ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეღურა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 აპრილი, 2010


ადამიანი, რომელიც ვარსკვლავებიდან იყურება

ბავშვი ვიყავი ეს ისტორია რომ გადამხდა,

ჩემს გვერდით ერთი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლდ, ჩემხელა გოგონა ჰყავდათ, თვალების მაგივრად ვარსკვლავები ჰქონდა თითქოს.

არ ვიცნობდი და შემიყვარდა, ვცდილობდი ჩემი სითბო გამენაწილებინა, თვითონაც საოცრად თბილი იყო, ყველას უყვარდა, ან კი მისი თვალების პატრონი ვის დატოვებდა გულგრილს.

მე არ ვუყვარდი, დედაჩემი დედამისის ადგილას დანიშნეს და ალბათ იმიტომ. ეზოში ვთამაშობდით ხოლმე საერთო მეგობრებთან ერთად, ის კი არა და არ იმჩენევდა ჩემს იქ ყოფნას.

მე ჯიუტად ვცდილობდი დამემეგობრებინა.

ჩემი საყვარელი თოჯინა ვაჩუქე, მინდოდა გამეხარებინა, უყვარდა თოჯინები. მეორე დილით კი ის თოჯინა თავმოგლეჯილი დამხვდა კარების წინ.

მე მაინც ხშირად მახსენდება მისი თვალები და ვფიქრობ საოცარია როცა ადამიანი ვარსკვლავებიდან იყურება.

მე ბავშვი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები