 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 6 აპრილი, 2010 |
ახლა ქარია გარეთ და ვიცი ჩემს მონატრებას საათებს ესვრი, გცივა და ვიცი რომ გინდა ჩემთან, იქ, სადღაც სადაც ჩვენია ზეცა. ღამის კოშმარად გექცა ოცნება, დრო იწელება, დღეები დნება. ქრება, სანთელიც ხატებთან ქრება "მიყვარხარ" ისევ ტუჩებზე ხმება. მე უშენობას ვერ შევეჩვევი, ღამით დავტოვებ ოცნებებს მარტო. მე რაღად მინდა სიცოცხლე ჩემი, თუ უშენობა დამჩემდა მარტო. ოცნებებს დასდევ ფოტოალბომში, სადაც ვარსკვლავებს უნახავ მთვარეს აქვეა ზეცა, აქვეა მიწა "მიყვარხარ" ისევ უნიჭოდ კვდება.
ახლა ქარია გარეთ და ვიცი, ჩემს მონატრებას ისევე ისვრი. გცივა და ვიცი რომ გინდა ჩემთან იქ, სადღაც სადაც ჩვენია ზეცა. აგერ ვარსკვლავიც გამოჩნდა ცაზე შორს გაისროლა ქარმა ღრუბლები მთვარესთან დგახარ და იცრემლები. "მიყვარხარ" ისევ გადნება თავზე. ცოტაც მაცადე და მერე მოვალ, ძლიერ გაგათბობ, გაჩუქებ სითბოს. მიყვარხარ გესმის? მიყვარხარ ძლიერ. იქ, სადღაც სადაც ჩვენია ზეცა...
ვიცი ყველაფერს დრო წყვიტავს მაგრამ ჩვენი გრძნობები უძლეველია. ცოტაც მაცადე, ცოტაც და მოვალ გეტყვი: მიყვარხარ ჩემო ფერია. ახლა ქარია გარეთ და ვიცი, ჩემს მონატრებას საათებს ესვრი. გცივა და ვიცი რომ გინდა ჩემთან, იქ, სადღაც სადაც ჩვენია ზეცა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. წყვიტავს წყვეტს :)
სულ ესე ვრცლად რატომ იცი წერა? :P
ბევრი კარგი ფრაზაა ლექსში და მთლიანოაში, უეთესია წინებზე :) წყვიტავს წყვეტს :)
სულ ესე ვრცლად რატომ იცი წერა? :P
ბევრი კარგი ფრაზაა ლექსში და მთლიანოაში, უეთესია წინებზე :)
6. ვა ბექაა :D
მომწონს :) ვა ბექაა :D
მომწონს :)
1. საოცრად სუფთა და ემოციური :) საოცრად სუფთა და ემოციური :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|