ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქა_რთველი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2010


ქვიშაში გხატავდი

ქვიშაში გხატავდი,
ვერ მიგამსგავსე,
უნიჭო პოეტმა,
უნიჭო მხატვარმა,
ღმერთს ვევედრებოდი,
ნიჭი მოეცა,
ნიკალას სიმდაბლე,
გალას სიდიადე,
მზემ დაგაცხუნა,
მე დაგიჩრდილე,
ფეხს გადგამდნენ და
გადაგეფარე,
ქარმა დაუბერა
ოდნავ გადაგფანტა,
ნამცეცებს ვეძებდი,
მუჭში ვიგროვებდი..

ქვიშაში დაგხატე,
და ვერ მიგასმგავსე,
უნიჭო მხატვარმა,
უნიჭო პოეტმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები