ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ედგარ პო
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2010


ინსომნია

..
ქალაქის გრუხუნში
ჩვენ ორნი ვიყავით.
და ვჩქარობდით უცხო,
მიუღწეველი განტვირთვისაკენ. 
ყველა მექანიკურ მოძრაობს
თან ახლდა იძულებითი 
სიფხიზლე,
..
ახლა როცა ამინდები ასე გამარტივდნენ,
ერთიანად გვიპყრობს სიცარიელის განცდა.
სიზმრები არსად ჩანან, და ეს უძილობაც
დაუმსახურებელი სასჯელივით
დაუძლეველია.
საძინებელი ოთახი
ყულფს დაემსგავსა. საკანია.
სიბნელის ანატომია.
სადაც ზღვის არსებობა მიუწდომელია-
და ნავები აღარ არიან.
სადაც კედლის სამხრეთით ზიან
დალის ქვისფერი კუბოები.
კედლის  აღმოსავლეთით
თვლემს მტვერში, ხის ნაზარეველი.
და მაინც..
აქ შენი  ოდესმე  გაღწევის
იმედის მეტი არაფერია.
არაფერია.
..
ხოლო როცა მწოლიარე, სინანულით
ჩემი პერანგის სახელოდებიდან
დაძრავ თბილ ხელებს
და აივლი კისრამდე
მე გეტყვი რომ:
“შენ დაბრუნდი”
და შემეშინდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები