ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2010


...თუ როგორ მნატრობ

იქნებ, წავიდე, გადავიკარგო,
რომ ხახამშრალი დავტოვო ვნება,
რომ არ ვიცოდე, თუ როგორ მნატრობ,
როგორ გწადია თავდავიწყება.

ახლა გულისპირს სიოც ვერ აკრთობს,
ღამეს პეშვიდან სიზმრები სცვივა,
მე დაგპირდები მზედქცეულ მნათობს,
და გზა დაადნობს ლოდინით მყინვარს.

კლავიშებს ჩემი ხელები ათბობს,
ხის ქვეშ დამცხრალა ფოთოლთა წყება,
საოცარია სიჩუმე ამ დროს,
როცა ამბორი ბაგეზე შრება.

უცნაურია ეს ლექსიც, ალბათ,
დუმილით დაღლა რადგან დაგეტყო,
მე მოგიყვები საშენო ამბავს,
და თუკი რითმაც ისევ აეწყო,

გადავთვლი ღელვებს, შევცვალოთ აწმყო,
კარი ჩარაზონ იქნებ სიტყვებმა,
რომ არ ვიცოდე, თუ როგორ მნატრობ,
და მეც ეგ ნატვრა როგორ მჭირდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები