ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაიკო ორბელიანი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2010


ხედავ....

ხედავ ლოგინიდან გაგიტაცე,
ფრთხილად შეგატოვე ჩემს სიყვარულს,
ხედავ ვარსკვლავები მინათებენ,
ხედავ მაშიშვლებენ გრძნობადქცეულს...
ხედავ სნეულივით გათენებას
როგორ ავუკრძალე სითამამე,
ხედავ შენსპერანგშიგახვეულმა
როგორ გავიყავი შენი ღამე...
ხედავ ხელი როგორ მოკანკალებს
შენს თბილ ჭაღარაში ჩარჩენილი,
ხედავ შემოდგომა შემოგავლე
ჩემი მონატრებით გაწეწილი,
ხედავ იარებით დაგეფარა
ჩემით ნაფერები ოცნებები,
ხედავ შენს ნატერფალს დავაფინე
სიზმარწართმეული გაფითრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები