ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: sinner once sinner twice...
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2010


Weideman's Hell

არა სიკვდილი, ვაიდემანის მოსვლამდე,
არა სიცოცხლე სანამ მოვა ის,
ვაიდემანის დაბრუნება,
როცა ცას უნდა,
ვერ შეაჩერებს მის უკუსვლას,
დროის სვლაც წინა.

ვაიდემანი ჰეფესტოს ძმა,
ღმერთად შობილი,
შავი ღამის დროს დიონისეს ემეგობრება,
ალქაჯებს იხმობს, მზემ შებოლა თეთრი ფანჯრები,
უგონოდ მთვრალი ვაიდემან,
წავიდა საით?

ქვაფენილები ოდნავ გრძელი, ქუჩის სხვა ბოლო,
ამ მხარეს ალბათ ქარმა კუდი შეახო მთვარეს,
ჰორიზონტს, ბარბაცს, თვალი ამჩნევს,
არ არის რთული,
ვაიდემანი ებრძვის ბახუსს, უფრო კი ღამეს.

სადღაც მიეგდო, არა სახლში, უფრო სხვა ქალთან,
ახალი ზევსი ჩაისახა, ანაც ძმა მისი,
ლეკვი კარს უღრენს, კარი გარბის,
გჯერა? - თუ არა -
ვაიდემანი დაბრუნდება? 
ნეტა,
არ იცი.

თუ სხვების ჯიბრზე ჯოჯოხეთი, მიწის ქვეშ არის,
მისთვის სამოთხე უფრო მაღლა, არ არის ალბათ,
მარცხნივ მარჯვენა,
სამში ოთხი,
ზედმეტის გაცვლა, ბანქოსაც უგებს,
დაწყევლილი,
ვაიდემანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები