ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩ ი ო რ ა...
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


გამქრალი ფრესკა

ეს ღამე მარტომ გავატარე შენს სარეცელთან,
ეს ღამე ჩუმად მისხლტებოდა თითქოს თითებში,
თბებოდნენ ნატვრის სასთუმალთან ცივი ცრემლები,
ღამე კი ურცხვად გადიოდა შენზე ფიქრებში.
თუმცა სიყალბემ მოიტანა აპრილის სევდა,
გამქრალი ფრესკა თეთრდებოდა ნუშის ფიფქებით...
მე ისევ მარტო შევცქეროდი შორეულ ლანდებს,
მე ისევ ისეთს გიხსენებდი ჩუმი ფიქრებით.
ალბათ კვლავ მარტო შემოვრჩები შენს სარეცელთან,
და ისევ ისე დამისხლტება ეს დრო თითებში...
ისევ განთიადს მიჯაჭვული დავუცდი ღამეს,
რომ იქნებ მაშინ მეც აღმოვჩნდე შენს ჩუმ ფიქრებში!
ახლა ღამეა,მთვარე ახალ სევდიანს ნათლავს...
ნანატრმა წამმაცც გაიელვა თეთრი რითმებით,
ცის კონტურები ირევიან და ქრება ფრესკა,
მე კი ამ ღამეს შენს ლანდს ვძერწავ სულში თითებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები