ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აურზაური
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2010


უსათაუროდ

ცხოვრება მიდის თავის დინებით...
(წელს წყალდიდობა არ გვემუქრება...)
მორევს ჩათრეულ ოცნებებს კი ვინც გადამირჩენს
ათასი ოქრო! ოქროს ხომ
ახლა ჩალის ფასი აქვს!

ცხოვრება  მიდის თავის დინებით...
ვიცი უფროსებს ჩემი  დარდი გაქვთ...
დიდი ხანია ვეძებ დაკარგულს,
დაკარგულს მკერდზე დიდი დაღი აქვს...

ცხოვრება მიდის თავის დინებით...
(წელს წყალდიდობამ სული დატბორა...)
თითქოს სუყველა ჩემთვის ლოცულობთ,
მე კი რატომღაც ისევ მარტო ვარ...

ცხოვრება მიდის თავის დინებით,
(წელს წყალდიდობა არ გვემუქრება...)
მორევს ჩათრეულ ოცნებებს კი
ვინც გადამირჩენს - ათასი ოქრო!
ოქროს კი...
ოქროს ხო ახლა  ჩალის ფასი აქვს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები