ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული(Fuckerman's Song)
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2010


=შემეშვი!=

ისევ იქიდან ამოდის მზეც,
სადაც გუშინწინ შევნიშნე ღამე.
შენც ისევ იქით გარბოდი გუშინ,
სადაც ზამთარში იდგება ვიღაც
ისევ ისეთი,
როგორიც მზე-
თან როგორც მთა.
მომბეზრდა შენი ღიმილის ხედვაც,
მბეზრდება შენი ფეხების მზერა.
ათასი ფერის გარჩევა სხვისთვის,
მერე რატომღაც ის მზე მე მეტყვის:
“ფერებს ვერ არჩევ!”
“ერთფეროვნება მიკლავს ჭრელ ღამეს!”
და კიდევ მილიონ-შვიდას,-სამოცდა-რამეს!
სიმთვრალის პირას,ლუდის ბოთლებში
თავს დავიმარხავ!
სიშიშვლის უკეთ შესათვისებლად,
ციკლოპს ჩავხედავ ასივე თვალში
და მაიც!
და მაინც
ვგრძნობ,შენც მბეზრდები!
მონოტონური,შიზოიდური
სამყაროს მონა.
ჯოკონდა წარბებში გამოეწყო…
ჟურნალის ყდაზე-
და უწარბებოდ მობეზრებულს
ვიბეზრებ წამსვე.
და მაინც!
და მაინც…


2007წ/19ივნისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები