ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2010


როდესაც წავა მატარებელი

როდესაც წავა მატარებელი,
დაისადგურებს ისევე სევდა...
მემახსოვრება მარად ჰეგელი
და ტიციანი - სახელად ფსევდო.

მერე გადავშლი უძველეს რუკას,
როგორც თევზისთვის გაცრეცილ გაზეთს...
მათეს,იოანეს,მარკოზს და ლუკას
დავალოცინებ ოსეთს,აფხაზეთს.

მთვარე მისახსოვრებს არტახებს ნაცნობს,
მიწისქვეშეთშია პონტო და პართია,
რა სამწუხაროა,მარტოსულ ნაც. სნობს
აღარ გააჩნია ხვალიდან პარტია.

პარიზს დავივიწყებ ლიონს და მარსელს,
მე ლექსებს ვაჩუქებ უემოციურესს
ამ უცხოპლანეტელს,ვამსგავსებ მარსელს
ვეღარ გაუსინჯა მან გემო პიურეს.

ფრაზას დაუწუნებს ბუასტი დიდროს,
ვერ საზღვრავს მუსიკის გამა დიუმებს,
მე თქვენ არ წაგართმევთ ძალიან დიდ დროს,
რადგან ეს ლექსები ვერ გამადიუმებს.

მიველტვი მზიანეთს,იცი?სად პო ნელა
იგონებს სიუჟეტს,რომ წეროს ყორანი,
გახსოვდეთ მარჯნისფერი ყვავილი - საპოვნელა
და ბარდნალელების ნაცნობი ბორანი.

კინოში წავიდეთ და ვნახოთ კომედია,
როგორ ითამაშებს მამაკაცს მერლინი?
მშიერი გოჭისთვის დღეს ეს რკო მეტია,
ვიდრე ჰიტლერისთვის ევა და ბერლინი.

დუელში ვიწვევ პუშკინს და დანტესს,
სიკვდილით გავხდე უკვდავი რათა...
დირიჟორს ვესვრი ფორტერ ანდანტეს,
ილია მესვრის მე ღაღადს ქვათა.

კარგად გაიაზრე,დღეს რეპერ უარი
არ მითხრა იმაზე,რასაც მე გთავაზობ,
მე წერას გავაგრძელებ,შენ რეპერტუარი
ჩუმად გამოცვალე,არ გამაავაზო.

ახლაც გავსებული ველო სიპ ქვებით,
იცი?დაეღალა მოხუც მოსეს მკლავი,
მე დროს ვკლავ ლექსებით და ველოსიპედით.
თქვენ არც კი იცით,ვინ გყავთ მოსაკლავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები