ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქა_რთველი
ჟანრი: პროზა
2 აპრილი, 2010


რიგი

ხალხი ირევა, ნერვები დაწყვეტაზე აქვთ
ძალიან ბევრნი არიან, ძალიან!..
ყველა დგას და დგომისგან დაღლილები ფიქრობენ როგორ გადავიდნენ წინ, თუნდაც თავის წინ მდგომ ადამიანზე წინ.

-ბოლო ვინ არის?
-აქ ბოლოს რა უნდა რიგს გაყევი და ნახავ.
მივიდა დადგა, ძალიან შორს იყო.
ცოტა ხნის შემდეგ ვიღაც ორი მოვიდა, წინ ჩაუდგა
-რიგი დაიკავე გენაცვალე
-ჩვენ აქ 1 საათია უკვე ვდგავართ უბრალოდ ცოტა ხნით გავედით
-მერე დარჩენილიყავი და დაგეკავებინა რიგი, ჩვენ უსაქმურები კი არ ვართ აქ რო ვდგავართ
-ქალბატონო 1 წუთუთ გავედით, მეგობარმა გამოიარა ხო უნდა მომეკითხა
-ჩვენც გვყავს მეგობრები გენაცვალე (ხელით გაწია და დადგა)
(სიშინლად გაბოროტებულია, მაგრამ რა მისი ბრალია..)
(წინ ვიღაცამ ჩუმად გადაუჩურჩულა თავის უკან მდგომს სიცილით)
-რიგმა მეგობარი არ იცისო არა?:)
-ჰაჰაჰა(მომხიბლავი სიცილით) ხო მასეა, გენაცვალე, ძაან მეჩქარბა და შეგიძლია ადგილი დამითმო?
-(ხმას არ ცემს თავს იყრუებს)
-უკაცრავად.. ხელს ურტყამს
-გამოიხედა
-ძალიან მეჩქარება მეთქი და ადგილს ვერ დამითმობ?
-მეც მეჩქარება (თავისთვის- არავის არ უნდა გაუღიმო თორე თავზე დაგაჯდებიან)
-(ეს უკანა ესეც თავისთვის-ტყუილად გავიცინე მგონი ამის უაზრო ხუმრობაზე)
და ისევ ისენი..
-რატო მეჯიკავებით ქალბატონო ხომ გითხარით რიგი დაკავებული მქონდა
-ნუ მეტლიკინები შენხელა შვილები მყავს
-ღმერთმა გაგიზარდოთ, მაგრამ ჭიდაობა რინგზეა
-უზრდელო, სად გაიზარდე, სახლში მშობლები არაფერს გასწავლიან?
(და სხვა-რინგზეო, რინგზე ჭიდაობა კი არა ბოქსია:) )
ამ ბიჭმა დაიკიდა-ჯიგარია და უფრო წინასთან სცადა ჩაკვეხება, და როცა უკან იხედებოდა წინ დაუდგა, იმან გამოიხედა არაფერი არ უთხრა (კაცი იყო და..) გააგრძელა ლაპარაკი, მაგრამ უკნიდან:
-სად ეკვეხები ბიჭო, ბატონო რატომ აყენებთ თქვენს წინ ვიღაცეებს ესე საღამომდე ვერ გავალთ ბოლოში
-მე რას ვაყენებ მოვიდა და დადგა, ხომ არ გავაგდებ
(ვიღაცამ იმდენი იკივლა ისევ გამოვიდა და უკან დადგა)
(სხვამ სულ სხვამ გამოიარა)
-უკაცრავად რა ხდება აქ?
-რიგია ვერ ხედავ?
-რისი რიგია?
-წადი რიგი დაიკავე აქ მაინც არავინ ჩაგაყენებს (უკან იყურება და კმაყოფილი იმით რომ ბოლოსგან დიდი მოშორებით დგას ღიმილით ეუბნება)  :  აგეეე იქ მიდი იქ ჩადექი (და გასწორდა, წელში გაიმართა- რიგს უფრთხილდება)
-იქ რა მინდა უბრალოდ მაინტერესებდა რისი რიგია
-თუ არ გინდა კარგად იყავი (არც გახედა- ძალიან ამაყად იყურება)
(ბიჭი გამოვიდა – თავისთვის რა მინდა რიგში გიჟია ეს, რისი რიგია მეთქი და წადი ჩადექიო- ერი ჰაა, და სხვასთან მივიდა, უფრო ახალგაზრდასთან)
- უკაცრავად რატო დგახართ?
გამოხედა, თვალებში შეხედა, მერე უცებ უნებურად დაბლა-ბოტასებზე დახედა ისევ ამოხედა-(გოგოა რა) გაუღიმა და ისე:
-არ შეიძლება?
(ვაიმეე?! ან მე გავგიჟდი ან დანარჩენი ყველა, რა არ შეიძლება, ვერაფერი ვერ გავიგე, რატო არ შეიძლება მარა რისთვის? და მაინც..)
-როგორ არ შეიძლება მაგრამ რისთვის დგახართ, რა რიგია?
(რატომღაც თვალები ცრემლით აევსო-ძალიან ლამაზი გოგოა- სრულყოფილება)
-რა გინდა? (მართლა კითხა)
(ეხლა მართლა გავაფრენ რა რა მინდა მგონი მძინავს მარა რო მღვიძავს? კაროჩე რაააა –ესეც თავისთვის იმას როგორ ეტყოდა ის ძაან მაგარია)
-უკაცრავად (და ისევ წავიდა)
(გოგო კი მიხვდა- მართლა არ იცოდა!! მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბიჭი წავიდა, და ალბათ რო არ წასულიყო მაინც არ ეტყოდა იმიტომ რომ ვერ ეტყოდა და უცებ ძალიან შეშურდა მისი (არა ბოროტი არ იყო) ) (ვინც ეს არ იცოდა მას ხომ არც ჭირდებოდა ის რისთვისაც ამდენი ხალხი იდგა და წლობით ელოდებოდა) ეს იცოდა გოგომ.
(ბიჭი მოხუცთან მივიდა)
-უკაცრავად ბაბუ აქ რა ხდება? რატო დგას ამდენი ხალხი, რისი რიგია? უკვე ძაან აინტერესებდა (იასნია დააინტერესებდა)
(იმან კი გამოხედა ნაღვლიანი და დატანჯული სახე ჰქონდა და მაინც- კეთილად ძალიან კეთილი ღიმილით  გაუღიმა)
-არ გინდა ბაბუ მაგის გაგება შენ არაფერში გჭირდება
-რააა? უკაცრავად ბატონო (უნებურად წამოცდა –“რაა”) რა არის ასეთი? (უკვე საერთოდ ვეღარაფერს იგებდა, სიზმარი იყო მაგრამ როგორ სიზმარი ნაღდად ეღვიძა, აღარ უნდა გაჩერება წასვლა უნდა-ვეღარაფერს გებულობს და..- ვერც მიდის, ცოტათი შეეშინდა კიდეც)
-ბედნიერ ვარსკვალვზე ხარ ბაბუ გაჩენილი, წადი დროს ნუ კარგავ, წადი სადაც მიდიოდი, ცხოვრების არცერთი წამი არ დაკარგო ბოლომდე შეიგრძენი ბედნიერება)
(რაღაცნაირად უთხრა, არ შეიძლებოდა არ დაგეჯერებინა, არ დამორჩილებოდი.. და ბიჭიც გაუაზრებლად მიტრიალდა, თითქოს ყველაფერს მიხვდა, არა ვერაფერი გაიგო მაგრამ შინაგანად მიხვდა და წავიდა.. გათიშული და გაოგნებული.. რაღაც სასწაულს გრძნობდა.. ბედნიერებისგან სისხლი აწვებოდა მთელს სხეულს.. და მიხვდა!! : ის ერთ-ერთი იყო იმ უბედნიერესებიდან რომლებიც ერთეულები იყვნენ მთელს სამყაროში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები