ეს ყველაფერი მანამდე იყო....
-ლუსი, იცი მე შენ თვალებით შემიყვარდი, -თვალებით? როგორ ალბერ? -არ ვიცი, მახსოვს როცა პირველად დაგინახე მთელ ტანში გამიარა შენმა მზერამ, -მე კი გავიფიქრე, რა უცნაური ბიჭია ნეტა თუ იცის, რომ ძალიან მომწონს მეთქი, -მართლა? -არა, გატყუებ, თავიდან ყურადღება არც მიმიქცევია, კიბეზე სასაცილოდ ჩამომჯდარი ბიჭისთვის, -აბა როდის მოგეწონე? -როცა კარგად გაგიცანი ალბერ, ყველას ვუყვებოდი რა საყვარელი ხარ, მართლაც ძალიან, ძალიან შემიყვარდი, ხომ იცი? -კარგი, კარგი, მაკოცე და დავიძინოთ...
რამდენიმე დღის წინ...
"ჩუმად ითვლის სამამდე, ბანალურია, მაგრამ დღესაც დაღამდება, რამდენიმე გაცრეცილი ათფრანკიანი ზოგისთვის მნიშვნელოვანია, მას კი მხოლოდ მარტოობის ეშინია.. ანას ჯეიკი უყვარდა, ჯეიკი დაიხარა და ღიპზე საჩვენებელი თითი დაიდო, შოკოლადით სავსე ყუთი, სამუდამოდ შერჩა ხის კარადას, ქუჩაში ისევ დადიოდა უპატრონო ძაღლი, ცამ გადაიფიქრა ჩვენთან ჩამოსვლა, ჭიქა წყალი არ ყოფილა გამოსავალი"...
მომდევნო გვერდს ჩემს ქალაქში წავიკითხავ....
და ახლა, ქუჩაში მარტო....
რამდენი ხანია გლაზგოში არ ვყოფილვარ, ყველაზე მეტად ნამიანი ქვაფენილები და ჩუქმურთმებიანი შენობები მომენატრა...
ყოველთვის ერევათ ერთმანეთში შოტლანდიელები და გადარეული ირლანდიელები, მე კი, მიუხედავად იმისა რომ წმინდა სისხლის დუბლინელი ვარ, თავს მაინც სკოტების მიწის შვილად ვთვლი...
ეს ქუჩა არ იცვლება, ალბათ ამიტომ მიზიდავს ასე, აი, მაგალითად, ეს ტკბილეულის მაღაზია, ჩემს ბავშვობაშიც ასეთი იყო, სახელიც კი არ შეუცვლიათ, მისის ფლეტჩერი, თუმცა მოხუცდა, მაინც ღიმილით ყიდის ჯემიან კარამელს, ცელქ სკოლის მოსწავლეებზე. ერთ დროს, მეც მეცვა ფორმა, ლურჯი ზოლებით, ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ჩასუქებულ, წითურ ბიჭს აცვია. ვინ იცის, იქნებ ისიც ოცნებობს ბედნიერ მომავალზე და ღამე, ჩემსავით დაეძებს ვარსკვლავებს, ედინბურგის ღრუბლიან ცაზე. მე და ლუსი, მაშინ სტუდენტები ვიყავით. ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ ჰყავდა ჩემამდე არავინ, თუნდაც ბავშვური გრძნობით გატაცებული შეყვარებული. ბევრი ცუდი თვისება მაქვს, მაგრამ ის ჩემში მხოლოდ საუკეთესოს ეძებდა, ბოლოს საკუთარი თავი სულ სხვაგვარად დამანახა, ამის გამო კიდევ უფრო მაგრად ჩავიკარი გულში, არსად გავუშვებდი.. რომ არა ჩემი სისულელე, ალბათ დღესაც ერთად ვიქნებოდით... წარმოუდგენელი იყო დღე მის გარეშე, ღამეც, სახლში მისული, საათობით ველაპარაკებოდი ტელეფონით, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ვერ ვიტან ყურმილზე ჩამოკიდებულ ადამიანებს... ლუსი, ჩემი ლუსი, ნეტა ახლა რას აკეთებს, ალბათ ერთად ასეირნებენ პატარა უინსტონს პარკში, ან კინოთეატრში არიან საბავშვო სეანსზე... ისე, არამგონია ჩემს შვილს მულტფილმები უყვარდეს, ძალიან სერიოზულია ჩემსავით, "გარდიანის" შაბათის ნომერი ურჩევნია, უაზრო ზღაპრებს...
ჯერ პოლთან შევივლი, მახსოვს როგორ მეწინააღმდეგებოდა, როცა მივდიოდი, მაგრამ ახლა დარწმუნდება რომ მართალი ვიყავი. სულ სხვა ადამიანი გავხდი, ალბათ, მანძილმა და დრომ თავისი ქნა, ზოგჯერ ადგილებს თავისი მაგია აქვთ, ჩაკეტილ წრეზე გვატარებენ, საიდანაც თავის დაღწევა, ხშირად, არც თუ ისე ადვილია, მიხარია, მე ეს შევძელი...
პიკასო , მუზეუმიდან ცოტა დათრგუნული გამოვედი, ვერაფრით ვხვდებოდი რა ჰქონდა ამ კაცს "ტროტუარის" მხატვრებზე მეტი, არადა, მის ნახატებს ხალხი ნახულობს, მეც ხომ ჩემი ფეხით მოვედი, რამდენიმე წრე დავარტყი, გამოვედი და ლუსის მივაშტერდი...
-შენ უფრო ნიჭიერი ხარ, ნეტა იცოდე საკუთარი თავის ფასი, - მე? კი, რა თქმა უნდა, ნაყინი გინდა? ფული არ მაქვს, აი ჩემი ჯიბეები, აი ჩემი ნიჭი.. -შენ სუსტი ადამიანი ხარ, მეოცნებე, მაგრამ იცი? როცა ოცნებას ბედავ, ასრულებისთვის ბრძოლაც უნდა შეგეძლოს.
სიგარეტსაც აღარ ვეწევი, ნეტა ლუსი ეწევა? მახსოვს მე ვასწავლე ვისკის დალევა, რამდენი ვიცინეთ მაშინ, მერე მთვრალი წავედი გამოცდაზე, გამომაგდეს, არა... კარგი დრო იყო ნამდვილად... ძალიან მენატრება უინსტონი, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ვიცი, ვაწყენინე, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი მაპატია, თუ არ მაპატია, იმედი მაქვს ისე ძალიან აღარ მიბრაზდება,ისე, როგორც რამდენიმე წლის წინ, როგორ მინდა ჩავეხუტო... მე ალბერი ვარ და... მე ისინი, მივატოვე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. http://www.youtube.com/watch?v=xK1XOwrj-vI&feature=related
>:P
მომდევნო გვერდს ჩემს ქალაქში წავიკითხავ... :)
გამოცდებმა ტვინის არევა იცის,სახელებისაც :)) http://www.youtube.com/watch?v=xK1XOwrj-vI&feature=related
>:P
მომდევნო გვერდს ჩემს ქალაქში წავიკითხავ... :)
გამოცდებმა ტვინის არევა იცის,სახელებისაც :))
14. დიდი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა. მე ცოდვილი ვარ.. დიდი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა. მე ცოდვილი ვარ..
13. ყოველთვის ერევათ ერთმანეთში შოტლანდიელები და გადარეული ირლანდიელები, მე კი, მიუხედავად იმისა რომ წმინდა სისხლის დუბლინელი ვარ, თავს მაინც სკოტების მიწის შვილად ვთვლი...
ამან გამისწორა მაგრად ...
კარგი ნაწერია კარგად გამოგსვლია
იცოცხლე შენა... ყოველთვის ერევათ ერთმანეთში შოტლანდიელები და გადარეული ირლანდიელები, მე კი, მიუხედავად იმისა რომ წმინდა სისხლის დუბლინელი ვარ, თავს მაინც სკოტების მიწის შვილად ვთვლი...
ამან გამისწორა მაგრად ...
კარგი ნაწერია კარგად გამოგსვლია
იცოცხლე შენა...
12. ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!!
11. :(
კარგი ნაწერია... :(
კარგი ნაწერია...
10. პროზას იშვიათად ვკითხულობ ხოლმე.. (თვალები მტკივდება) მაგრამ დავიწყე და ვერ მოვწყდი..
მომეწონა ძალიან და კიდევ შემოვივლი აქ ვიცი .. პროზას იშვიათად ვკითხულობ ხოლმე.. (თვალები მტკივდება) მაგრამ დავიწყე და ვერ მოვწყდი..
მომეწონა ძალიან და კიდევ შემოვივლი აქ ვიცი ..
9. რამდენიმე ადგილი განსაკუთრებით მომეწონა:) მერე რა, რომ ზედმეტი მძიმეები მრევენ : ))))) რამდენიმე ადგილი განსაკუთრებით მომეწონა:) მერე რა, რომ ზედმეტი მძიმეები მრევენ : )))))
8. ეს მაგარი ნაწერია! ეს მაგარი ნაწერია!
7. ზოგჯერ ადგილებს თავისი მაგია აქვთ, ჩაკეტილ წრეზე გვატარებენ, საიდანაც თავის დაღწევა, ხშირად, არც თუ ისე ადვილია...
ერთხელ ჩაკეტილი წრე,თვითონ ხდება მაგიური,რომელსაც აღმოსავლური ფილოსოფიით,სიკვდილი,ან რაიმე მასავით ძლიერი და საბედისწერო შემთხვევა თუ გაწყვეტს. ამიტომ ნურასოდეს ჩაკეტავთ წრეს,ივლით და ივლით მერე მასზე...ამ ადგილას...სხვა ადგილას...
მომწონს შენი ნაწერები,ფიქრს და აზროვნებას მაწყებინებს...
მე ისინი, მივატოვე... ზოგჯერ ადგილებს თავისი მაგია აქვთ, ჩაკეტილ წრეზე გვატარებენ, საიდანაც თავის დაღწევა, ხშირად, არც თუ ისე ადვილია...
ერთხელ ჩაკეტილი წრე,თვითონ ხდება მაგიური,რომელსაც აღმოსავლური ფილოსოფიით,სიკვდილი,ან რაიმე მასავით ძლიერი და საბედისწერო შემთხვევა თუ გაწყვეტს. ამიტომ ნურასოდეს ჩაკეტავთ წრეს,ივლით და ივლით მერე მასზე...ამ ადგილას...სხვა ადგილას...
მომწონს შენი ნაწერები,ფიქრს და აზროვნებას მაწყებინებს...
მე ისინი, მივატოვე...
6. ვაიი, როგორ მომეწონა. ვერაფერს გამოვარჩევ, მაგრამ მაინცაა რაღაცეები საოცრად ჩემიანი.
როცა ოცნებას ბედავ, ასრულებისთვის ბრძოლაც უნდა შეგეძლოს. (ეჰ!)
ბევრი ცუდი თვისება მაქვს, მაგრამ ის ჩემში მხოლოდ საუკეთესოს ეძებდა, ბოლოს საკუთარი თავი სულ სხვაგვარად დამანახა, ამის გამო კიდევ უფრო მაგრად ჩავიკარი გულში, არსად გავუშვებდი..
მერე მთვრალი წავედი გამოცდაზე... (მეც)
ხოო და ჩემი მოწონება ნაწერს და 55555. ვაიი, როგორ მომეწონა. ვერაფერს გამოვარჩევ, მაგრამ მაინცაა რაღაცეები საოცრად ჩემიანი.
როცა ოცნებას ბედავ, ასრულებისთვის ბრძოლაც უნდა შეგეძლოს. (ეჰ!)
ბევრი ცუდი თვისება მაქვს, მაგრამ ის ჩემში მხოლოდ საუკეთესოს ეძებდა, ბოლოს საკუთარი თავი სულ სხვაგვარად დამანახა, ამის გამო კიდევ უფრო მაგრად ჩავიკარი გულში, არსად გავუშვებდი..
მერე მთვრალი წავედი გამოცდაზე... (მეც)
ხოო და ჩემი მოწონება ნაწერს და 55555.
5. როცა ოცნებას ბედავ, ასრულებისთვის ბრძოლაც უნდა შეგეძლოს.:):):):):):):):)
როცა ოცნებას ბედავ, ასრულებისთვის ბრძოლაც უნდა შეგეძლოს.:):):):):):):):)
4. ჭეშმარიტად ოტტო, ლარსი ჩემი მეგობარიცაა ჭეშმარიტად ოტტო, ლარსი ჩემი მეგობარიცაა
2. სინერ დაე დავაწყოთ ყველა სიტყვა ესე რიგში და დავხვრიტოთ..
და ვთქვათ: ამინ!!!!! სინერ დაე დავაწყოთ ყველა სიტყვა ესე რიგში და დავხვრიტოთ..
და ვთქვათ: ამინ!!!!!
1. საინტერესოა :)
5 საინტერესოა :)
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|