ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამი-ამი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2010


"ტიტრები"

ქუჩაში ოცნებას ეტკინა თვალები,
რადგან იხილა ბებერი მონები,
ხედავ რომ გაუჩნდა სამყაროს ხალები,
თითები გეწვება მზეს რომ შეეხები.
გულში იხუტებ სამყაროს ბემოლებს,
გჯერა რომ ცხოვრება არასდროს გატირებს,
მიდიხარ,სცილდები შენს ნაფეხურებს,
არც ითვლი ნაბიჯებს,არ კოცნი ბილიკებს.
რატომღაც დარდობ რომ დასრულდა კადრები,
მუსიკა მთავრდება,ხვდები რომ თავდები,
არ იცი რა უთხრა,ხეებს რომ ეხვევი
და ზღვაში ცის ანკესს შენ ებღაუჭები.
                                                                      ................................
                                                                          .....................
                                                                                ..........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები