ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2010


აღარ აქვს ასფალტს აპრილში სუნი

უხილავ კვამლით დაბერილ სხეულს
ასკდება გულის, თხელი კუნთები.
ნაწვიმარ ქალაქს, ნაცნობს და ჩვეულს,
ფერი უცვლია თავის ქუჩებით.

აღარ აქვს ასფალტს აპრილში სუნი,
როგორც შარშანწინ ,მზის მერე წვიმის.
გადამთბარ ხელებს დღეს სითბო ყინავს
და ვერცერთ სახლში, შეხვდები ღიმილს.

(ნაცნობ ოთახში ფერთა პალიტრა,
ნაცნობიც ქალი, იწვა და დუმდა.
დასჯილ ბავშვივით უმზერს გიტარა,
კედელზე ძველი ლანდებიც სწუხან).

უხილავ კვამლით დაბერილ სხეულს,
გახეთქავს გულის თხელი კუნთები,
ნაწვიმარ ქალაქს, ნაცნობს და ჩვეულს,
გამოაკლდება თავის მუზებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები