 | ავტორი: ჭკუასა ჟანრი: პროზა 17 აპრილი, 2010 |
რატომ ვწერ ამ ამბავს?... მხოლოდ იმიტომაც, ალბათ, რომ არასდროს ასე ლამაზად გოგო არ გამიცვნია.... იმ საღამოს, როცა მარტო დავრჩი, ხატების წინ დავიჩოქე და ღმერთს მადლობა გადავუხადე იმ მშვენიერი საჩუქრისთვის, ასე დაუმსახურებლად რომ მივიღე 2010 წლის წითელ პარასკევს...
* * *
მე და ჩემი ძმა ვაგზლის-მოედნის ბაქანზე ვართ, მეტროს ველოდებით; ჩვენს გვერდით ერთი გოგო დგას, ძალიან სადად ჩაცმული, გრძელი შავი კაბა აცვია, სახეზე არაფერია უსვია. ხელში ლამაზი ბუდით, მგონი, მობილური უკავია, კიდევ რაღაც სათამაშოები აქ ჩამოკიდებული იმ პატარა ტყავის ბუდეს. მატარებელი ჩამოდგა; გაიღო კარებები; ხალხი გამოვიდა; ყველას ეჩქარება; ზოგს მოთმინება არ ყოფნის და მიაპობს ამ ვაგონიდან გადმომსკდარ ნიაღვარს. ჩვენ გვერდზე ვდგავართ, მაგრამ მაინც გვეჯახებიან, თანაც ისე საყვედურით სავსე თვალებით გვიყურებენ მერე, თითქოს ჩვენ გავიტანეთ ლამის ისინი და არა პირიქით... მოკლედ, შევაღწიეთ რის ვაი-ვაგლახით შიგნით. მე და ჩემი ძმა კარებთან დავდექით, ის გოგო-პირდაპირ. ეხლა უკეთ დავაკვირდი მის გამხდარ, ლამაზ და ჰარმონიულ სხეულს. რამოდენიმეჯერ შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს, მაგრამ ჯიქურ არ ვუყურებ, მაინც ძმა მახლავს და მერიდება. ისე მოხდა, რომ ის გოგოც ავლაბარში ჩამოვიდა; მოკლე, სწრაფი ნაბიჯებით გაგვასწრო და ესკალატორზე პირველი შევიდა. რამოდენიმე საფეხური აიარა, უკან ჩამოიხედა (ჩამომხედა უფროსწორად), ჩემ წინ ვიღაც იდგა; მე რაც შემეძლო მარჯვნივ ვიყავი გადახრილი და ისე ვუყურებდი... საშინლად მომინდა დავწეოდი ამ ზევით მიმავალ ანგელოზს... - ბიჭო, წამო რა ძმურად ავიდეთ ნელ-ნელა! - არა რა მეზარება... - მიდი რა გეზარება ტო?! - აუუ...არ მევასება რაა... ვუთმობ...თან ზევით ვიყურები. მეორედაც ჩამომხედა...გამოვედით მეტროდან და ჩემი „სამიზნეც“ ელიას მთას აუყვა. ისევ სწრაფად მიგოგავს; ჩვენც კვალში მივყვებით; როცა ტემპს შეანელებს: -კაცო, ცოტა ნელა ვიაროთ, რა სწრაფი სიარული იცი?!.. ჩემ ძმას ეს სიამოვნებს და მყვება სურვილზე... შევედით სამების ტაძარში; გავფაციცდი, არ მინდა დამეკარგოს, მაგრამ ამ ჩემ ძმას რა მოვუხერხო ეხლა, სულ უფროდაუფრო რომ მაშორებს იმ გოგოს?! არადა ვხედავ ისევ გარეთ გადის...ფინიკისფერი, მუქლურჯზოლებიანი თავშალი აქვს წამოფარებული; საოცრად უხდება მანდილი ყველას ქალს, მაგრამ მას განსაკუთრებით...თვალი გავაყოლე, თან გამალებით ვეძებ შოთასგან თავის დაღწევის გზებს..როგორც იყო შეყვა ნაკადს იმ ზღვა ხალხში, მე კიდევ გამოვედი... მთავარი შესასვლელისკენ წავიდა მგონი...დიდხანს ვათვალიერე, ვერსად მოვკარი თვალი... დავღონდი, მაგრამ რას ვიზამდი?!... ლოცვის შემდეგ გარეთ გამოვედით; მეგობარი შეგვხვდა...ვლაპარაკობთ... ჩემი ძმა ისევ ტაძარში შედის...ვყვები რაღაცას და ანაზდად ენა გადამეყლაპა წინ რომ გავიხედე... ის გოგო მოდის, თან თავსაფარს იძრობს და ამჩნევს ჩემ დაჟინებულ მზერას...რა მიმართულებითაც ჩამიარა, იმ მხარეს დავტრიალდი წრიულად, თვალი არ მომიშორებია ისე... ვლუღლუღებ კიდევ რაღაცეებს, ვიხსენებ ამბებს, რომელიც იმ წუთში ისე მაინტერესებს როგორც ჩვილ ბავშვს კანტის ფილოსოფია... ჩემ წინ დადგა, თითქოს განგებ, ელოდებაო რას ვიზამ... მე როგორც შემიძლია ზრდილობის ფარგლებში, ვცდილობ მოვიშორო ის მეგობარი... ვახერხებ ბოლო-ბოლო... ვემშვიდობები ამ ერთ გიოს და მოდის მეორე, ის კიდევ უფრო ახლობელი და დიდიხნის უნახავი...ცალი თვალი გოგოსკენ მიჭირავს... არ მახსოვს რაზე ვილაპარაკეთ მე და „ჩეჩემ“ მაშინ, ჩემი ფიქრი, გულთან ხელჩაჭიდებული სულ სხვაგან იყო იმ წუთას... დამიჯერე მკითხველო, ერთი წამით გავიხედე სხვა მხარეს, მოვიხედე და იქ აღარ დამხვდა... უცებ ისე გავნერვიულდი, კინაღამ გულის შეტევა მივიღე; არა სად გაქრა ვერ გავიგე, მიმავალი მაინც დამენახა... -გიო, ძმაკაცია აქვე, წეღან დავინახე. გავივლი ერთი, ვნახავ და მოვალ ორ წუთში... ისე ყველა მოკეთე და გულშემატკივარი დაგელიოთ, როგორც მე ის ძმაკაცი ვნახე... ვიტრიალე, ჩავედი, ამოვედი, მივდექი, მოვდექი...არსად არაა... რა ვქნა ეხლა?!... ღმერთო რატომ ვარ ასეთი კრეტინი?!...რა ჯანდაბა მინდოდა, გამეჩერებინა ეს დასაფსები თვალები ერთ ადგილას... გული დამწყდა კიარა, ჩამწყდა რაღაცნაირად...მივჩოკინდი უკან, ცალყბად გავიღიმე და გავაგრძელე მეგობრის მოკითხვა...ჩემი ძმა დაბრუნდა... რავიცი საიდან, ისევ გამიჩნდა იმედის ნაპერწკალი...მოვიმიზეზე რაღაც და გასასვლელისკენ წამოვედი. გავცდი შადრევანთან მდგარ მწყურვალთა რიგს, ავწიე თავი და... „ალბათ ჩემი ბედია დღეს, ამ გოგოს გაცნობა“, ეს იყო იმწუთას ფიქრი, რომელიც იმ ქალღმერთის ხელმესამედ შემოფეთებისას მეწვია... არასდროს ისე უცნაურად არ მიგრძვნია თავი, როგორც მაშინ; თითქოს ორად გამაპესო და ეს განთავისუფლებული ნახევრები გააფთრებით ეკვეთნენ ერთმანეთს... -რა გინდა, შენ თვითონ არ იცი; რას მიყვები ხო არ გარეკე ბიძია? რო მიატოვე ის ხალხი ზევით, ან ზდილობა გქონდეს, ან რამე... მეორე სდუმს ჯერჯერობით...უსმენს... მე ამასობაში გავეკიდები-გავასწრებ, გავჩერდები-ვუყურებ...ჩამოივლის...გავეკიდები ისევ... - აბრუნდი ბიძია, დაგავიწყდა შენი დეიდაშვილის მონაყოლი? მეტროდან რო სდია თურმე ვიღაცამ, რა დეიჭირა მერე? ხოდა არ ხარ ამის კაცი ისედაც, თავმოყვარეობა გქონდეს ცოტათი!.. ვჩერდები...მივტრიალდი და ვბრუნდები... - სად მიდიხარ ტო?... ხო იცი ინანებ მერე... მიდი ნახე მაინც საით წავა... ჩემი ნებისყოფის სასწორი ისევ ამ ნახევრის არგუმენტებმა გადაწონა...მოვტრიალდი ხელმეორედ...100-150 ნაბიჯით გაუსწრია, არც ჩანდა უკვე, მაგრამ ამჯერად მშვიდად ვიყავი. ვიცოდი მეტრომდე უნდა ჩასულიყო უეჭველად... არ შევმცდარვარ...ქვემოთ დავეწიე და ჩემდა გასაკვირად გაჩერებისკენ წავიდა... იქვე დადგა...გამომხედა...აი, აქ კი ნამდვილად არ ვაჭარბებ, ისეთი შეხლა-შემოხლა გამიმართეს იმ ნახევრებმა, ალბათ, იმ წუთს ჩემზე საცოდავი და საწყალი არავინ იდგა ავლაბრის მოედანზე. - რას აკეთებ გამაგებინე, რო მიხვალ რას გეტყვის რა იცი?... რო გაგაწნას ერთი ლამა- ზად, ალალი იქნება შენზე... ვურეკავ ძმას... - შოთა, მე და თოკო წამოვედით უკვე სალაპარაკო გვაქ რაღაც... - კაი ლაშა... ვდგავარ და ვფიქრობ... - ნახე ძმაო, რამდენჯერ გამოგხედა უკვე...ქენი რამე კაცი არ ხარ მაგის... მიდი რა გიტყდება, ის უფრო ტეხავს ეხლა, რო არ მიხვიდე... - ხო კაი, რო აეტუზები რას ეტყვი ერთი მაინტერესებს? თქვენი გაცნობა მინდა... ძალიან მომეწონეთ... თუ რას იბოდიალებ ნეტავი? ათიოდე მეტრზე დავდექი. - რაც არის არის ამის დედაც ვატირე... სათვალეს ვიხსნი, „საროჩკაზე“ ვიკიდებ, ორი წამიც და მივედი... - გამარჯობათ!(ისე ჩუმად ვთქვი მე თვითონ ვერ გავიგე) დალაპარაკება მინდა თქვენთან, თუ წინააღმდეგი არ ხართ... - კი, არ არის პრობლემა... თქვენ ის არ ხართ, მეტროში რო იყავით?.. - კი, ის ვარ...ისეთი სურვილი გამიჩნდა, თავი ვერ შევიკავე... რა ვქნა, ჩემი ბრალი არ არის, თქვენი ბრალია... - ამას, როგორც კომპლიმენტს ისე მივიღებ... - რავი, გავიცნოთ ერთმანეთი? მე ლაშა მქვია...თქვენ? - მე მარიანა, ძალიან სასიამოვნოა... - ჩემთვისაც... შეიძლება შენობით მოგმართო?... - კი, როგორ არა... - სად სწავლობ? - აგრარულში...( საამო ჟრუანტელმა დამიარა, ჩამეცინა)... ნუ სასოფლოში. მე უკანა ჯიბისკენ წავიღე ხელი და სასოფლოს სტუდბილეთი გავუშალე ცხვირწინ... სიცილი აგვივარდა... - რომელ ფაკულტეტზე ხარ? - აგრონომიულზე, შენ? - მე კვების ტექნოლოგიაზე, მეღვინეობას მინდა გავყვე... კურსი? - მესამე - მეც მესამეზე ვარ... და აქამდე რანაირად ვერ შეგამჩნიე სასოფლოში ხო ვერ მეტ- ყვი?...პირველ ცვლაში ხარ ალბათ... - ხო, პირველ ცვლაში ვარ. - თუ გინდა ჩემს მოკლე ბიოგრაფიას მოგიყვები, ტრაბახი მიყვარს ძაან... არა ადრე უფრო მიყვარდა, ეხლა ისე აღარ ვიქებ თავს... - ხოო...მიდი აბა მომიყევი... მე ისეთები ვილაპარაკე, „ზურიკელა სულძაღლიანს“-აც შეშურდებოდა ჩემი... ასე იყო თუ ისე, მერე, რადგანაც გავიგე კოლმეურნეობის მოედანზე აპირებდა ჩასვლას, ჩასეირნება შევთავაზე... დამთანხმდა. - სად ცხოვრობ? - ლოტკინზე, კოლმეურნეობიდან 36 მიდის ზუსტად ჩემ სახლთან. (ისევ ისე ჩამე- ცინა)... - მე იცი სად ვცხოვრობ? აი, 36 რო უხვევს ჩოდრიშვილზე, მანდ ვარდისფერი თექვსმეტიანი რო დგას იმაში... - მართლაა? - ხოო... 90-იანი ხარ? - კი, შენც ხო? - კი მეც...და რომელ თვეში გაქ დაბადების დღე? - სექტემბერში... - რომელ სექტემბერს? - 5-ში... - მე 15-ში - 10 დღით უფროსი...( ერთდროულად ვამბობთ და ვიცინით) - ისე რამდენი დამთხვევაა არა უკვე?.. - ეხა შენ ითვლი არა?.. - არაა, ნამდვილად არა...(ვიტყუები)... მე რას ვფიქრობ იცი? ყველა ადამიანს თავი- სებური სურნელება აქვს და შენთან, ალბათ, იმიტომაც მოვედი, რომ ჩემი სუნი ვიგრძენი...(იცინის) . . . - შენი გაჩერება მალე იქნება? - კი აქვეა... რატო? - არა ისე... თვალი ჩემი მობილურისკენ გავაპარე...ნიშნის მოგებით ავათამაშე და გავხედე - არა სასოფლოში მოგცემ... - კაი რაღა სასოფლოში, იქ სად გნახო, ბარემ მომეცი... - არა, იქ მოგცემ, სულ სასოფლოში არ ვარ?.. - ხო კაი... (თავი ჩავკიდე და უცებ გამიელვა)...მოიცა, აღდგომა ხო უნდა მოგილო- ცო?!..(თან ჩემივე თავით აღფრთოვანებულმა ყურებამდე გავიღიმე)... - ოხ მოკლეთ, ვინ ხარ, მაინც მოიგონა რაღაცა...(იცინის და ნომერს მკარნახობს... ხმამაღლა მოუვიდა ძაან, იფიქრა ალბათ, სხვამაც არ ჩაიწეროსო...მე ამის აღმოჩენამ ბევრი მაცინა...გამომართვა და თვითონ ჩაწერა...) - აი აქ ჩავდივართ...იქეთ მხარეს გადადი და იგივე ნომერს გაყევი უკან... - მადლობთ, რომ მითხარით, ვერ მოვიფიქრებდი მაგას მეთვითონ... - აბა კარგად მაშინ... - კარგად, ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და დიდი მადლობა! - არაფრის, რისი მადლობა, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო, კარგად! მე ცოტახანს ვუყურე როგორ თამაშით და კუნტრუშით მიდიოდა ძმასთან და ძმის მე- გობრებთან ერთად. უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვიყავი....იმ წუთში ნებისმიერ გამვლელს ჩავეხუტებოდი...
P.S: - წახვედიი? - კიი, შენ მიხვედი სახლშიი? - კიი - ხვალ თუ წამოხვალ სამებაში, ძაან მაგარი იქნება... . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რაც გესიამოვნება ის წერე მეგობარო, რაც გესიამოვნება ის წერე მეგობარო,
4. რა თქმა უნდა მიშა უნდა წეროს!!! მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან წერაში ჩემზე უკეთ იცი ადამიანი დაიხვეწება. შესაბამისად გაცილებით კარგ ნამუშევარს ვიხილავთ აქ!!! ისევ წარმატებების იმედით გავდივარ და ვტოვებ კომენტარს!!! რა თქმა უნდა მიშა უნდა წეროს!!! მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან წერაში ჩემზე უკეთ იცი ადამიანი დაიხვეწება. შესაბამისად გაცილებით კარგ ნამუშევარს ვიხილავთ აქ!!! ისევ წარმატებების იმედით გავდივარ და ვტოვებ კომენტარს!!!
3. რატომ? წეროს ადამიანმა! მას ასე ეწერება! მე წარმატებებს ვუსურვებ ავტორს! 5 რატომ? წეროს ადამიანმა! მას ასე ეწერება! მე წარმატებებს ვუსურვებ ავტორს! 5
2. საინტერსო ამბავია.გიგოს დავეთანხმები,მაპატიე მაგრამ ეს პროზა არაა!!! წარმატებები და წინსვლა ................. საინტერსო ამბავია.გიგოს დავეთანხმები,მაპატიე მაგრამ ეს პროზა არაა!!! წარმატებები და წინსვლა .................
1. მაპატიე პირდაპირობა, მაგრამ არ ვარგა!!! წარმატებები შენა!!! ეს პროზა არ არის!!! მე მაპატიეთ!!! ეს ისეთი რამ არის, თითქოს ძმაკაცს უყვებოდე შენი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ამბავს!!!
მაპატიე პირდაპირობა, მაგრამ არ ვარგა!!! წარმატებები შენა!!! ეს პროზა არ არის!!! მე მაპატიეთ!!! ეს ისეთი რამ არის, თითქოს ძმაკაცს უყვებოდე შენი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ამბავს!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|