ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2010


მრავალწერტილი (ასი სიტყვა)

ომი...
გასროლა...
ფრონტზე დაღუპულ ჯარისკაცებს ვერ აუდის „გმირთა სასაფლაო“

* * *
გლოვაა...
ჰაერიც სხვანაირი...  - ისეთი, რომელსაც ფილტვები ვერ ითავისებს...
აქ სუნთქვა ჭირს!
ქალაქში გაუთავებელი ქაოსი...
იდენტური იერითა და გაურკველი მიმიკით დაეძებს ყველა...
ეძებენ დაღუპულებს, დაჭრილებს - თითქმის უშედეგოდ!
- ქალაქი ხომ დამწვარია?!
- სიტყვა ქალაქს, ხომ მალე - „ნაქალაქარი“ ჩაანაცვლებს?!
(ჩამოწოლილ მწუხრს გლოვის ნიშნად სამრეკლო უერთდება!...)

* * *
ქვრივი...
დამშრალი ცრემლი, არაფრისმთქმელი თვალები, ქარსდამორჩილებული თმები...
უმისამართო გზას გაყოლილი!
სამი წლის ბავშვის გაუჩერებელი ტიტინი
და -
სულისშემძვრელი იმედი...
პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც ტკივილს აორმაგებს:
- ჩამოვა მამა?! (მამასთან მინდა!)
ქვრივის „პირშეკრული, დამაიმედებელი“ პასუხი...

შემდეგ კი...
ჩუმი ფრაზა, რომელიც ექოსავით ედება ქალაქს...
„ვინ იცის მალე ჩვენს ცხოვრებას ჩაენაცვლოს მრავალწერტილი“

- წლები...
- ქალაქში სიცარიელე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები