეთ საკითხს შევეხები, რომ მეშინია მკითხველი არ დავაფრთხო და ნეგატიური განწყობა არ გამოვიწვიო.. უბრალოდ უნდა იყოს ამ თემაზე საუბარი, ყველაზე აბსურდულ აზრსაც აქვს უფლება იარსებოს. თქვენ კი, უღრმესი მადლობა, ბატონო მიშა, რომ მკითხულობთ ასე საინტერესოდ და რომ მოგწონთ ჩემი ნაწერები.
_____
ვეცდები ნაწერზე ფეხი არ გამიცურდეს, ჩემო მშვენიერო ჟადენ.. გიღიმი თბილად, კარგო..
5. ჯერ ამეებზე:
1. "ღმერთი პერსონაჟია, ადამიანების მიერ გამოგონილი, რათა ჰყავდეთ დამცველი და განტევების ვაცი ერთდროულად. მათთვის ეს აუცილებელია.. თუკი ისინი აღმოაჩენენ, რომ თავად არიან საკუთარი თავის უფალი, მათ გამოეცლებათ ყველაფერი.."
მგონი აქ, პრინციპულად, სწორ აზრს ვერ ავითარებს პერსონაჟი (ავტორიც?)! ეს უფრო რენანისეული თეოლოგიის ფილოსოფიაა, რასაც არ ვეთანხმები! სიღრმეებში არ დავიწყებ მსჯელობას, გასგები მიზეზების გამო!
2. "აქ სხვა ცხოვრებაა, თბილისი ბოჭავს სურვილებს.."
ეს მართლაც ასეა! თბილისი, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველას ძალიან გვიყვარს, მართლაც შეზღუდული, პროვინციული, ცუდი გაგებით, აზიური ქალაქია! ეს ყველაზე უფრო რელიეფურად მაშინ ვიგრძენი, როდესაც ჩემი ევროპაში პირველი მოგზაურობის შემდეგ მოვბრუნდი აქ და იმდენი კონტრასტი დავაფიქსირე თანამედროვე, ცივილიზებულ ქალაქებსა და თბილისურ ყოფას შორის რომ გაკვირვებული დავრჩი!.. თიუმცა ამ ქალაქს აქვს თავისი კოლორიტი, ხიბლი, რასაც განსაკუთრებით აქ დაბადებულ-გაზრდილნი ორგანულად სეჩვეულნი არიან და მის პროვინციალურს ვეღარც კი გრზნობენ და რომ უთხრა, ლამის პირად შეურაცხყოფადაც კი აღიქვამენ!
3. "კაცმა წუთით ეგონა,"
ეს კი, უბრალოდ, კორექტურაა, უნდა იყოს "კაცს"! ყოველმხრივ გამართული, დახვეწილი და საინტერესო მწერლობაა და არ მინდა ამგვარი კორექტურული ხინჯებიც კი მასში!
დანარცენი ყველაფერი კარგად მიდის, ნამდვილად საინტერესოდ! ძალიან მომწონს შენი ხელწერა! ჩათვალე, რომ შენი მწერლობის ფანი ვარ!
გილოცავ ბზობას და გისურვებ წარმატებებს!
ჯერ ამეებზე:
1. "ღმერთი პერსონაჟია, ადამიანების მიერ გამოგონილი, რათა ჰყავდეთ დამცველი და განტევების ვაცი ერთდროულად. მათთვის ეს აუცილებელია.. თუკი ისინი აღმოაჩენენ, რომ თავად არიან საკუთარი თავის უფალი, მათ გამოეცლებათ ყველაფერი.."
მგონი აქ, პრინციპულად, სწორ აზრს ვერ ავითარებს პერსონაჟი (ავტორიც?)! ეს უფრო რენანისეული თეოლოგიის ფილოსოფიაა, რასაც არ ვეთანხმები! სიღრმეებში არ დავიწყებ მსჯელობას, გასგები მიზეზების გამო!
2. "აქ სხვა ცხოვრებაა, თბილისი ბოჭავს სურვილებს.."
ეს მართლაც ასეა! თბილისი, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველას ძალიან გვიყვარს, მართლაც შეზღუდული, პროვინციული, ცუდი გაგებით, აზიური ქალაქია! ეს ყველაზე უფრო რელიეფურად მაშინ ვიგრძენი, როდესაც ჩემი ევროპაში პირველი მოგზაურობის შემდეგ მოვბრუნდი აქ და იმდენი კონტრასტი დავაფიქსირე თანამედროვე, ცივილიზებულ ქალაქებსა და თბილისურ ყოფას შორის რომ გაკვირვებული დავრჩი!.. თიუმცა ამ ქალაქს აქვს თავისი კოლორიტი, ხიბლი, რასაც განსაკუთრებით აქ დაბადებულ-გაზრდილნი ორგანულად სეჩვეულნი არიან და მის პროვინციალურს ვეღარც კი გრზნობენ და რომ უთხრა, ლამის პირად შეურაცხყოფადაც კი აღიქვამენ!
3. "კაცმა წუთით ეგონა,"
ეს კი, უბრალოდ, კორექტურაა, უნდა იყოს "კაცს"! ყოველმხრივ გამართული, დახვეწილი და საინტერესო მწერლობაა და არ მინდა ამგვარი კორექტურული ხინჯებიც კი მასში!
დანარცენი ყველაფერი კარგად მიდის, ნამდვილად საინტერესოდ! ძალიან მომწონს შენი ხელწერა! ჩათვალე, რომ შენი მწერლობის ფანი ვარ!
გილოცავ ბზობას და გისურვებ წარმატებებს!
4. მე იმპულსებით ვგრძნობ ადამიანებს...
ძნელ და ღრმა თემას შეეჭიდე ქეთ. ძალიან მინდა ჩავარდნების გარეშე გახვიდე ბოლომდე. წარმატებებს გისურვებ გულით. მე იმპულსებით ვგრძნობ ადამიანებს...
ძნელ და ღრმა თემას შეეჭიდე ქეთ. ძალიან მინდა ჩავარდნების გარეშე გახვიდე ბოლომდე. წარმატებებს გისურვებ გულით.
3. ძალია კარგად წერ ქეთ :) ძალია კარგად წერ ქეთ :)
2. ყოჩაღ!!! რისრეულად აგრძელებ!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!! რისრეულად აგრძელებ!!! გაიხარე შენა!!!
1. გაგრძელება მინდა სასწრაფოდ!:) გაგრძელება მინდა სასწრაფოდ!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|