ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კესო
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2010


გზაა

გზაა.ხან ვიწრო, ხან ციცაბო, ხანაც ირიბი
გზაა და მეტი არაფერი. იარო უნდა.
ფიქრი სიტყვებად ამოყარო როგორც ქვირითი
ხმელზე და წყალში შეიკავო მომსკდარი სუნთქვა.
გზაა არც საით, თავისთავად დინებით მიდის,
შენ მგზავრი ოდენ, თვინიერი ცხვარი-ფარაში.
აჩირაღდნებულ შინდის ტოტებს ღიმილით გიწვდის
და შენც ევნები, თან ჩაჰყვები თამაშს-თამაშით.
მერე კი უკვე სულერთია საითკენ მიდის,
მიიზლაზნება, მიირწევა ტაატ-ტაატით
დროის აქლემი, შენი დუნე, ზანტი ცხოვრების
რუხი ამბებით, მძიმე ხვედრით და მასლაათით…
ვეღარც კი ამჩნევ მიმოპნეულს გზისპირას კერპებს
როგორ შეწირე ცხოვრება და კვლავაც ქედს უხრი,
დაგიმორჩილებს ასე მფრთხალს და ჩრდილივით მერყევს,
რადგან ტკივილებს უნიათო უფრთხი შურთხივით.
და ამიტომაც სადაგებიც არის წყალ-წყალა,
ასეა ლექსიც-თითებს შორის გისხლტება ქვიშად,
წყალმა ფილები საცალფეხო ხიდის აყარა
უნდა მოკვდე, რომ ნიჟარიდან ახლიდან იშვა
მოქნილი, როგორც, ვთქვათ, ვენერა თუ აფროდიტე,
თორემ ცხოვრებას გაცდენილი გაკვეთილივით
მეათასედაც შეცდომებით გაიმეორებ….
გზაა. გზის პირას აყვავებულ მარტის შინდის ხეს
გაუფხვიერო უნდა მიწა, ძირი უბარო.
გზაა და სანამ დამთავრდება, იქნებ მიგიხვდე,
რისი თქმა გსურდა ჩემთვის, უფალო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს