ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mistery_100
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2008


საუბარი (ჩემი მაგდუსასი)

თავფურცელი-
  ცხოვრებაში პირველად ვნახე რომ ჩემი მაგდა მთვარეს ელაპარაკებოდეს.უთქვამს ველაპარაკები ხოლმეო, მაგრამ თუ მართლა ესაუბრებოდა არ მეგონა. გამწარებული გუშინდელი გერმანიის წაგების მერე აივანზე ვიჯექი და ვეწეოდი, ისე უცებ დაიწყო ლაპარაკი ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ტელეფონით დავიწყე ჩაწერა და გაოგნებული ვუსმენდი.მთვარის მაგივრადაც თავად ამბობდა სიტყვებს(ტონით მიხვდებოდა ადამიანი).ბევრი ამოვიღე,სანამ 10-ჯერ არ დავუძახე არ მომაქცია ყურადღება. მერე კი გაეღიმა "სისულელეს ვაკეთებო". ძალიან მიყვარს ჩემი მაგდა და მაპატიოს თუ აქ შემოვა ერთხელაც და ნახავს ამ ნაწერს. (კიდე კარგი პაროლი შევცვალე :D )  ისე გამიბრაზდით გუშინ რაღა მაგდას ნიკით შემოხვედიო, რომ მაგდას რამე მინდოდა დამეწერა თქვენთვის.  ამაზე მართალი კი მასაც არ დაუწერია. ესეთია ჩემი მაგდა გულიანად. მაგდულ :) მიყვარხარ  30.06.2008წ

პ.ს. ეს გუშინ უნდა დამედო,მაგრამ სამსახურში ვერ მოვხვდი და ეხლა ავკრიფე აქვე. იმედია გრამატიკის გამო შეცდომები არ მაქ!!!!!!! გადარბენაზე ვარ სამსახურში და ვერ ვაქცევ ყურადღებას სიტყვებს!!!!! და იმ წამს სულ ერთი იყო მთვარე მართლა იყო ცაზე თუ მას ღრუბლები ფარავდა!!!!!!!!! :)

____________________________________________________________________________________________________________________
-რატო?. (მთვარე)
-არ შემიძლია და რა ვქნა?. (მაგდუსა)
-მე რა დაგიშავე?.
-შენ?!. შენ არაფერი.
-აბა ,რატო?
-საჭიროა..
-მითხარი რა...
-"ჩემგან რომ წახვიდე მთვარეს უნდა გაექცეო" ხომ გაგიგია?!...
-ხო... მარა მე არ დამიწერია ეგ... ჩემზე ბევრი რამე დაუწერიათ და ეგ დავაშავე?!..
-არა... უბრალოდ...
-ნუ...
-მტკივა რა...
-შენ ხომ ასე გიყვარდი...
-როცა ვუყვარდი...
-ხმამაღლა მიყვიროდი ქუჩაში "მიყვარხაროოოოოოო"
-მეც ეგრე მიყვიროდნენ...
-აღარ გიყვარვარ?!...
-აღარ ვუყვარვარ!...
-და მაგიტომ?!..
-ხო...
-....
-ნუ მაქცევ ზურგს...
-მიდიხარ და არ მინდა შენი ზურგის ყურება...
-მე რომ ვუყურებ როგორ მიდის ?!...
-შენ ძლიერი ხარ...
-შენც იცი რომ ასეთი სუსტი ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ...
-გაძლიერდები...
-მის გარეშე?!... ვერა
-გაგივლის...
-ვერ ვიტან მაგ სიტყვას...
-შენც იცი...ეგრეა...
-არ მინდა
-კარგი.
-რატომ ტირი ვერ გამიგია... ჩამოაქციე ცა...
-შენ ხომ გეტკინა?!..
-ბევრი რამ... მაგრამ რა?
-როცა წავიდა?!..
-ეხლაც მიდის...
-ხო... რომ მიდის... ხომ გტკივა..
-მტკივა...
-გიყვარს?!...
-მიყვარს...
-მე ყველა ჩემი მოსაუბრე მიყვარს...
-ისიც ხომ წავიდა....
-შენ არ თქვი ჯერ კიდევ მიდისო?...
-ხო...რავი...ალბათ ჯერ კიდევ მიდის...არ ვიცი
-...
-შენგან წავიდა?!...
-მხოლოდ შენ მელაპარაკები...
-ეხლა?!...
-ყოველთვის...
-როგორ?!...
-ორთაგან... შენ მელაპარაკები...
-მარტო?!..
-ხო...შენგან ვიგებდი ყველაფერს... მას მხოლოდ ვუყურებდი...
-მერე?!...
-რატო გაგინათდა თვალები?!..
-ისე...უბრალოდ.
-არ მკითხო რა
-რატო?
-არ მკითხო უბრალოდ
-არადა როგორ მინდა გკითხო
-ხომ იცი ,რომ ადამიანს ყოველთვის ვაძლევ იმედს
-იმედი მანაც მომცა და გამიქრო...დავიბენი
-ნუ იბნევი.არ მკითხო უბრალოდ
-არადა როგორ მინდა..არ გესმის გულის ფეთქვა?
-მესმის.შეანელე
-არ შემიძლია
-შეძელი
-არ შემიძლია ადამიანოოოოოოოოოოო
-მე არ ვარ ადამიანი
-მაპატიე
-არაფერია.ზოგჯერ მშურს
-რისი?რა მაქ შესაშური?
-ის,რომ ადამიანურად შეგიძლია ცხოვრება
-ეს ცხოვრებაა?
-აბა ჩემია?
-მის გარეშე ეს აღარაფერია.
-მარტო ვარ მუდამ და შენის აზრით ეს ყველაფერია?
-მარტო არ ხარ
-თქვენ ხართ ჩემთან?!
-ხო
-შენ იყავი..მიდიხარ.ის-არც კი უცდია დარჩენილიყო
-ნუ რა
-რატო?
-მტკივა
-რას ატირებ იმ გოგოს?
-ვის?
-გვერდით რომ გიზის
მოიხედა
-ჩემი ტყუპისცალია
-რატო ტირის?
-ჩემს გამო
-რატო?
-რომ მტკივა
-გიშველოს
-თავადაც უნდა რომ მიშველოს
-რატო ვერ გშველის?
-იმედი რომ გამოგზავნა ღმერთმა დედამიწაზე -აი,მაგიტომ
-იმედი გაქ?
-ალბათ..არ ვიცი..აქამდე არ ვისუნთქებდი
-ნუ
-რა?
-იქნებ..
-არა..."იქნებ" მასთან ერთად გაქრა..მასთან ერთად მიდის
-ნაადრევად ხომ არ ამბობ ამ ყველაფერს?
-ნაადრევად ვამბობ შენის აზრით?
-შეიძლება
-ნეტა იცოდე
-ნეტა ბევრი რამე შემეძლოს
-ნეტა შეგვეძლოს
-ნუ ხარ ეგრე
-არ შემიძლია
-დარჩი რა
-არც ეგ შემიძლია
-ხომ იცი რომ მაინც ჩემთან იქნები
-ფიქრით..კი
-დაგინახავ ხოლმე.
-შენ ხო
-ნუ ხარ ეგრე
-მიყვარს
-მასაც..
-.................
-მაპატიე
-არაფერია.მეც მეშლება ხოლმე
-არ წახვიდე
-მასთან ერთად დავბრუნდები მხოლოდ,ეს კი,შენ მაპატიე.
___________________________________________________________________________________________________________________


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები