(გაგრძელება, IV ნაწილი)
- თქვენ მარტო პასტორი არ ყოფილხართ, ფიზიოგნომიკაც კარგად გცოდნიათ - გაუღიმა პასტორს მაკმა. - არ ვიცი გამოცდილებას და წლებს თუ ეგ რაღაც "გნომიკა" ჰქვია, თუმცა როგორც გსურთ ისე უწოდეთ. მე თავიდანვე შეგატყეთ რომ უბედურებაში იყავით გახვეული, თუმცა ისიც შეგატყეთ, რომ კეთილი და ზრდილობიანი ადამიანი ხართ. ამიტომაც გადავწყვიტე მომესმინა თქვენთვის. თუმცა ჯერ ვერ გამოვიცანი რა უნდა გავაკეთო თქვენთვის - უპასუხა პასტორმა მაკს და თვალებში ჩააშტერდა - იმედია, ისეთ რამეს არ მთხოვთ, რისი მოსმენაც არ მსურს და რასაც ხელს ვერ მოვკიდებ - მტკიცედ წარმოთქვა პასტორმა და კვლავ გაიღიმა - ახლა მოვრჩეთ საქმეზე და სასადილოდ წავიდეთ. აქვეა, ახლოს. ორიოდ წუთში, ორი მამამაკაცი, ძველი მეგობრებივით, ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა კლიფორდის ამწვანებულ ქუჩას.
გამოძიება. პეტრისვილელი დეტექტივი, ბრაიან დოჯსონი, უკვე სამასახურში იყო, როდესაც უფროსმა დაურეკა. - ჰაი ბრაიან! ნილი ვარ. ჩემთან შემოდი - უფერული ხმით ჩასძახა ტელეფონს პეტრისვილის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ნილ ჰარპერმა.
ჰარპერს დილიდან ცუდი განწყობა დაეუფლა. მანქანის გუშინდელი აფეთქების შემდეგ, მთელს ქალაქში ყველაფერი თავდაყირა იდგა. შტატის პოლიცია, შტატის "ეფ-ბი-აი", შტატის პროკურორი - ყველანი პეტრისვილში იყვნენ. ელოდნენ ფედერალური ბიუროს ხალხს ვაშინგტონიდანაც. ხუმრობა ხომ არ არის ოთხი გვამი, თანაც სხვა შტატიდან. ჩინოვნიკებს და მათ ვიზიტებს ვინღა ჩიოდა, ქალაქი გაივსო ტელევიზიების ჟყრნალისტებით ლითლ-როკიდან (არკანზასის დედაქალაქია), ტეხასიდან, ფლორიდიდან, ლუიზიანიდან, ნიუ-იორკიდან; გაზეთების კორესპონდენტებიც, ყველა ჯურის გაზეთებიდან, თავიანთი ქუდებით და მობილური ტელეფონებით, პოლიციის შენობის წინ იდგნენ და ჰარპერის, ან ვინმე სხვა თანამდებობის პირის გამოჩენას ელოდნენ დილის 6 საათიდან. აქვე იყვნენ ქალაქის მცხოვრებლებიც, გაზეთებით ხელში, და კიდევ სხვა ხალხი, არ ვიცი საიდან. ეს მილეთის ხალხი, ყველანი ქუჩაში იდგნენ ერთად შეჯგუფულნი და რაღაცას ჩაჰყვიროდნენ თავიან ტელეფონებში და დიქტოფონებში, დაუსრულებლად აჩხაკუნებდნენ კამერებს და ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა პოლიციაში რეკავდა და ნილ ჰარპერს კითხულობდა...საგიჟეთი იყო რა...ნამდვილი ამერიკული მედია-საგიჟეთი, რომლის დროსაც არავინ ბოლომდე არაფერი იცის; როდესაც სინამდვილეში არავის არაფრის გაგება არ სურს; როდესაც ყველას მხოლოდ ერთი რამ სურს - დაასწროს კონკურენტს, გვერდზე მდგომ "კოლეგას" და გადასცეს "ახალი" სენსაცია თავისიანებს, ხოლო კვარტლის ბოლოს ბოსს მსუყე ბონუსი მოსთხოვოს. შეკრებილი ჟურნალისტებიდან ყველას სურდა პირველს გადაეცა ახალი ინფორმაცია თავიანთი "ენ-სი-აი-ფაივ", "ჯი-ბი-დაბლიუ-უან-ჰანდრიდ" თუ "ეფ-ფი-ოუ -რაღაცა" სატელევიზიო თუ რადიო ქსელებისათვის. გადაეცა ინფორმაცია, რომელიც არ იყო, ან იმდენად მწირი იყო, რომ ახალ ამბავს აღარ ჰგავდა; ინფორმაცია, რომელშიც მოდური სიტყვების ბრახაბრუხის გარდა, არანაირი შინაარსი არ იდო. პრინციპში, არავინ არ იცოდა რაიმე ახალი, ჯერ-ჯერობით, მაგრამ ყველა უკვე პეტრისვილში იყო დარჭობილი...სენსაციისა და ვიღაცის უბედურების მაქსიმალური საინფორმაციო ექსპლოატაციისათვის. ქალაქში ჭორი დადიოდა რომ თვით მისი აღმატებულება, ამერიკული ტელევიზიის შავი მარგალიტი, მადამ ოფრა უინფრი აპირებდა ჩამოსვლას, თავისი ოპერატორებით და რეჟისორებით, მზარეულებით, ჟურნალისტებითა და გრიმიორებით, რათა "პეტრისვილის სასაკლაოსთვის" სპეციალური პროგრამა მიეძღვნა, თუმცა ("მადლობა ღმერთს! - გაიფიქრა პეტრისვილის მთავარმა პოლიციელმა, ნილ ჰარპერმა"), ეს არ დასტურდებოდა. თანაც, პეტრისვილში ვერავის დააჯერებდი, რომ ასეთი ვარსკვლავი, როგორ მის უინფრია, საერთოდ ცოცხალი არსებაა და იქ, პეტრისვილში, მათთან ჩავა თავისი ლამაზი ფეხებით ან ლიმუზინით. პროვინციელი პეტრისვილელები უბრალო ხალხი იყვნენ. ტელევიზორს კი უცქერდნენ, მაგრამ ყველაფერი კი არ სჯეროდათ. ისინი მიჩვეულნი იყვნენ, რომ მათ ღმერთმა წყნარი და უზრუნველი ცხოვრება აჩუქა და გულახდილად, არც სურდათ რაიმეს შეცვლა - არკანზასელ "საშუალო ჯოს" არ სურდა თავისი წყნარი, მოსაწყენი, მაგრამ ლამაზი და ჯანმრთელი ცხოვრება, ქალაქურ ფორიაქზე, საათზე ნევროტულ ყურებასა და მეტროში დაუსრულებელ მგზავრობაზე გაეცვალა. პოლიციის შეფი ნილ ჰარპერი პირველი იყო ამ "საშუალო ჯოებს" შორის, ვინც პროვინციაში დარჩენას ამჯობინებდა. ერთი რამ კი იყო ამ მომხდარ მკვლელობაში მართლაც უცნაური - რატომ დასჭირდა, თუნდაც ბოროტმოქმედს, ამ მიყრუებულ ქალაქში, რაიმე საქმეზე ჩასვლა, იქ დაბინავება და შემდეგ ასეთი ხმაურის ატეხვა: ხუმრობა ხომ არ არის, პეტრისვილის მომცრო მორგში, სასამართლოს შენობის უკან, დიდი წიფლის ხეების ქვეშ, ოთხი, ჯან-ღონით სავსე, ახალგაზრდა კაცის ნახევრად დამწვარი გვამი ესვენა. ასეთი რამ ამ პატარა ქალაქის ისტორიაში არ მომხდარა. არავინ იცოდა ვინ იყვნენ ისინი ან ვინ და რატომ მოკლა. მკვდრები მკვდრებად, მათ არავინ იცნობდა (ყოველ შემთხვევაში აქ, პეტრისვილში), მაგრამ ასევე ძალიან დამაინტრიგებელი ის მომენტი გახლდათ, რომ რეალური მკვლელი, ან მსროლელი, რომელმაც ტყვია დააჭედა მოკლულთა მანქანას, უკვალოდ გამქრალიყო. არავინ იცოდა ვინ იყო ის, როდის დასახლდა სასტუმროში, როგორ გამოიყურებოდა ან სად წავიდა აფეთქების შემდეგ...პოლიციელები, როგორც ადგილობრივები, ისე ჩამოსულები, გიჟებივით დარბობდნენ და როგორ ამას პოლიციურ ენაზე იტყვიან, უამრავ ვერსიას "ამუშავებდნენ". მოკლედ ამ ამბავმა ყველასგან დავიწყებული პეტრისვილი, ფაქტობრივად ქალაქის მსგავსი სოფლუკა, "ფერმერთა სამოთხე", აშშ-ს მასშტაბით ლამის მთავარი სალაპარაკო თემად აქცია დაუსრლებელი ავღანური სამხედრო ამბებისა და პრეზიდენტის დროებით შეუძლოდ ყოფნის შემდეგ. პეტრისვილის პოლიციის შეფი, ნილ ჯერალდ ჰარპერი, კარგი მეოჯახე და წესიერი კაცი, საგონებელში იყო ჩავარდნილი. მას ეჭვი ჰქონდა, რომ გუშინდელი აფეთქების, როგორც ადგლობრივმა გაზეთებმა უწოდეს, "პეტრისვილის სასაკლაოს", გამოძიებაში მალე თვით ვაშინგტონელი ფედერალებიც ჩაერთვებოდნენ და ისიც მოუთმენლად ელოდა დოკუმენტებით, "ეფ-ბი-აის" "ბეჯებითა" და შავი სათვალეებით აღჭურვილი ფედერალების უსიამოვნო ვიზიტს. სწორედ ამიტომ დაურეკა ჰარპერმა ბრაიან ჯონსონს, მის ხელქვეითსა და უახლოეს მეგობარს. მას სურდა აბეზარი და გულგრილი ფედერალების მოსვლამდე, წყნარად შეეფასებინა არსებული სიტუაცია და მეგობართან და მისიანთან, ბრაიან დოჯსონთან ერთად დაეგეგმა უკვე დამდგარი საგიჟეთის მომავალი საათები. სიტუაციას უკვე კოჭებში ეტყობოდა, რომ იგი ძალიან მძიმე იქნებოდა როგორც მისთვის, პოლიციის უფროსისათვის, ისე დოჯსონისათვის. გამოძიება და მისი მიმდინარეობა, ჯერ-ჯერობით, უშუალოდ დოჯსონს ეხებოდა და სწორედ მას მოუწევდა ჰარპერის და წყეული, უცნობი ფედერალების, მითითებების აღსრულება. - ო-კეი ნილ, მოვდივარ - უპასუხა დოჯსონმა ჰარპერს და ფაციფუცით წამოდგა თავისი მორყეული მაგიდიდან. ბრაიან დოჯსონი პეტრისვილელი პოლიციელი იყო და მთელი ცხოვრება ამ ქალაქში ჰქონდა გატარებული. აქამდე მსგავსი რამ პეტრისვილში არ მომხდარა. დოჯსონის მთელი საპოლიციო გამოცდილება მეზობლებს შორის დავებით, ბარში ჩხუბებითა და ნილ ჰარპერის სახელზე უამრავი მოსაწყენი რაპორტის წერით განისაზღვრებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დოჯსონის გარეშე, პეტრისვილში, არცერთი დავა ან კონფლიქტი არ წყდებოდა. დოჯსონს ჰქონდა რაღაც უხილავი უნარი თუ ღვთისგან მონიჭებული ძალა, რომლის მეშვეობითაც იგი ახერხებდა ნებისმიერი კამათის და დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარებას. სოფლელები მას "მშვიდობიმყოფელს", "ფისმეიკერს", ეძახდნენ და დიდ პატივს სცემდნენ. თუმცა გუშინის შემდეგ, როგორც ჩანს, ყველაფერი შეცვლილიყო - პეტრისვილი აქოჩრილ ზღვას დამსგავსებოდა. დოჯსონმა ჩუმად დააკაკუნა ჰარპერის ოფისის წარწერიანი კარების მინაზე და ოთახში თავი შეყო. ნილ ჰარპერი მაგიდასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. სხვა დროს იგი სიგარეტს მხოლოდ გარეთ ეწეოდა-ხოლმე. პოლიციის შეფს თმები გასჩეჩოდა, სახეზე მიწისფერი ედო და თვალებიც ჩაშავებული ჰქონდა, მოკლედ როგორც იანკები იტყოდნენ "ქაქივით" გამოიყურებოდა. - ჰეი დოჯსონ, მოხვედი? - ჰკითხა ჩამქრალი ხმით თავის ძველ მეგობარს პოლიციის უფროსმა. - კი ნილ, აქ ვარ, სახლში სულ ერთი საათით შევირბინე. დანარჩენი დრო ჯეფრი ნოლანის აყროლებულ სასტუმროში გავატარე, ექსპერტებთან ერთად, ვერაფერი ვერ ნახეს ჯერ-ჯერობით - მიუგო ბრაიან დოჯსონმა ჰარპერს და ხელი ჩამოართვა - ამ ბოლში როგორ ძლებ? გავაღებ რა ფანჯარას? - ხომ არ გაგიჟდი! მთელი ეს უცხო ხალხი მაშინვე ფანჯრიდან შემოცვივდება ჩემთან თავიანთი დიქტოფონებით, კამერებით და თავიანთი სულელური კითხვებით- დაჭყავლა ჰარპერმა დოჯსონს. - ოო! უკაცრავად სერ, ამაზე აღარ მიფიქრია - ხელები ასწია დოჯსონმა. - ნუთუ არაფერი არ გამოჩნდა? რას ამბობს ის ფედერალი...სტენლი თუ სტენტონი, ლითლ-როკიდან?-იკითხა უფროსმა ჩავარდნილი ხმით. - სტენლი, სერ. ერთი გაარკვიეს, რომ ვიღაცამ სასტუმროდან ესროლა მანქანას და ისიც უცბად აფეთქდა - მოუგო დოჯსონმა. - სერს ნუ მეძახი, ისედაც გაგიჟების ზღვარზე ვარ. ნილი დამიძახეთ! - გაიღიმა ჰარპერმა და ცოტათი ამოისუნთქა - ვინ არიან გარდაცვლილები? - დაინტერესებული სახით გადახედა ნილმა დოჯსონს. - ო-კეი სერ...უკაცრავად, სერ ნილ - წაიმაიმუნა დოჯსონმა და გააგრძელა - ერთის მართვის მოწმობაზე სახელი იკითხება, ჯოზეფ მასტრო თუ მასტერი, შტატი ნიუ-იორკი, სულ ეს ჩანს, ვიზუალურად.. კიდეები დამწვარია. დანარჩენ სამს გარდაცვლილს კი საბუთი საერთოდ არ ჰქონდათ, ან სულ მთლად დაეწვათ და დაუდნათ. ისე არიან დახრუკულები, ვერ გაარჩევ ვერაფრს. ექსპერტები მუშაობენ, ალბათ მალე გაარკვევენ ვინ არიან ეს საცოდავი ბიჭები. ყველაფერი რაც მანქანიდან გადარჩა, უკვე ლითლ-როკშია წაღებული, შტატის ლაბორატორიაში ექსპერტიზაზე. ჩვენ პრაქტიკულად აღარაფერს გვეკითხებიან. ფედერალები არიან ბოლომდე ჩართული. ისინიც მჟავე სიფათებით არიან, რადგან ვაშინგტონელებს ელოდებიან. - გარდაცვალების მიზეზი? რა თქვეს ექიმებმა? - იკითხა ჰარპერმა. - ყველანი ტრამვული შოკით არიან გარდაცვლილი. საწყლები თითქმის მთლიანად დაიწვნენ. მანქანა რომ აფეთქდა, ყველას ცეცხლი მოედო და ტკივილისგან გონება დაკარგეს. ვერც ვინმე მიეკარა. იმ დროს ხალხი ცოტა იყო ქუჩაში. როდესაც სასტუმროდან გამოსული ხალხი მივარდა ცეცხლმოდებულ მანქანას, უკვე ყველანი უგონოდ იყვნენ - დაამთავრა დოჯსონმა - საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, უკვე გადრაცვლილები იყვნენ. როგორც ჩანს ბენზინის ავზი ახალი ავსებული ჰქონდათ, მინები აწეული, გუშინ ქარი იყო და ა.შ., სხვათაშორის ამ ვერსიაზე ფედერალები უკვე მუშაობენ, ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე გაიქცნენ, იქნებ ვინმემ გაიხსენოს მათი მანქანა, სახეები, სხვა დეტალები. - საშინელი სიკვდილია, ცეცხლი გიკიდია და ტკივილისგან გონებას კარგავ...და მერე ნელ-ნელა იხრუკები, ისე რომ ვეღარ გრძნობ რომ იხრუკები - ჩაფიქრებული სახით ჩაილაპარკა ჰარპერმა - ვინ იყვნენ ნეტავი? - სახით მათი ამოცნობა შეუძლებელია, კბილების ანაბეჭდები გაგზავნილია ლითლ-როკში. ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, მდიდარი ტიპები ჩანან. ყველას ძვირფასი კოსტიუმები და ფეხსაცმელები ეცვა. თანაც, ყველას თან ჰქონდა იარაღი. სხადახვა მარკის. ზუსტად არ იციან, მაგრამ ფიქრობენ, რომ განგსტერები იყვნენ, ან შესაძლებელია ფედერალები, თუმცა ფედრალებს ეცოდინებოდათ არკანზასში დავალებაზე გამოსული ჯგუფის ასავალ-დასავალი - გაუზიარა თავისი მოსაზრება ნილ ჰარპერს დოჯსონმა. - ო-კეი. საინტერესოა, ნეტა ვის ეძებდნენ ნიუ-იორკელი განგსტერები ჩვენს ღმერთისგან დავიწყებულ ქალაქში? - ინტერესით იკითხა ჰარპერმა და დოჯსონს თვალი გაუსწორა. - იმას, ვისაც სურდა ღმერთისგან დავიწყებულ ქალაქში ეცხოვრა, საშუალო რანგის სასტუმროში გაჩერებულიყო ან არ გაჩერებულიყო და ვისაც ძალიან უნდოდა, რომ ნიუ-ორკელ ბანდიტებს ვერსად ეპოვნათ. ეს უცნობი მსროლელი ვიღაცას ემალებოდა - ღიმილით უპასუხა შეფს დოჯსონმა და თვალები მოჭუტა - ჯეფრი ნოლანს, იმ აყროლებული "პეტრის ინნის" მენეჯერს, ფედერალების სასტუმროში მისვლამდე ველაპარაკე. ძალიან შეშინებული იყო საწყალი. ეშინოდა მისი მექსიკელი ბოზებით გაძეძგილი"იატაკქვეშა" ბორდელის ამბები არ გაეგოთ. ეშინია, გადასახადების დამალვაზე არ ჩამაყუდონო. დებილია რა.. ვერ ხვდება რა შარშია გახვეული, ვის რაში აინტერესებს მისი მექსიკელი მეძავები? არ ესმის, რომ შეიძლება ოთხმაგი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმედ იქცეს - ეშმაკურად ჩაიღიმა დოჯსონმა და ჰარპერთან ახლოს მიჩოჩდა - რა ვქნათ შეფ? - რაა? შენ რაღაცას არ მეუბნები ძმობილო, რა გაიგე, სასწრაფოდ ჩამოყაჭე! - ლამის დაიყვირა ჰარპერმა. - ო-კეი ბოსს, დამშვიდდი. ყველაფერს წყნარად მოგახსენებ და შემდეგ განვსაზღვროთ ჩვენი სამომავლო მოქმედებები. ნოლანი ჯერ-ჯერობით ჩუმად იქნება, თუმცა მე მისთვის არაფერი მითხოვია, თვითონ მთხოვდა დამელაპარაკეო - ღიმილით დააწყნარა აღელვებული ჰარპერი დოჯსონმა. - კარგი რა კაცო, ნუ გააწყალე გული...თქვი-რაღა, რა გაიგე? - უკვე მუდარით მიმართა დოჯსონს ჰარპერმა. - მსროლელი ნოლანთან სასტუმროში არ დარეგისტრირებულა, იგი არ არსებობს... ოთახი, რომლიდანაც მან მანქანას ესროლა, არავის არ ჰქონდა ნაქირავები - შეთქმულის ტონით წაიჩურჩულა დოჯსონმა და ჰარპერს ხელი გადახვია - ნილ, მომე რა სიგარეტი, ძალიან მომინდა, ო-კეი? - ??? - სიგარეტზე ამბობ თუ მსროლელზე? - ღიმილით იკითხა დოჯსონმა. - რაა?...ააა...მოწიე, მოწიე...და ჯეფრი რას ამბობს? ნახა ეს მსროლელი? - გაფართოებული თვალებით იკითხა ჰარპერმა. - აი ეს ჯერ არ ვიცი. ნოლანმა ვერაფერი საინტერესო ვერ მითხრა. უცხო კაცი არავინ არ მინახავსო, ამბობს - უპასუხა დოჯსონმა. - რააააა? რას ბოდავ? აბა ვინ იყო სასტუმროს ნომერში? უჩინმაჩინი? - გადავიდა ყვირილზე დოჯსონი. - არავინ. რეალურად შეიძლება ვინმე იყო, თუმცა ეს არსად არ ჩანს...სტუმრების რეგისტრაციის წიგნს ვგულისხმობ - უპასუხა დოჯსონმა და პირველი ნაფაზი დაარტყა - ნოლანია სანახავი, ოღონდ როგორ გავაკეთო ეს ფედერალების ფუთფუთის ფონზე, ჯერ არ ვიცი...კარგ მსროლელთან და თანაც უჩინმაჩინთან, გვაქვს საქმე. ჯერ-ჯერობით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ყოჩაღ ბოჟიდარ, ყოჩაღ!!!!!!! ყოჩაღ ბოჟიდარ, ყოჩაღ!!!!!!!
4. ეს მართლაც საინტერესო ისტორია და სასიამოვნო თხრობაა! და განსხვავებული გეოგრაფიაც თავისებურ ხიბლს ანიჭებს ამბავს! 555 ეს მართლაც საინტერესო ისტორია და სასიამოვნო თხრობაა! და განსხვავებული გეოგრაფიაც თავისებურ ხიბლს ანიჭებს ამბავს! 555
3. ხო, საინტერესო ფილმია...5 წავიკითხავ გაგრძელებასაც...:) ხო, საინტერესო ფილმია...5 წავიკითხავ გაგრძელებასაც...:)
2. საგიჟეთი იყო რა...ნამდვილი ამერიკული მედია-საგიჟეთი, რომლის დროსაც არავინ ბოლომდე არაფერი იცის; როდესაც სინამდვილეში არავის არაფრის გაგება არ სურს; როდესაც ყველას მხოლოდ ერთი რამ სურს - დაასწროს კონკურენტს, გვერდზე მდგომ "კოლეგას" და გადასცეს "ახალი" სენსაცია თავისიანებს, ხოლო კვარტლის ბოლოს ბოსს მსუყე ბონუსი მოსთხოვოს. ..... :) შეკრებილი ჟურნალისტებიდან ყველას სურდა პირველს გადაეცა ახალი ინფორმაცია თავიანთი "ენ-სი-აი-ფაივ", "ჯი-ბი-დაბლიუ-უან-ჰანდრიდ" თუ "ეფ-ფი-ოუ -რაღაცა" სატელევიზიო თუ რადიო ქსელებისათვის. :)
ძალიან დახვეწილია... ველით გაგრძელებას... :) საგიჟეთი იყო რა...ნამდვილი ამერიკული მედია-საგიჟეთი, რომლის დროსაც არავინ ბოლომდე არაფერი იცის; როდესაც სინამდვილეში არავის არაფრის გაგება არ სურს; როდესაც ყველას მხოლოდ ერთი რამ სურს - დაასწროს კონკურენტს, გვერდზე მდგომ "კოლეგას" და გადასცეს "ახალი" სენსაცია თავისიანებს, ხოლო კვარტლის ბოლოს ბოსს მსუყე ბონუსი მოსთხოვოს. ..... :) შეკრებილი ჟურნალისტებიდან ყველას სურდა პირველს გადაეცა ახალი ინფორმაცია თავიანთი "ენ-სი-აი-ფაივ", "ჯი-ბი-დაბლიუ-უან-ჰანდრიდ" თუ "ეფ-ფი-ოუ -რაღაცა" სატელევიზიო თუ რადიო ქსელებისათვის. :)
ძალიან დახვეწილია... ველით გაგრძელებას... :)
1. ვაა , ბოჟიდარ, მ,აგარია , კარგია რომ მიაყოლე და თან გაზარდე მოცულობა:) მაგარი საინტერესო ხდება ყვეერლაფერი:) მაგრამ მე კორმაკის მახარეზე ვარ დიდი ხანია:) ვაა , ბოჟიდარ, მ,აგარია , კარგია რომ მიაყოლე და თან გაზარდე მოცულობა:) მაგარი საინტერესო ხდება ყვეერლაფერი:) მაგრამ მე კორმაკის მახარეზე ვარ დიდი ხანია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|