 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 9 აპრილი, 2010 |
ბარიდან მაინც აღწევდა ჯაზის ხმა. ქუჩაზე შეშლილი სიჩუმე მიყუჩებულიყო ბინდში. ქალმა ფრთხილად მოაშორა ტუჩები მის ბიბილოს და თვალებს შეაჩეჩა მზერა. მამაკაცს სახეზე ინტერესი გამძაფრებოდა, ცოტათი უთრთოდნენ ტუჩის კუთხეები. ქალმა მაცდური ღიმილი აიკრა ტუჩებზე. – ძნელი არ არის ჩემი რომანის პერსონაჟობა, უბრალოდ აკეთე ის, რაც გსურს. მკერდისმიერი ხმა ჰქონდა. თითქოს ჰაერში სუნამოს წვეთებივით ორთქლდებოდა მის მიერ ნათქვამი ბგერები და სასიამოვნო ელფერს ტოვებდა. მშვიდი და ამასთანავე საოცრად გამომწვევი იყო. კაცმა მზერა ჩააყოლა მისი კაბის სიღრმეს, თითქოს იგრძნო როგორ პულსირებდა გულმკერდი.. – მე მინდა შენ თვალებს ჩემი თვალები მოვუყვე. თითის ბალიშებით შეეხო ღაწვებზე, მზერაში ჩაელექა ვნება. ქალს ღიმილი ჩაუმუქდა. ფრთხილად მოიმწყვდია მისი თითები ხელში და ნიკაპქვეშ, გვერდით მიაბჯინა მისი თითის ბალიშები. – გრძნობ როგორ ფეთქავს? კაცმა ინსტინქტურად უფრო ძლიერ შეახო თითები ყელში.. მათზე გაშიშვლდა თითქოს ქალის სურვილები.. კაცის ტუჩებზე პატივმოყვარე ღიმილი გაკრთა. კაცმა ფრთხილად ჩააყოლა ყელს თითების ფეთქვა მკერდისკენ.. მუჭში მოიქცია ქალის მარცხენა მკერდი, თითებს შორის მოიქცია კერტი და მსუბუქად მოუჭირა. თვალებში ცეცხლის ნაკვერჩხლები აგიზგიზდნენ.. ქალმა უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ისე რომ მზერა არ მოუშორებია კაცისთვის. უკუსვლით წავიდა, ღამისფერ ზეცას გაუღიმა და მოსახვევში შეუხვია. კაცი ანგარიშმიუცემლად მიყვა მის ნაბიჯებს. თავადაც შეუხვია სიბნელეში და იგრძნო როგორი სურვილით აკვროდა ქალის სილუეტი კედელს. სიბნელეში მისი შავი თვალები ელავდნენ.. კაცი მიუახლოვდა. იმდენად ახლოს მივიდა, რომ მათ შორის არსებულმა ჰაერის ნაგლეჯებმა ტუჩებზე დაიწყეს დნობა. კაცმა ფრთხილად მიადო შუბლი შუბლზე და მის მზერას გაუშიშვლა სურვილები. დრო მონოტონურად მიათრევდა სხეულს და ხარკად მიჰქონდა მათ თვალებს შორის არსებული მანძილი. ქალმა ქვედა ტუჩი ააყოლა მის ცხვირს.. შეალეწა ნაკვთებზე სიცოცხლე.. კაცმა თვალები დახუჭა. – ისუნთქე თავისუფლება ჩემი მკლავებიდან, მე დედამიწაზე მიმაგრებულ ძაფებს დავწყვეტ.. კაცის თითები მსუბუქად ეფერებოდნენ ქალის ღამისფერ თმას.. – არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით.. გალაკტიონის ლექსიდან ამონარიდი გაჟღერდა სიჩუმეში. – მე ავიფარებ ვუალად შენს სიცოცხლეს და თავად ვნება გაიძულებს დაფლითო იგი, რათა ჩემს ტუჩებს დაამჩნიო შენი არსებობა, ეს კი შენი სიკვდილის ტოლფასია.. ქალმა ხელები მოხვია კისერზე. კაცი ვერც კი მოვიდა გონზე, როგორ აღმოჩნდა თავად აკრული კედელზე. ქალმა ხელისგული ჩაუყოლა ჭიპისკენ. – შენ თავად გაშიშვლდები, მე კი ვიქნები ქალი, რომელიც სხეულით შენს სიკვდილს ატარებს. ტუჩის კუთხე ააწება კაცის ბაგეებს და ხარბად შეისუნთქა. შემდეგ ხელისგული ჩამოუსვა თვალებზე. თვალის უპეები მორჩილად ჩამოეფარნენ მზერას. ქალი კი შეტრიალდა და წავიდა. ჩექმის პრეტენზიულის წკაპუნის ხმაზე თვალები გაახილა კაცმა, თუმცა მხოლოდ მანქანას მოკრა თვალი, რომელშიც ქალი ჩაჯდა.
დავითი ნერვულად აკაკუნებდა თითებს მაგიდაზე. კაფე თითქმის ცარიელი იყო. პრინციპში არც გაკვირვებია, დილის 10 საათზე ასეთი სიტუაცია. კაბინეტი დაკეტა და გიასთან შესახვედრად გამოვიდა. არ სურდა მის თანამშრომლებს რამე ეეჭვათ, ამიტომაც ნეიტრალურ ადგილზე ამჯობინა შეხვედრა. ფინჯანი ყავა ედგა წინ, რომელიც თანდათან ცივდებოდა. შეეჩვია ბავშვობიდან ცივი ყავის დალევას. წიგნებში თავჩარგულს ხშირად დავიწყებია სურნელოვანსითხიანი ფინჯანი გვერდით. მერე ჩვევაშიც გადაეზარდა. ბავშვობა იმაზე უინტერესო ჰქონდა, ვიდრე მის ლოთ მეგობარს, რომელმაც დღემდე არ იცის 10 ქვეყნის დედაქალაქიც კი. დავითმა იცოდა, 10–იც და უფრო მეტიც, მაგრამ ცხოვრებაში მაინც ვერ მიაღწია იმდენს, რამდენიც უნდოდა. პრინციპში, უფრო მართებული იქნება ითქვას, რომ მიაღწია, მაგრამ მიღწევის მერე აღმოაჩინა, რომ სულ არ უნდოდა ეს ყველაფერი. ფსიქოლოგის პროფესია თვითონ ისურვა. არც ძალ–ღონე დაუშურებია მიზნის მისაღწევად, მოსკოვშიც კი გადიოდა სემინარებს ერთი პერიოდი, მაგრამ საბოლოოდ შერჩა რა? კაბინეტი, კარგი სპეციალისტის სახელი და მეტი არაფერი. სხვისთვის ეს ნატვრა იყო, მისთვის უბრალო ყოველდღიურობა. ცოლიც სიყვარულით შეირთო. ლამაზი, ჩუმი გოგონა უკანა მერხებიდან, რომელიც ბანკეტის ბოლოს ლოყებაწითლებული იდგა მის წინაშე, როცა დავითი სიყვარულს ეფიცებოდა. საბოლოოდ გადაიხადეს ქორწილი, სიმამრმა ბინა უყიდათ და ახლა მშვიდ გარემოში ზრდიან ბავშვს. ნანამ აიტეხა, კიდევ ერთი მინდაო, მაგრამ დავითი წინააღმდეგია. თვითონაც არ იცის რატომ, თუმცა თვლის რომ ეს ერთგვარი შინაგანი პროტესტია. ხანდახან საჭიროა ამოიღო ცუდი განწყობა, უსიამოვნება, რომელზეც თვალებს ხუჭავ, თორემ დროთა განმავლობაში ის აუცილებლად შეგახსენებს თავს, თან შეუფერებელ დროსა და ცუდ ფორმაში. იცოდა ეს დავითმა, მაგრამ მაინც ისე ცხოვრობდა, როგორც ყველა მისი პაციენტი,– გაუაზრებლად.. ეს ჩუმი პროტესტი კი წინააღმდეგობის უჩვეულო ფორმა იყო. ის თითქოს აფრთხილებდა ცოლს, რომ გონზე მოსულიყო, რამე სიახლე შეეტანა ურთიერთობაში. საბოლოოდ ის მიიღო ამით, რომ ცოლი ეჭვიანობდა, თუმცა ამასაც არ გამოხატავდა და დავითის თვალში ნელ–ნელა საბრალო ქალის შესახედაობას იღებდა. არადა ვერასოდეს იტანდა ადამიანებს, რომლებიც თავს იცოდებენ. ბოლოს მიხვდა, რომ თავადაც მათ რიგებში ჩაეწერა დიდი ხანია, თანაც მოხალისედ. მას აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება ინატროს სოლიდური ასაკის მამაკაცმა, მაგრამ უღირს კი ეს ყველაფერი? იმ ერთ არაორდინალურ აფეთქებას, რომელიც გაგრძნობინებს ამ ცხოვრების ყველა ფერს, შესწირავდა ალბათ ამ ყოველივეს. დათმობდა, გულის სიღრმეში ყველაფერს დათმობდა ოღონდ სულ ცოტა ხნით მაინც ეცხოვრა ბომბთან, რომელიც არასოდეს იცის როდის აფეთქდება და ხშირ–ხშირად გადასულიყო ბეწვის ხიდზე. არ სურდა მისი ცოლი დამსგავსებოდა შინაურ ცხოველს, რომელიც სახლში მისვლისას მოფერებას ითხოვს, კუდს გიქიცინებს და შეცდომის შემთხვევაში გიღრენს. მას ქალი სურდა. არა, ქალი არა.. უფრო ზუსტად ევა სურდა. ის მანკიერი, გარყვნილი, თავისუფლების მოყვარე, რომელიც გაგლეჯდა იმ სამოთხის კარებს, რომელიც უკვე ჯოჯოხეთად უქცია ყოველდღიურობამ. და ახლა, სწორედ ახლა გამოჩნდა ეს ქალი.. ევა. დიდი ხანია კონტროლზე ჰყავს აყვანილი დღეები, გეგმები, მაგრამ ეს ქალი ყველა ნორმიდან ამოვარდნილია. მასში არის რაღაც, რაც გაშეშებს ადგილზე, საოცარი მაგნიტურობა აქვს. უცებ საკუთარმა აზრებმა უხერხულ სიატუაციაში ჩააგდო. შეიშმუშნა, თვალი მოავლო კაფეს, ვინმე ხომ არ მიყურებსო. საათზე დაიხედა, გია სულ მალე იქნებოდა დანიშნულ ადგილზე. თვალები დახუჭა და შუბლით ჩამოეყრდნო მუჭს. “ მაცდუნე ევა.. “ ყვიროდა თითქოს მისი მთელი არსება.
გია ნერვულად წრიალდება საჭესთან. როგორ ვერ იტანს ვაკე–საბურთალოს გზას. სულ საცობებია, არადა ამ დილაუთენია ან სამსახურში არ არის ეს ხალხი ან რა სჭირთ ამისთანა, რომ ყველა მანქანითაა გამოყრილი. საათზე დაიხედა, ცოტა შეაგვიანდება. თან ისე სთხოვა დათომ, რომ ვერც გადაუდებს შეხვედრას. ვალშია მის წინაშე. ის რომ არა, ახლა მარტოხელა კაცი იქნებოდა, მისი ცოლი ალიმენტებით გაატყავებდა და პლუს ამას, სათოფეზეც არ გააკარებდა ბავშვებს, თუკი ცოტათი რამე არ მოეწონებოდა. დათომ კი იმდენი ქნა რომ ჭკუაზე მოიყვანა მისი ცოლი. სეანსები თუ რაღაც ოხრობები ჩაუტარა და იმისთანა ფისუნიად აქცია ეს ლომი ქალი, რომ თავად გიაც კი დარჩა გაოცებული. ახლა იმდენს აღარ ჭყავის, ერთი ეგაა ხანდახან კრუტუნებს, მაგრამ მაგას კი აიტანს კაცი. ფიქრებში იყო წასული, რომ მის მობილურზე დარეკეს. გიამ ბუზღუნით ამოიღო ჯიბიდან მობილური და ეკრანს დახედა. გაოცებულმა უპასუხა..
უყვარდა დანებით თამაში. სარკეში ყურება კი ბავშვობიდან გამოყვა. საათობით შეეძლო ესაუბრა საკუთარ თვალებთან. დანის წვერი ფრთხილად გადაისვა ტუჩებზე. მერე ნიკაპს ჩამოაყოლა.. თავი უკან გადახარა თვალებდახუჭულმა.. გულ–მკერდი წინ გამოწია და მსუბუქად ჩააყოლა მკერდის შუა ხაზს.. ჭიპისკენ ჩავიდა და თავი გაასწორა. დახედა დანას. – მე შენ მოგკალი.. მე.. მოგკალი.. თავი გადახარა მარცხნივ და ოდნავ შეირჭო დანის წვერი.. დანის წვერს სისხლის წვრილი ნაკადი ჩაყვა. ქალმა სარკეს ახედა. თვალები ჩასწითლებოდა და ყინულისფერი ცრემლები ჩაბუდებოდა მათში. – ყველაზე ლამაზი თვალები ღიმილსა და ცრემლებს შორისაა, ქეთ.. გაახსენდა მისი სიტყვები და ღიმილით გაუხმოვანა საკუთარ ანარეკლს სარკეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. სულმოუთქმელად იკითხება...;) სულმოუთქმელად იკითხება...;)
10. მათ შორის არსებულმა ჰაერის ნაგლეჯებმა ტუჩებზე დაიწყეს დნობა...
ქეთ:) მათ შორის არსებულმა ჰაერის ნაგლეჯებმა ტუჩებზე დაიწყეს დნობა...
ქეთ:)
9. იელის მდგომარეობაში ვარ მეც...:)+777 იელის მდგომარეობაში ვარ მეც...:)+777
8. არ ვიცი ვინ რას ფიქრობს და არც მაინეტესებს, უბრალოდ სასტიკად მომაჯადოვა ამ ძირითადმა ინსტიქტმა! ცოტა ბევრი დადეთ რა, მაგარი საინტერესო! ყოჩაღ! არ ვიცი ვინ რას ფიქრობს და არც მაინეტესებს, უბრალოდ სასტიკად მომაჯადოვა ამ ძირითადმა ინსტიქტმა! ცოტა ბევრი დადეთ რა, მაგარი საინტერესო! ყოჩაღ!
7. ქეთ, ბოლოს როგორ მთავრდება მითხარი რა :D ქეთ, ბოლოს როგორ მთავრდება მითხარი რა :D
6. აუცილებლად გავითვალისწინებ ამ შენიშვნებს, ფუსუსუნა :) კარგი გოგო ხარ შენ :) აუცილებლად გავითვალისწინებ ამ შენიშვნებს, ფუსუსუნა :) კარგი გოგო ხარ შენ :)
5. იქნება გაგრძელება, აბა, არ იქნება? ტექსტი მოითხოვს და ჩვენც მოვითხოვთ კიდე:D ჰუჰ, ნამეტანი ვნებიანი გამოგსვლია ეს ნაწილი : )))
მომეწინა ისევ :) და ისევ რამდენიმე შენივშნა:)
1. "მას აქვს ყველაფერი, რაზეც შეიძლება ინატროს" >> "რაც შეიძლება ინატროს".
2. "საოცარი მაგნეტიზმი აქვს" >> "მაგნიტურობა"-ა ამ სიტყვის ქართული ფორმა:)
3. "დანის წვერი ფრთხილად გადაისვა ტუჩებზე. მერე ნიკაპს ჩამოაყოლა.. თავი უკან გადახარა თვალებდახუჭულმა.. გულ–მკერდი წინ გამოწია და მსუბუქად ჩააყოლა დანის წვერი მკერდის შუა ხაზს.. " << აი, აქ კიდე "დანის წვერი" ორჯერ წერია ერთმანეთთან ახლოს და ტავტოლოგია გამოდის, რაიმე მოუხერხო იქნებ:)
პატივისცემით:) იქნება გაგრძელება, აბა, არ იქნება? ტექსტი მოითხოვს და ჩვენც მოვითხოვთ კიდე:D ჰუჰ, ნამეტანი ვნებიანი გამოგსვლია ეს ნაწილი : )))
მომეწინა ისევ :) და ისევ რამდენიმე შენივშნა:)
1. "მას აქვს ყველაფერი, რაზეც შეიძლება ინატროს" >> "რაც შეიძლება ინატროს".
2. "საოცარი მაგნეტიზმი აქვს" >> "მაგნიტურობა"-ა ამ სიტყვის ქართული ფორმა:)
3. "დანის წვერი ფრთხილად გადაისვა ტუჩებზე. მერე ნიკაპს ჩამოაყოლა.. თავი უკან გადახარა თვალებდახუჭულმა.. გულ–მკერდი წინ გამოწია და მსუბუქად ჩააყოლა დანის წვერი მკერდის შუა ხაზს.. " << აი, აქ კიდე "დანის წვერი" ორჯერ წერია ერთმანეთთან ახლოს და ტავტოლოგია გამოდის, რაიმე მოუხერხო იქნებ:)
პატივისცემით:)
4. კარგი ხარ!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!! კარგი ხარ!!! გაიხარე შენა!!! ყოჩაღ!!!
3. რატომღაც ასე გამოდის ხოლმე, რომ არ ვაწერ.. ანუ სანამ დასასრულს არ მივაწერ, მანამდე ვგულისხმობ რომ გრძელდება :)
იქნება გაგრძელება, ქალბატონო თამარ, ნამდვილად :)
__
იაკო, გაგიღიმე თბილად და ჩაგეხუტე :-* :) რატომღაც ასე გამოდის ხოლმე, რომ არ ვაწერ.. ანუ სანამ დასასრულს არ მივაწერ, მანამდე ვგულისხმობ რომ გრძელდება :)
იქნება გაგრძელება, ქალბატონო თამარ, ნამდვილად :)
__
იაკო, გაგიღიმე თბილად და ჩაგეხუტე :-* :)
2. ყველაზე ლამაზი თვალები ღიმილსა და ცრემლებს შორისაა, ქეთ..
მაგარია! 5 დამთავრდა? რატომ არ წერია "გაგრძელება იქნებაო"? ყველაზე ლამაზი თვალები ღიმილსა და ცრემლებს შორისაა, ქეთ..
მაგარია! 5 დამთავრდა? რატომ არ წერია "გაგრძელება იქნებაო"?
1. როგორც ყოველთვის განუმეორებელი ხაარ!!! :-* როგორც ყოველთვის განუმეორებელი ხაარ!!! :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|