ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2010


შორენა

სამი დღე წვიმდა ზედიზედ,ახლა
თითქოს საღამო მოსულა მშვიდი
და ჩემს თვალებსაც ძილი ეახლა,
ვით რატისეულ სასახლეს ბინდი.
ჩემი ოცნებაც თურმე იქ დარჩა,
სადაც დავღვარე ცრემლების თქეში,
ტყემაც მოიცვა ჭრელ-ჭრელი ფარჩა,
ვით გაზაფხულზე,აპრილის თვეში.
თაფლის სანთელი ჩუმად ლიცლიცებს
და ადამს ევა აცდუნებს ვაშლით..
ცოდვას,რომელიც თეთრად ციმციმებს,
ვეცდებით,მაგრამ ვერას გზით წავშლით.
და ვუერთდები სევდის ქარავანს,
ვკვდები გარეშე თანამოაზრის...
ქვითინით მოჰქრის ქარი საფლავთან...
ცხელ უდაბნოში ვეძებ ოაზისს.
არ შემიძლია სულის მოცემა,
მე ჩემი სული ლექსებს ვაჩუქე...
თურმე გაფრინდა ჩემი ოცნება...
მოკვდა ხალისი და სიჩაუქე.
ჩემი ღაწვებიც,სპილოსძვლისფერი
დასეტყვეს ჩემმა ცრემლებმა ცხელმა
და სიკვდილის წინ გედივით ვმღერი...
ახლაც სიმღერა ამომეჩემა.
კბილი-კბილის წილ,თვალი-თვალის წილ...
სიზმრის პერანგი მაქვს დახეული...
ჩანგრეულია ფერდი,ლავიწი
და კვლავ უსულოდ რჩება სხეული.
ვხტები და შიში არა მაქვს ვარდნის!
ან რისი კვნესა,ან რისი ოხვრა?!
გადახნულ ველებს ფიფქები ბარდნის
და ჩემს საფლავზე შენც თოვლად მოხვალ.
ლოყაზე ჟონავს ცხელი სისველე...
ბაგეთა კუთხეს ცრემლები ავსებს,
ფიქრებით გული გადავისერე,
არ შერჩენია  ზღვას სიხასხასე..
ღამის წყვდიადში გაჰკივის მართვე,
თვალები,როგორც ცეცხლი,გიზგიზებს...
ლამაზი ქალი ლექსებსაც მართმევს
და ლექსთან ერთად სულსაც ითვისებს.
და ჩემი სულიც სხვისია ახლა,
თითქოს საღამო მოსულა მშვიდი,
და ჩემს თვალებსაც ძილი ეახლა,
ვით რატისეულ სასახლეს ბინდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები