| ავტორი: ნიკკა ჟანრი: პროზა 30 ივნისი, 2008 |
წერილი ნინა ასათიანს, ფსიქიატრტიული კლინიკიდან
ძვირფასო ნინა, აი გავიდა დრო და მე ჩავთვალე საჭიროდ შენთვის მომეწერა. მე კარგად ვარ,ძალიანაც კი,ასე კარგად თავი ჯერ არასდროს მიგრძვნია-მადლობელი ვარ შენი,რადგან გზაზე რომელსაც სრულ თავისუფლებამდე მივყავარ შენ დამაყენე. ჩემი ყოველი დღე,რომელიც შენ გაინტერესებს როგორია,გეტყვი რომ მშვიდია და ნელი.ხალხს მეტ-ნაკლებად შევეწყვე.აქ ყველაფერი ერთფეროვანია, თეთრი და მშრალი,მაგრამ არის დღეები,როდესაც ბევრი სიახლე ხდება ჩვენს თავს,ასეთ დღეებში ექიმები განსაკუთრებით შფოთავენ და ნერვიულობენ.მე კი ამ სიახლეებს ვისრუტავ და სიარულს ვიწყებ მათ თავებზე,მათივე ხელშეწყობით ვაღწევ ამ შენობას თავს დავცინი მათ და ხარბად ვეწევი (მომამარაგე ნინა თამბაქოთი). სისხლიანი პირით და წითელი ტუჩებით ვაწონებ ყველას თავს და ვკვდები.თავს ვიკლავ.თეთრი ფერის ანგელოზი თავისივე ფრთებით დამტირის, მხოლოდ ის ხედავს ჩემს დაკლაკნილ და ტკივილებისგან გატანჯულ სხეულს. თითის წვერებით ავყავარ ცაში და ცდილობს გამაცოცხლოს. მე არაყი მინდა და მწვანე ბალახი,რომ ანგელოზი მე თვითონ ავწიო ცაში,მაგრამ ჩვენ მიწიერზე დაბლა ვდგავართ.ეს დროებითია ხოლმე,კონტრასტულად იცვლება გარშემო ყველაფერი და მეც უცბად საშინლად დაპატარავებული, როიალის კლავიშებზე დავდივარ. ეს არ მთავრდება და მე ეს მომწონს, ო ო როგორ მომწონს! მომწონს ისე გათელილად, მიწიერად და ავადმყოფურად, რომ ვსუნქავ ხარბად მშრალი თეთრი კირის სუნს და მეც ნელ-ნელა ამ კედლებად ვიქმნები,რომლებიც ამ კირით არის შენიღბული. მერე მტკივა ისევ, ძალიან მტკივა და უკან ვბრუნდები. ჩემი ანგელოზი ფრთებს შლის და უკანმოუხედავად მიფრინავს. მას მოსწონს ჩემი შეგრძნებები და ჩემი მწვანე სისხლი რომელიც ყველას წითელი გონია,მაგრამ ანგელოზია და მაგისთვის არ შეიძლება ეგეთები, ხოდა მიფრინავს. მე ვაფრენ ანგელოზებს, ამათ კი გონიათ გავგიჟდი.……
პ.ს. სიზმრიანი ძილი მომენატრა ნინა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კაია............ კაია............
9. უცებ ვიპოვე ახლა ეს. კარგი რამეა:) უცებ ვიპოვე ახლა ეს. კარგი რამეა:)
8. მომეწონა! (ჩვენც ვაფრენთ ხოლმე) მომეწონა! (ჩვენც ვაფრენთ ხოლმე)
7. ჰალალი იყოს 5 შენზე. ჰალალი იყოს 5 შენზე.
6. მეორედ გადავიკითხე 8-> არაა რააა...პრიწიგივაეტ აშკარად :D მეორედ გადავიკითხე 8-> არაა რააა...პრიწიგივაეტ აშკარად :D
5. პატარა გრამატიკული შეცდომები, ისე კი დანარჩენი ძალიან კარგია! აზრია კარგად გადმოცემული და ოდნავ უზუსტობა რაც აღინიშნება წერილში საჭიროც კი არის....რადგან წერილი "გიჟს" ეკუთვნის ბოლოს და ბოლოს... :) V შენ და ჩემი აღფრთოვანება წერილისადმი პატარა გრამატიკული შეცდომები, ისე კი დანარჩენი ძალიან კარგია! აზრია კარგად გადმოცემული და ოდნავ უზუსტობა რაც აღინიშნება წერილში საჭიროც კი არის....რადგან წერილი "გიჟს" ეკუთვნის ბოლოს და ბოლოს... :) V შენ და ჩემი აღფრთოვანება წერილისადმი
3. ტატატოს წააკითხეთ 5 ტატატოს წააკითხეთ 5
2. ვახ, ძალიან მომხვდა გულზე.....არის რაღაც პატარა სეცდომები და გაასწორე! 5 ვახ, ძალიან მომხვდა გულზე.....არის რაღაც პატარა სეცდომები და გაასწორე! 5
1. პ.ს. სიზმრიანი ძილი მომენატრა ნინა.
ეს კარგი იყო, მარტო ამაშიც დავწერდი ხუთს. 5 პ.ს. სიზმრიანი ძილი მომენატრა ნინა.
ეს კარგი იყო, მარტო ამაშიც დავწერდი ხუთს. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|