 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 22 აპრილი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დავითი კიდევ დიდ ხანს იჯდა კაფეში, როდესაც მისმა მობილურმა დარეკა. ნომერს დახედა და უპასუხა. – ხო, გია, სად ხარ ამდენი ხანი? საყვედურისგან თავი ვერ შეიკავა დავითმა. ისედაც საშინელ ხასიათზე დადგა საკუთარი წარსულის ამოქექვით. – ვერაფრით ვახერხებ მოსვლას, უფროსმა დამირეკა და სასწრაფოდ თავისთან დამიბარა. – რამე თუ გაიგე იმ ქალზე? ვეღარ მოითმინა კაცმა. მობილურის იქით დუმილი ჩამოწვა. არ არის ეს კარგის ნიშანი… – მაგაზე პირისპირ დავილაპარაკოთ, ჯობია. ახლა კი წავედი, თორემ პრობლემები შემექმნება საპატრულო პოლიციასთან მობილურზე ლაპარაკის გამო. სიცილით უთხრა გიამ და გათიშა. დავითს უფრო წაუხდა გუნება. რა ხდება? ნუთუ ყველა შეიშალა და მარტო ის დარჩა სრულ ჭკუაზე? საქმე რაღაც მნიშვნელოვანშია. ან რატომ მაინცდამაინც ის? ამ ქალს შეეძლო ბევრად უფრო “სახელოვან” ფსიქოლოგთან მისვლა, მაგრამ მასთან დადის. ცოტა ხნით ამბიციები გვერდზე რომ გადავწიოთ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დავითზე კარგი სპეციალისტებიც არიან თბილისში. ან ღმერთი ამოწმებს, ან კიდევ ადამიანები ეკაიფებიან. პრინციპში ორივე ერთადაც შეიძლება. საათს დახედა, უკვე იმ ქალის ვიზიტის დრო იყო. ამიტომაც სასწრაფოდ წამოდგა და სამსახურისკენ აიღო გეზი.
ტაქსში იჯდა და დავითთან მორიგ ვიზიტზე მიდიოდა. არასოდეს ჰყვარებია მანქანები, მით უფრო მათი მართვა არ ხიბლავდა. ყოველთვის ერჩივნა სხვას ეტარებინა. ეს იყო ერთადერთი საქმე, რომელსაც სხვას ანდობდა. თვალები დახუჭა.. წარსულის კადრები ამოუტივტივდა. “ შეხვედრის მერე სპეციალურად აღარ წავიდა იმ ბარში. კაცს მისცა იმის საშუალება, რომ სადავეები თავად აეღო ხელში. ისე მოხდა რომ 10 დღის მერე ზარი შემოვიდა მის ტელეფონზე. ქალს ტუჩებზე თვითკმაყოფილი ღიმილი გადაეფინა და მობილურს უპასუხა. – არ დამეკარგო და არ დამკარგო, კარგი? მშვიდი ხმა ჰქონდა კაცს. – ჩვენ თუ დავიკარგებით მხოლოდ ერთად და ისიც დროებით. ღიმილით უპასუხა ქალმა. თითქოს იგრძნო როგორ ესიამოვნა ეს სიტყვები მამაკაცს.. – ეს ასეა, ეს კარგია.. – იცი, მე ლამაზი ცრემლებისა და მახინჯი თვალების მჯერა, რადგან მე მაქვს ასეთი. საუბარი უკვე ფსიქოლოგიურ ჭრილში გადადიოდა. ეს იყო გამოცდა, რომელი გაქაჩავდა ბოლომდე. – ხო, შენი თვალები იმდენად მახინჯია, რომ ჩემს თვალებში რჩება დილამდე. უხდებოდა სარკაზმით შეფერილი სიტყვები. ეს უფრო ხაზს უსვამდა მის მამაკაცურ სიძლიერეს, თუმცა გვახსენებდა, რომ სარკაზმი და ცინიზმი ეს უბრალოდ უიღბლო გენიოსების ფარია. ისიც მათ რიგებში იყო, თუმცა მაინც ბოლომდე ებრძოდა ღმერთს და იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ თავად იყო ის ღმერთი, რომელიც ასე არ უყვარდა. – შენ ჩემს თვალებს იღებ და “ზალოგში” შენს სიცოცხლეს დებ. ჩაეღიმა. ასე კეთილი მშობლები იღიმიან შვილის წარმატებებზე. ქალსაც ჩაეღიმა, რადგან თამაში მისი იყო და კაცს კი თავისი შედგენილი ეგონა.. – შენ ვერ გაძლებ თამაშის გარეშე, ამიტომაც ტკივილამდე თამაშიბ, ტკივილის იქითაც, გხედავ.. ის იღებდა ქალის ხასიათიდან წერტილებს და შემდეგ გაშიშვლებულს უბრუნებდა მთლიან პორტრეტს. ის თამაშობდა ზღაპარს, სადაც მხოლოდ ორი როლი იყო.. სადაც მხოლოდ ქალის როლი იცვლებოდა ხანდახან, თვითონ კი სამარადჟამო მეზღაპრედ რჩებოდა. ერთადერთი რისიც ეშინოდა, მისი ზღაპრის დასრულება იყო. ამიტომაც ბოლომდე თამაშობდა, დიახ, ამ ქალივით ტკივილის იქითაც. ის ქალს თითებზე ახვევდა თავის ტკივილებს და მერე ამ თითებით მოფერებას ითხოვდა. – კარგი გემოვნება გქონია. დაასკვნა ქალმა. კაცს ხმამაღლა გაეცინა. მან ეს პარტია მოიგო. საჭიროც იყო, უნდა დათმო პარტიები, თუკი ომი გინდა იყოს შენი.. – ხო და ამის ყველაზე კარგი დადასტურება ისაა, რომ შენ მომწონხარ საშინლად. დღეიდან კი შენს თვალებთან ერთად შენი ხმაც ვითხოვე დილამდე. ორივემ იცოდა სად გადიოდა მფეთქავი არტერიები.. სად იყო ყველაზე მგრძნობიარე წერტილები და ორივემ ზუსტად იცოდა რა უნდოდათ ერთმანეთისგან.”
დანიშნულების ადგილიც გამოჩნდა. უხმოდ გადავიდა მანქანიდან და შენობას ახედა. – შენი ზღაპარი გაცვდა, ჩემი თამაში კი ჯერ კიდევ ტკივილიანია.. თავისთვის ჩაილაპარაკა და შენობაში შევიდა. რამდენიმე წუთში უკვე დავითის კაბინეტში იყო. არც კი მისალმებია, მაშინვე წამოწვა დივანზე და საუბარი დაიწყო. – არსებობენ ადამიანები, რომელნიც თმობენ ყველაფერს, რათა საკუთარი სურვილები აქციონ რეალობად და როცა ეუბნები, რომ ისინი მონები არიან, უკვირთ. თავს მიზანდასახულებად ასაღებენ, რადგან სურვილებისთვის იბრძვიან და ვერ ხვდებიან, რომ სწორედ სურვილებს არიან დამონებულნი. როცა აკეთებ ყველაფერს, რომ მიიღო კონკრეტული, კარგავ თავისუფლებას. უნდა გააკეთო კონკრეტული, რომ მიიღო ყველაფერი. დავით, რამდენი წელი შეალიე იმ გაშპაკლულ ცხოვრებას, რაც ახლა გაქვს? არ მიპასუხო, სახეზე გაწერია. ჩამოშვებული ქუთუთოები, ჩამქრალი მზერა, გამოფიტული ორგანიზმი. დავითი სავარძლიდან წამოდგა და ქალის ფეხებთან ჩამოჯდა. დიდ ხანს და დაკვირვებით უყურებდა მის თვალებს. ცდილობდა ამოეკითხა, თუ რას მალავდა ქალი. მზერა მის ყელს ჩააყოლა.. მის მკერდს.. და ფეხებთან წუთით შეჩერდა მზერის ფოკუსი. – რას ელოდები? ააყოლე მფეთქავი ხელისგულები, ხომ ვიცი რომ გინდა. მაგრამ ეთიკა და დოგმები არ გაძლევენ საშუალებას ეს გააკეთო. როდემდე უნდა ემონო სხვების მიერ გამოგონილ კანონებს? დავითი ფრთხილად შეეხო კოჭებზე და ნაზად ააყოლა ხელი ფეხს. ქალის თვალებში სურვილი ჩადგა. მზერა გაუსწორა დავითმა და ხელისგული ბოლომდე ააყოლა ფეხს.. “სულო ცოდვილო, რას ვაკეთებ?”, ყვიროდა გონება. ქალმა უკან გადახარა თავი და ბოლომდე მიენდო კაცის თითებს.. დავითმა ყველა ფიქრი უკუაგდო. მხოლოდ სურვილი თრთოდა ახლა მასში. ქალის დაუფლების სურვილი.. ხელებზე თბილი სისველე იგრძნო. – მე არ ვატარებ ტრუსებს.. ჩურჩულით უპასუხა ქალმა. კაცს ერთიანად ააკანკალა.. ვნებამ შეიპყრო მისი ყოველი უჯრედი. ქალმა ფეხები ერთმანეთს მოუჭირა.. – ვიცი ახლა, როგორ გაგიჟებამდეც გინდივარ.. თვალებში დაუცლელი სურვილები ელავდნენ. სხეული მოაშორა მის თითებს და დივანზე წამოჯდა. შავი მაისური შეისწორა, ქვედაბოლო ჩამოიფერთხა და წამოდგა. – ის არ ყოფილა შენნაირი, თავისუფალი იყო დოგმებისგან. მას შეეძლო ერთი შეხებით გაერყვნა მთელი სხეული და ბილწი სექსით ყოფილიყო ყველაზე წმინდა. ეს ნიჭია ალბათ.. სიგარეტს მოუკიდა. დავითმა იგრძნო როგორ მოერია სიბრაზე, როგორ აუწითლდა სახე, როდესაც სხვის მკლავებში წარმოიდგინა ეს უცნაური ქალი. ეს არ იყო ეჭვიანობა, ეს პირველყოფილი მესაკუთრეობის განცდა იყო. ბრძოლა პირველობისთვის.. – გიყვარს? ჰკითხა შეპარვით დავითმა, თითქოს ქალის პასუხზე იყო დამოკიდებული მისი შემდგომი ცხოვრება. ქალს ჩაეცინა. იდუმალი გამოხედვა ესროლა მას და მშვიდად უპასუხა. – ჩვენ არ გვყვარებია ერთმანეთი, ჩვენ ყველა ადამიანურზე მაღლა ვიდექით. იყო მომენტები, როცა შეგვეძლო გვყვარებოდა ერთმანეთი და მომენტებში საზიზღრობამდე დაგვეყვანა ყველაფერი ადამიანური. ჩვენი სიწმინდე თამაში იყო.. და თამაში ყველაზე დიდი რეალობა. – არაფერი მესმის.. ჩაიბურტყუნა დავითმა. თითქოს აღიზიანებდა ამ ქალის ჩახუჭუჭებული აზრები. – არც არის გასაკვირი. მხოლოდ მას ესმოდა ჩემი ქარაგმები, მე კი მისი სიტყვების მიღმა არსებული სურვილები. სიგარეტი ზედ რაფაზე მიასრისა და გასასვლელისკენ გაემართა. – მიდიხარ უკვე? თითქოს გული დასწყდა კაცს. – ადამიანი შიშით იმართება, ნუ დამანახებ ასე ადვილად მათ. თბილად გაუღიმა და კარი გაიხურა. დავითი ნირწამხდარი იჯდა დივანზე. “ესეც შენი ევა”, გაიფიქრა საკუთარ თავზე გაბრაზებულმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ;) ვაგრძერლებ კითხვას.....;) ;) ვაგრძერლებ კითხვას.....;)
16. მოკლედ მიდიხარ წინ!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! მოკლედ მიდიხარ წინ!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
15. ჩემს ''ბატარეიებს'' ტენი ხოლმე,რაც არ უნდა დაცლილი იყოს...
რა კარგია რომ მყავხარ.............
ჩემს ``ბატარეიებს`` ტენი ხოლმე,რაც არ უნდა დაცლილი იყოს...
რა კარგია რომ მყავხარ.............
14. რომ დაამთავრებ მერე თავიდან ბოლომდე ჩავუჯდები ამას:D ხანდახან კი გამომექცევა ხოლმე თვალი,მარა მინდა რომ მერე ერთიანად წავიკითხო:-* რომ დაამთავრებ მერე თავიდან ბოლომდე ჩავუჯდები ამას:D ხანდახან კი გამომექცევა ხოლმე თვალი,მარა მინდა რომ მერე ერთიანად წავიკითხო:-*
13. ამჯერად გავკადნიერდები და გეტყვით, რომ ეს თქვენ დაიბენით და სიუჟეტის ბრალი ნამდვილად არაა ეს :) საწყენი არაფერია, ყველას თავისი აზრი გააჩნია.
ამჯერად გავკადნიერდები და გეტყვით, რომ ეს თქვენ დაიბენით და სიუჟეტის ბრალი ნამდვილად არაა ეს :) საწყენი არაფერია, ყველას თავისი აზრი გააჩნია.
12. მე მაგალითად გისურვებდი დროზე დაამთავრო ეს ნაწარმოები,მანამ,სანამ თავად დაიბნევი უაზრო სიუჟეტებში,თავიდან ბოლომდე წავიკითხე ყურადრებით,მაგრამ როგორც მკითხველს,ჩემი გემოვნება ვერ დააკმაყოფილა,აბა რა არის აქ მხატვრული,ააყოლა, ჩააყოლა, მიაყოლა, მოაყოლა.დაიწყეთ რამე ახალი, სიტყვათა მარაგი,საინტერესო აზრები,სურვილები გეტყობათ კარგი გაქვთ,უფრო თამამად, თამამად,არ გეწყინოთ აქ ჩემი სუბიექტური მოსაზრება დავაფიქსირე,მეტი არაფერი, კეთილი სურვილებით მე მაგალითად გისურვებდი დროზე დაამთავრო ეს ნაწარმოები,მანამ,სანამ თავად დაიბნევი უაზრო სიუჟეტებში,თავიდან ბოლომდე წავიკითხე ყურადრებით,მაგრამ როგორც მკითხველს,ჩემი გემოვნება ვერ დააკმაყოფილა,აბა რა არის აქ მხატვრული,ააყოლა, ჩააყოლა, მიაყოლა, მოაყოლა.დაიწყეთ რამე ახალი, სიტყვათა მარაგი,საინტერესო აზრები,სურვილები გეტყობათ კარგი გაქვთ,უფრო თამამად, თამამად,არ გეწყინოთ აქ ჩემი სუბიექტური მოსაზრება დავაფიქსირე,მეტი არაფერი, კეთილი სურვილებით
11. "ეს ქალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეშლილია "
ეგრეა:)
"კარგი მკითხველი ხარ და მიხარია ჩემს გვერდს რომ სტუმრობ ხოლმე "
მეც მიხარია შენთან შემოსვლა:) "ეს ქალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეშლილია "
ეგრეა:)
"კარგი მკითხველი ხარ და მიხარია ჩემს გვერდს რომ სტუმრობ ხოლმე "
მეც მიხარია შენთან შემოსვლა:)
10. – ჩვენ თუ დავიკარგებით მხოლოდ ერთად და ისიც დროებით.
ჰმ:)
თვალები...
და
არსებობენ ადამიანები, რომელნიც თმობენ ყველაფერს, რათა საკუთარი სურვილები აქციონ რეალობად და როცა ეუბნები, რომ ისინი მონები არიან, უკვირთ. – ჩვენ თუ დავიკარგებით მხოლოდ ერთად და ისიც დროებით.
ჰმ:)
თვალები...
და
არსებობენ ადამიანები, რომელნიც თმობენ ყველაფერს, რათა საკუთარი სურვილები აქციონ რეალობად და როცა ეუბნები, რომ ისინი მონები არიან, უკვირთ.
9. ფუსუსუნა, მექანიკურს შევასწორებ აუცილებლად. მთრთოლვარე - მეც ცუდად მომხვდა ახლა, მფეთქავს დავწერ. ეს უფრო იქნება ჩემეული :) მაგ დროს მხატვრულ ფრაზებს, რაც შეეხება, დამიჯერე, არსებობენ ადამიანები, ვინც ასე "მხატვრულად" ეფერებიან ერთმანეთს და ეს სულაც არ არის ყალბი.
პერსონაჟის სახელით ვერაფერის ვიტყვი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ეს ერთგვარი მონობაა მისი მხრიდან :) ნუ დაგვავიწყდება რომ ეს ქალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეშლილია :)
კარგი მკითხველი ხარ და მიხარია ჩემს გვერდს რომ სტუმრობ ხოლმე :)
_____
ჩემი მშვენიერი, ჟადენი :) გაგიღიმე თბილად, კარგო.. :-* ფუსუსუნა, მექანიკურს შევასწორებ აუცილებლად. მთრთოლვარე - მეც ცუდად მომხვდა ახლა, მფეთქავს დავწერ. ეს უფრო იქნება ჩემეული :) მაგ დროს მხატვრულ ფრაზებს, რაც შეეხება, დამიჯერე, არსებობენ ადამიანები, ვინც ასე "მხატვრულად" ეფერებიან ერთმანეთს და ეს სულაც არ არის ყალბი.
პერსონაჟის სახელით ვერაფერის ვიტყვი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ეს ერთგვარი მონობაა მისი მხრიდან :) ნუ დაგვავიწყდება რომ ეს ქალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეშლილია :)
კარგი მკითხველი ხარ და მიხარია ჩემს გვერდს რომ სტუმრობ ხოლმე :)
_____
ჩემი მშვენიერი, ჟადენი :) გაგიღიმე თბილად, კარგო.. :-*
8. შენი და ჰარალეს პროზას ვაკოპირებ ქეთ და ერთ წყნარ,წვიმიან დღეს ჩავუჯდები წასაკითხად. ახლა მოგიკითხავ უბრალოდ დიდი სითბოთი.... შენი და ჰარალეს პროზას ვაკოპირებ ქეთ და ერთ წყნარ,წვიმიან დღეს ჩავუჯდები წასაკითხად. ახლა მოგიკითხავ უბრალოდ დიდი სითბოთი....
7. "ამის ყველაზე კარგი დადასრურება ისაა" > მექანიკური ჩაასწორე, ქეთი:)
"ააყოლე მ თ რ თ ო ლ ვ ა რ ე ხელისგულები, ხომ ვიცი რომ გინდა" << გამოყოფილი სიტყვა ზედმეტი მეჩვენა, ზედმეტად ხელოვნური, ადამიანს, გინდაც მწერალი იყოს, არა მგონია, ეს სიტყვა ეთქვა ამ დროს... რავი, ჩემი აზრია:)
და კიდევ, შენ არა და შენს პერონაჟს ვეტყოდი იმ სიტყვებს, რასაც ის დავითს ეუბნება:
"არსებობენ ადამიანები, რომელნიც თმობენ ყველაფერს, რათა საკუთარი სურვილები აქციონ რეალობად და როცა ეუბნები, რომ ისინი მონები არიან, უკვირთ. თავს მიზანდასახულებად ასაღებენ, რადგან სურვილებისთვის იბრძვიან და ვერ ხვდებიან, რომ სწორედ სურვილებს არიან დამონებულნი. როცა აკეთებ ყველაფერს, რომ მიიღო კონკრეტული, კარგავ თავისუფლებას..."
არამარტო დავითი, მე ის ქალიც (ქეთი ჰქვია პერსონაჟსაც, ხო? ) ეგეთი "მიზანდასახული" მგონია:) და თუ ის ყველანაირ მორალზე უარს ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისუფალია და ზუსტად საკუთარ სურვილებს არაა დამონებული:)
ჰეჰ, პერსონაჟების განხილვაზე გადავედი:) კარგია ეს:) ყოჩაღ, ქეთი:) "ამის ყველაზე კარგი დადასრურება ისაა" > მექანიკური ჩაასწორე, ქეთი:)
"ააყოლე მ თ რ თ ო ლ ვ ა რ ე ხელისგულები, ხომ ვიცი რომ გინდა" << გამოყოფილი სიტყვა ზედმეტი მეჩვენა, ზედმეტად ხელოვნური, ადამიანს, გინდაც მწერალი იყოს, არა მგონია, ეს სიტყვა ეთქვა ამ დროს... რავი, ჩემი აზრია:)
და კიდევ, შენ არა და შენს პერონაჟს ვეტყოდი იმ სიტყვებს, რასაც ის დავითს ეუბნება:
"არსებობენ ადამიანები, რომელნიც თმობენ ყველაფერს, რათა საკუთარი სურვილები აქციონ რეალობად და როცა ეუბნები, რომ ისინი მონები არიან, უკვირთ. თავს მიზანდასახულებად ასაღებენ, რადგან სურვილებისთვის იბრძვიან და ვერ ხვდებიან, რომ სწორედ სურვილებს არიან დამონებულნი. როცა აკეთებ ყველაფერს, რომ მიიღო კონკრეტული, კარგავ თავისუფლებას..."
არამარტო დავითი, მე ის ქალიც (ქეთი ჰქვია პერსონაჟსაც, ხო? ) ეგეთი "მიზანდასახული" მგონია:) და თუ ის ყველანაირ მორალზე უარს ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისუფალია და ზუსტად საკუთარ სურვილებს არაა დამონებული:)
ჰეჰ, პერსონაჟების განხილვაზე გადავედი:) კარგია ეს:) ყოჩაღ, ქეთი:)
6. მართლაცდა ასე მოუვა,მე უკვე მის ფსიქოლოგობაშიც სემეპარა ეჭვი:) მკლედ ველი გაგრძელებას+777 მართლაცდა ასე მოუვა,მე უკვე მის ფსიქოლოგობაშიც სემეპარა ეჭვი:) მკლედ ველი გაგრძელებას+777
5. საწყალი დავითი :)) ერთი ორი კიდე ეგეთი პაციენტი და როგორც კაცი აღარ ივარგეებს :)) :-* 555 საწყალი დავითი :)) ერთი ორი კიდე ეგეთი პაციენტი და როგორც კაცი აღარ ივარგეებს :)) :-* 555
4. სარკაზმი და ცინიზმი ეს უბრალოდ უიღბლო გენიოსების ფარია.
უნდა დათმო პარტიები, თუკი ომი გინდა იყოს შენი..
როცა აკეთებ ყველაფერს, რომ მიიღო კონკრეტული, კარგავ თავისუფლებას. უნდა გააკეთო კონკრეტული, რომ მიიღო ყველაფერი.
ეს სენტენციები ამნოვწერე იმის დასტურად, რომ ვთქვა: მართლა ჭკვიანი ხარ!
მძაფრად მიდის სიუჟეტი. ის სცენაც მძაფრია, ფსიქოლოგი რომ უზის ფეხებთან ქალს - აღარ ვაკპოპირებ, მომეწონა კი ნამდვილად და მინდოდა კიდეც მისი გამოყოფა.
ღრმა ფსიქოლოგიური ფონი ბუნებრივად და ზომიერად მისდევს თხრობა-მოქმედებას!
კორექტურული შეცდომები თითქმის ვეღარ შევნიშნე - ეტყობა, უფრო გულისხმიერად ეკიდები ამ საკითხს!
საბოლოო ჯამში, ფრიად ნასიამოვნები ვარ ამ თავითაც!
წინ წარმატებებით!
სარკაზმი და ცინიზმი ეს უბრალოდ უიღბლო გენიოსების ფარია.
უნდა დათმო პარტიები, თუკი ომი გინდა იყოს შენი..
როცა აკეთებ ყველაფერს, რომ მიიღო კონკრეტული, კარგავ თავისუფლებას. უნდა გააკეთო კონკრეტული, რომ მიიღო ყველაფერი.
ეს სენტენციები ამნოვწერე იმის დასტურად, რომ ვთქვა: მართლა ჭკვიანი ხარ!
მძაფრად მიდის სიუჟეტი. ის სცენაც მძაფრია, ფსიქოლოგი რომ უზის ფეხებთან ქალს - აღარ ვაკპოპირებ, მომეწონა კი ნამდვილად და მინდოდა კიდეც მისი გამოყოფა.
ღრმა ფსიქოლოგიური ფონი ბუნებრივად და ზომიერად მისდევს თხრობა-მოქმედებას!
კორექტურული შეცდომები თითქმის ვეღარ შევნიშნე - ეტყობა, უფრო გულისხმიერად ეკიდები ამ საკითხს!
საბოლოო ჯამში, ფრიად ნასიამოვნები ვარ ამ თავითაც!
წინ წარმატებებით!
3. კარგია, თუმცა აკრძალვის ნიშანი რატომ? :) კარგია, თუმცა აკრძალვის ნიშანი რატომ? :)
2. სარკაზმი და ცინიზმი ეს უბრალოდ უიღბლო გენიოსების ფარია. ისიც მათ რიგებში იყო, თუმცა მაინც ბოლომდე ებრძოდა ღმერთს და იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ თავად იყო ის ღმერთი, რომელიც ასე არ უყვარდა.
სარკაზმი და ცინიზმი ეს უბრალოდ უიღბლო გენიოსების ფარია. ისიც მათ რიგებში იყო, თუმცა მაინც ბოლომდე ებრძოდა ღმერთს და იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ თავად იყო ის ღმერთი, რომელიც ასე არ უყვარდა.
1. არ ვიცი რა გითხრა. ძალიან მიყვარხარ! დანარჩენი იცი. არ ვიცი რა გითხრა. ძალიან მიყვარხარ! დანარჩენი იცი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|