ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა-ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2010


მე ოქროს თევზი მომიკვდა...

იცით? გუშინ მე
თევზი მომიკვდა აკვარეუმში,
თევზი, რომელიც
არასდროს მყოლია...
ის ხომ მე დავხატე ფურცელზე,
მაგრამ მიყვარდა...
ახლა ვდგავარ და ვგლოვობ,
ალბათ,
უფრო ის მინდა, რომ თავი
მეცოდებოდეს,
რომ მერე სხვებმაც შემიბრალონ, 
თორემ, განა ღირს უბრალო
თევზის გამო
დარდი?
მითუმეტეს, რომ ნახატია...

ხელოვნურობა თითქოს კარგია,
სულ იქნება,
და რომც არ იყოს, აღარ იდარდებ,
ალბათ მეც გადავაგდებდი ამ
გაცრეცილ ფურცელს, რომელზეც
ხასხასა ყვითელი ფერით ნახატი
ოქროს თევზი მყავდა და
რომლის დახატვისას სურვილიც კი
ჩავიფიქრე...
ხომ თითქოს არაფერი,
მაგრამ მაინც მტკივა,
უფრო კი იმიტომ,
რომ არც ეს ქაღალდი არსებობდა,
ისიც კი ჩემი წარმოსახვის ნაყოფია...

იცით, მე თევზი მომიკვდა,
ოქროსფარფლიანი,
რომელიც არასდროს მყოლია,
ქაღალდს წყალი გადაესხა და წაიშალა,
ისიც კი წარმოსახვაში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები