ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია კახიძე
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2010


''ლელას ახალ ლექსზე''

მე არც სიცხე მაქვს და არც ვბოდავ შესაბამისად,
გიყვები მხოლოდ ლექსად განცდილ ჭიდილს სინდისთან.
საღამოობით გამჭოლ მზერას რომ ვგრძნობ სარკიდან
ხელის ფათურით რომ ვათენებ ღამეს ტკივილთან.

მაწუხებს ხშირად, უ-სახელო მგომარეობა
სულის, თუ გინდა შენ დაარქვი სულ სხვა სახელი.
დამღალა იცი, უშედეგოდ თავთან კამათმა
არაფრისმთქმელი გამართლების ძებნამ ჰაერში.

მაფორიაქებ, მაღელვებ და კიდევ რავიცი
მეტაფორებიც არ მელევა ამის დამტევი.
ათასგზის ნაფიქრს, აქ ერქმევა ეშმასთან ბრძოლა
ათიათასჯერ გაზომილ გზას მისი ბილიკი.

არ ვღირვარ ღმერთო, შენი დროის ჩემზე დაკარგვად.
გინდ ყველა ერთად დამახვიო ანგელოზები.
თვითგადარჩენის სურვილი და საშუალება,
განხილულია შინაგანთან დიდი კამათით,

და. . . უფანჯრებო სახლში მინდა გადასახლება,
სადაც ანარეკლს არ აჩვენებს წყალი ონკანის,
სადაც სარკეებს არ ექნებათ დანიშნულება,
და იქ სინდისის საკუჭნაოს ადევს ბოქლომი.

შეეშვი ღმერთო ჩემი ბედით სხვების გართობას
სულში ფათური ჭუჭყიანი ხელების კმარა!
რად გინდა ღმერთო, გადარჩენა ცადო თავიდან
მართლა არ ვღირვარ, შენი დროის ჩემზე დაკარგვად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები